ხალხნო და ჯამაათნო! წერეთლის კვანძის მოგვარების შემდეგ (იმედია!--რჩება წყნეთის ქუჩის არკის პრობლემა--გადაჭრა: ყვითელი ბოქსი; + მცირედი რაღაცეები) და ვარაზის კვანძში პრობლემის ხელოვნურად არ შექმნის შემდეგ. რჩება ბოლო არსებითი პრობლემა ამ პროექტში:
ესააა:
ჭავჭავაძის 3 მკვეთი ქუჩა (ბაზალეთი, თაქთაქა, ბერძენიშვილი)!
აქ ჩამოსვლა არის ფორსმაჟორი! რატო? გითხარით იმ დღეს მესამე ვიყავი რიგში და მწვანეზე ვერ შევერწყე ჭავჭავაძეზე! ეს არის ფუნდამენტური პრობლემა. შეიძლება 10-ე იყო რიგში და არ უნდა გქონდეს მოლოდინი რომ პირველივე მწვანეზე გაივლი (დაელოდე!) მაგრამ მე-3 რო ხარ და ვერ გადიხარ ნო ნო ნოოო. 6-8 მანქანამ მაინც უნდა შეძლოს მწვანეზე გავლა და ხავერდოვნად შერწყმა (ისე არა ავტობუსის ზოლში რომ დარჩე გაჩხერილი). ამიტომ ამ მხოლოდ ყვითელი ბოქსი ვერ უშველის (განსხვავებით წყნეთის ქუჩის არკისგან, სადაც ზედგამოჭრილი ადგილია ამისთვის).
ვნახოთ რა არის პრობლემა. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჭავჭავაძეზე შერწყმისთვის ფიზიკურად არ არსებობს საკმარისი თავისუფალი სივრცე მას შემდეგ რაც მკვეთ ქუჩას მწვანე გაეხსნება. იმისათვის რომ 6-8 მანქანა მაინც ჩადგეს ამისთვის საჭიროა დაახლოებით უხეშად 40-53 მეტრი მანძილი. მოდი დავიწყოთ მანძილების გაზომვით.

ბაზალეთი. ბაზალეთის კვეთიდან ატენამდე სადაც პირველი შუქნიშანია არის სულ 84 მეტრი. თუ გადავითვლით ბაზალეთიდან პიქსელის შენობამდე სადაც მეორე შუქნიშანია, არის 207 მეტრი. (მარცხენა ზედა და ქვედა სურათები. უკაცრავად ძალიან კარგად არ ჩანს, მაგრამ ესაა მანძილები)
თაქთაქა. თაქთაქადან ავალიშვილამდე სადაც პირველი შუქნიშანია არის 202 მეტრი ანუ დაახლოებით იგივე რაც ბაზალეთიდან პიქსელამდე. (მარჯვენა ზედა სურათი)
ბერძენი. ბერძენიდან აქსისამდე სადაც პირველი შუქნიშანია არის 203 მეტრი ანუ იგივე რაც ზევით. (მარჯვენა ქვედა სურათი).
პირველი რეკომენდაცია. სადღაც 200 მეტრზე უნდა გასაშუალოვდეს სამივე მანძილი (ნაკადების ინტენსივობა რათქმა უნდა თამაშობს როლს) მაგრამ ცხადზე ცხადია რომ ბაზალეთზე რაც ეხლაა (84 მეტრი) არის ყოვლად შეუსაბამო. ამიტომ: ააციმციმე ატენის შესახვევის შუქნიშანი. გაზარდე ეს მანძილი როგორც დანარჩენ შემთხვევებში 200 მეტრამდე მაინც.
იმისათვის რომ შევქმნად 40-53 მეტრი თავისუფალი სივრცე. მოდი დავამრგვალოთ 50-მდე, გამოდის მთელი მანძილის 1/4 ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი. სხვაგვარად ნაკადის შერწყმა ვერ მოხდება. 3/4 დარჩება დაკავებული ჭავჭავაძის შუქნიშანზე აწ უკვე გასული მანქანებით, მომდევნო 1/4 უნდა იყოს თავისუფალი.
როგორ შევქმნათ ეს 1/4 თავისუფალი? მხოლოდ და მხოლოდ შუქნიშნების მართვითაა ეს შესაძლებელი. მკვეთის ქუჩის წინ არსებული შუქნიშანი უნდა ჩაიკეტოს ცოტა ადრე, ხოლო მომდევნო (200 მეტრს იქეთ) შუქნიშანი უნდა დარჩეს ღია ცოტა დიდხანს. რამდენად ადრე და დიდხანს 15 წამი, 20 წამი, 30 წამი... ამას უნდა ნაკადებზე დაკვირვება და ზუსტი დათვლა. შეიძლება ნაკადები მეტ ნაკლებად მსგავსია. თუ ეს ასეა, მაშინ შეიძლება იმუშავოს რაღაც ამდაგვარმა ფორმულამ:
დაკეტე წინა შუქნიშანი X წამით ადრე, და გახსენი მომდევნო შუქნიშანი Q-X წამით ადრეთ.
(უფრო სწორი ფორმულირება შეიძლება იყოს: დაკეტე წინა შუქნიშანი X წამით ადრე, და დატოვე მომდევნო შუქნიშანი Q-X წამით მეტხანს ღია).
მაგრამ ამოცანაა რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს 1/4 მანძილი თავისუფალი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ყვითელი ბოქსების აქ დახაზვა. რომ მე-9 მანქანა წითელზე არ შეეტენოს და თუ გაბედავს დაჯარიმდება. მანამდე ვიდრე მინიმალური თავისუფალი სივრცის შექმნას ვერ მივაღწევთ ეს არ გამოვა.
ამ პრობლემის გადაუწყვეტელობა არის დამატებითი ფორსმაჟორი ამ პროექტში. ეხლა როგორც ჩანს ყველა შუქნიშანი ერთნაირად აღებს კეტავს. იმედია შესაძლებელი იქნება ამ 1/4 სივრცის შექმნა თან ბაზალეთზე უნდა მოხდეს იმ მოკლე მანძილის დაგრძელება.
ეს თუ არ გადაწყდა, მანდ სექტემბრიდან იქნება დიდი გაუგებრობები.
ერთია ჭავჭავაძეზე მშვიდად იდგე, ელოდო, წინ იყურები, დაელოდო როდის გამწვანდება (თუნდაც ცოტა მეტი ელოდო). მეორეა როცა ზევიდან გიწევს ჩამოსვლა, უნდა მანევრი შეასრულო და ხვდები გაუგებრობაში და ეჩხირები უშნოთ მიუხედავად იმისა რომ ახალ გახსნილ მწვანეზე გამოხვედი.
მზად ვართ ცოტა დიდ ხანს დაველოდოთ ჭავჭავაძეზე იმისათვის რომ ჩამომავალმა ნაკადმა შეძლოს შერწყმა.
ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. იმედია თქვენც ასე თვლით! თუ ეს ასეა, მოდი განვიხილოთ! თქვენი იდეები!!!
This post has been edited by ek1m1 on 28 Aug 2020, 22:48