წყარო:
https://bm.ge/news/mtskhetidan-avchalisken-...3xrgB-Oa9vRjB1wმცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება - თბილისის შემოვლითი გზის პროექტი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი შეფასების სამსახურს წარუდგინა თბილისის შემოვლითი გზის, წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთის გზის დეტალური სქემა, რომელიც 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანასაც ითვალისწინებს.
თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ.
ახალი მაგისტრალის პროექტირება უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, გზის წიწამური-ავჭალის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე რამდენიმე ალტერნატივიდან უკვე შერჩეულია ალტერნატივა, რომელიც 3.4-კილომეტრიანი პარალელური გვირაბების გაყვანას ითვალისწინებს.
გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მცხეთასა და თბილისში 18 თებერვალს იგეგმება. ამასთან, დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს გზის მონაკვეთთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნების თუ კომენტარების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში გაგზავნა 7 მარტამდე შეეძლებათ.
თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია, ის მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ავჭალის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება. სწორედ ამ გზის მეორე ლოტი იქნება წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთი.
"ნატახტარი-ჟინვალის (ლოტი 1), ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2), ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) და აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ეტაპი დასრულებულია. ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთის პროექტზე მიღებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტლება,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მაგისტრალი ზემოქმედებას მოახდენს კერძო საკუთრებაში არსებულ 183 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობიც 329,310 კვადრატული მეტრი იქნება. ის ასევე მოახდენს გავლენას 56 სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობიც 123,971 კვადრატული მეტრი იქნება.
ცხრილი 4. საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:
გზის სიგრძე - 6.5 კმ;
საპროექტო სიჩქარე - 120 კმ/სთ;
სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი;
თითოეული სავალი ზოლის სიგანე - 3.75 მეტრი;
2-ზოლიანი პარალელური გვირაბები - პირველი გვირაბი 3372 მეტრის სიგრძის, მეორე გვირაბი 3365 მეტრის სიგრძის.
"გარემოს სენსიტიურობის გათვალისწინებით ჯვრის გვირაბის მოწყობისას გამოყენებული იქნება ADECO მეტოდი ე.წ. გვირაბგასაყვანი კომბაინი. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები არ იწარმოებს. შერჩეული მეთოდი საშუალებას იძლევა შემცირდეს მიმდებარე ნაგებობებზე/კონსტრუქციებზე და სხვა რეცეპტორებზე ხმაურის და ვიბრაციის ზემოქმედება. კომბაინს შეუძლია ოპერირების სხვადასხვა პირობებისადმი მარტივი ადაპტირება, 90 გრადუსიანი კვეთების და ვენტილაციის სისტემის გასაყვანად საჭირო ჰორიზონტალური გალერეების მოწყობა,"- ნათქვამია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება სავარაუდოდ გზშ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ მოხდება.
* * *

This post has been edited by zazamos on 13 Jan 2025, 22:35
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
Infinitus est numerus stultorum.
“Once a year go some place you've never been before.” Dalai Lama