წინა თემები:
გინდათ რომ თბილისში ტრამვაი აღსდგეს?თბილისის მომავალი ტრამვაი?! II ნაწილი თბილისის მომავალი ტრამვაი ! - III ნაწილითბილისის მომავალი თანამედროვე ტრამვაი! IV ნაწილი თბილისის მომავალი ტრამვაი V ნაწილი თბილისის მომავალი ტრამვაი VI ნაწილი თბილისის მომავალი ტრამვაი VII ნაწილი თბილისის მომავალი ტრამვაი! ნაწილი VIII ნაწილი თბილისის ტრამვაი --- წარსული - აწმყო - მომავალი IX ნაწილი ისტორია
ელექტროტრამვაის პირველი ხაზი, ქალაქში, 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის სისტემა, ვაგონების ჩათვლით ბელგიურმა კომპანიამ ააშენა.თბილისში ელექტროტრამვაის შემოყვანას წინ უძღოდა ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი ე.წ. „კონკა“, რომელიც თბილისში 1883 წელს გამოჩნდა და 1910 წლამდე იარსება.1917-1921 წლებში თბილისში მოძრავი ტრამვაის ვაგონები ამაყად ატარებნენ ბორტზე პირველი ქართული რესპუბლიკის გერბს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ტრამვაის სისტემა საბჭოთა სტანდარტებზე გადავიდა . 1933 წლიდან ტრამვაის ახალი ხაზები იქმნება უკვე სარკინიგზო სიგანის მქონე ლიანდაგზე, თანდათან ამავე ამავე სიგანის ლინდაგზე გადადის ბელგიური კომპანიის მიერ შექმნილი, ვიწროლიანდაგიანი სისტემა. უკანასკნელმა ვიწროლიანდაგიანმა, ტრამვაის ხაზებმა თბილისში 1942 წლამდე იარსება.
სტანდარტიზაცია ეხება მოძრავ შემადგენლობასაც – შემოდის სტანდარტული საბჭოთა პროექტის X (წამყვანი) და M (მისაბმელი) ვაგონები

ტრამვაის სისტემას ემატება ახალი ხაზები ისნის ჰოსპიტალსა და სამგორის კერამიკის კომბინატს შორის (1933), წლებში ცოტნე დადიანის, ჩელუსკინელების (თამარ მეფის გამზ.) და ლენინის (კოსტავას) ქუჩებზე (1942-45).
ასევე გრძელდება ტრამვაის ხაზი ისნის ჰოსპიტალიდან 31–ე საავიაციო ქარხანამდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახლანდელი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისამდე.ამასთანავე უქმდება ძველი ხაზები ორთაჭალასა და სოლოლაკში.1933 წელს რკინიგზის სადგურთან არსებულ, ტრამვაის პირველ დეპოს ემატება N2 დეპო ისანში.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, იწყება ტრამვაის სისტემის განვითარების ახალი ტალღა. შემოდის ახალი ვაგონები KTM-1, KTM-2, РВЗ-6, KTM-5.




იგივე ვაგონი 2021 წელს

თბილისში განხორციელდა მსოფლიოში იმ დროისთვის უნიკალური შესახსრული ვაგონების დაპროექტება და აწყობა. ტრამვაის მიენიჭა სახელწოდება “თბილისი”.თბილისი,_ქართული წარმოების, შესახსრული, სამსექციანი, ოთხღერძიანი, ცალმხრივი მიმართულების, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი. ის 1959 წელს თბილისში დააპროექტეს და 1960 წელს თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს რესურსებით, ტრამვაის სარემონტო დეპოში ააგეს. სულ ამ მოდელის 4 ვაგონი გამოვიდა.ეს გახლდათ იმ დროისთვის მეტად იშვიათი, ინოვაციური კონსტრუქციის ტრამვაის ვაგონი, დაკიდული სახსრებითა და დაკიდული სექციით, – მას სახსრების ქვეშ არ ჰქონდა ბორბლები. შუათანა სექციას არ გააჩნდა შასი და იგი სახსრების საშუალებით დაკიდული იყო პირველ და ბოლო სექციებზე, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ფიქსირებულ, ორღერძიან ბაზას.1970–იან წლებში ოთხივე ვაგონი „თბილისი“ განადგურდა და ასევე ლიკვიდაცია განიცადა თბილისის ტრამვაის სარემონტო დეპომ, სადაც აიგო პირველი ქართული ტრამვაი.

იზრდება ტრამვაის ქსელი: 1953 წელს კინო საქართველოდან ტრამვაის ხაზი დაგრძელდა მერვე საავადმყოფომდე, შემდგომ წლებში ეს ხაზი გაგრძელდა ჯერ შამპანიურის ქარხანამდე (1955), შემდეგ კი სარაჯიშვილის გამზირზე ცენტროლიტის ქარხანამდე (1962). ხაზები ასევე დაგრძელდა მეტრო დიდუბის ზედა სადგურიდან წერეთლის გამზირამდე (1955), კერამიკის კომბინატიდან გრეხილი ავეჯის კომბინატამდე “განთიადი” მოსკოვის პროსპექტზე (1960), გურამიშვილის გამზირიდან თემქ–ის მიმართულებით, თბილისის ზღვამდე (1968), მეტრო დიდუბის ქვედა სადგურიდან ჯერ ქირურგიის ინსტიტუტამდე (1972), შემდგომ კი ბოტანიკის ინსტიტუამდე ბელიაშვილის ქუჩის გაყოლებაზე (1957).
რუსთაველის და პლეხანოვის (აღმაშენებლის) გამზირებიდან ტრამვაის ხაზები გადადის პარალელურ, ძნელაძისა (თაბუკაშვილის) და კლარა ცეტკინის (წინამძღვრიშვილის), ქუჩებზე.
ხდება გარკვეული ხაზების შეკვეცაც. უქმდება ტრამვაის მიმოსვლა ბარათაშვილის ქუჩაზე კოლმეურნეობის მოედნამდე (1963), ძნელაძის ქუჩაზე (1957), მეცხრე საავადმყოფოდან ბაგებამდე (1959), რკინიგზის სადგურიდან თამარ მეფის გამზირზე, ტამარ მეფის ხიდზე, გმირთა მოედაზე, ვარაზისხევზე, მელიქშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მეცხრე საავადმყოფომდე (1969) და ვაგზლის მოედანზე რკინიგზის სადგურიდან ფიროსმანის ქუჩაზე მაკალნების ხიდთან გადასასვლელ ხიდამდე (1970).
სისტემის ორად გაყოფა
1974 წლის 20 სექტემბერს ხეთაგუროვის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან წამებულის გამზირზე, მეტრო ისნამდე ხაზის გაუქმების შედეგად თბილისის ტრამვაის ქსელი გაიყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.
აღმოსავლეთ ნაწილში დარჩა მხოლოდ ერთი N7 მარშრუტი, დასავლეთ ნაწილში კი მოხდა ქსელის შემდგომი დაგრძელება: ჩოდრიშვილის ქუჩიდან ახტელის ქუჩამდე ლოტკინის მთაზე (1975). სარაჯიშვილის მეტროდან გლდანის “ა” მიკრორაიონამდე (1977), შემდგომ კი გლდანის მასივის 7-8 მიკრორაიონამდე (1978), ბოტანიკის ინსტიტუტიდან სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტამდე (1980), ქარხანა „ცენტროლიტიდან“, ზემო ავჭალამდე (1986). 1986 წლის 13 დეკემბერს გაიხსნა 200 ტრამვაის ვაგონზე გათვლილი ზემო ავჭალის ტრამვაის N3 დეპო, ხოლო ვაგზლის მოედანზე არსებულმა ტრამვაის N1 დეპომ არსებობა შეწყვიტა. ამ დროისთვის ხაზების საერთო სიგრძე ცალ ლიანდაგზე გათვლით 108 კილომეტრს აღწევდა.
1989 წლიდან ტრამვაის არსებული ხაზების ნელ ნელა გაუქმება დაიწყო. გაუქმდა ტრამვაის ხაზები დიდუბის მეტროდან სასოფლო უნივერსიტეტამდე და 8 ნომერი ტრამვაი, რომელიც მეტრო დიდუბიდან გლდანის 7-8 მიკროებამდე მოძრაობდა.1989 წლიდან ტრამვაის არსებული ხაზების ნელ ნელა გაუქმება დაიწყო. გაუქმდა ტრამვაის ხაზები დიდუბის მეტროდან სასოფლო უნივერსიტეტამდე და 8 ნომერი ტრამვაი, რომელიც მეტრო დიდუბიდან გლდანის 7-8 მიკროებამდე მოძრაობდა.უქმდება ხაზები კოლმეურნეობის მოედნიდან დიდუბის მეტროს ქვედა სადგურამდე (1994), თბილისის ზღვაზე (2000), ლოტკინზე (2001), დიდუბის მეტროდან გადასასვლელ ხიდამდე (2002). 2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა N7 მარშრუტმა, 2006 წლის 4 დეკემბერს კი ავჭალის დეპომ და უკანასკნელმა №12 მარშრუტმა, რითაც დასრულდა თბილისის პირველი ტრამვაის სისტემის 102 წლიანი ისტორია.
წყაროები:
https://www.memogzauri.com/tbilisi-tram-history/https://tramvai.ge/tramhistor/1996-1997 წლებში გლდანში დადიოდა დიზელზე მომუშავე გადაკეთებული ტრამვაის ვაგონი
თბილისის ტრამვაი --- წარსული - აწმყო - მომავალიდამატებითი ინფორმაცია მოძრავი შემადგენლობების შესახებ:
1990 წლის ოქტომბრის მდგომარეობით გვყავდა შემდეგი ვაგონები:
РВЗ-6М2
1983 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
546, 547, 550
1984 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
554, 556, 557, 559, 560
1985 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
561, 563, 570
1986 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
571, 572, 573, 574, 575, 576, 577, 578, 579, 580
1987 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
581, 582, 583, 584, 585, 586, 587, 588, 589, 590, 591, 592, 593, 594, 595, 596, 597, 598, 599
КТМ-5М3
1982 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
110
1983 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
111, 112, 113
1986 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149
1988 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
150, 151, 152, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169
1989 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
170, 171, 172, 173, 174, 175, 176, 177, 179, 180, 181, 182, 183, 184, 185
1991 წლის აგვისტოში ბოლო 5 ვაგონი მივიღეთ:
КТМ-5А
1991 წლის გამოშვება შემდეგი ნომრებით:
186, 187, 188, 189, 190
2004 წლის მდგომარეობით:113, 119, 120, 124, 127, 168, 169, 170, 171, 172, 173, 174, 175, 176, 177, 180, 181, 182, 183, 187, 188, 189,190. ასევე ვაგონი კონკა
2010 წელს ფრანგული კომპანია ,,სისტრას'' დახმარებით მუშაობა დაიწყო ტრამვაის ახალ პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი ორთაჭალას უნდა დაეკავშირებინა. საორიენტაციო ფასი 140 მილიონი ევრო იყო. საბოლოოდ პროექტი ფურცელზე დარჩა და ვერ განხორციელდა.
2025 წლის 21 ოქტომბერს ტრამვაის ახალი ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა.
ახალი, 7.5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზი 11 გაჩერებით დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
ხაზი დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონებს შორის არსებული ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით, კი მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ტრამვაის დეპო, რომელიც ვაგონების მომსახურებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. ასევე მოეწყობა ყველა აუცილებელი საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელი ტრამვაის ხაზის გამართული მუშაობისთვის.
პროექტის განხორციელების ვადა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეა. მისი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 416,592,000 ლარს.
ხოლო, სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 22 დეკემბერს დაარულდება
This post has been edited by MANMUS on 26 Oct 2025, 21:25