სილქნეტმა დღეს საქართველოში LTE 4G ინტერნეტის მომსახურება დაიწყო. Silk LTE 4G საშუალებით აბონენტებისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტ-სერვისის უკაბელოდ მიწოდებას უზრუნველყოფს.
სილქნეტი პირველი კომპანიაა ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც თავის მომხმარებელს მეოთხე თაობის უსადენო ინტერნეტს - Silk LTE-ის მომსახურებას თავაზობს.
Silk LTE 4G სახლის უკაბელო ინტერნეტია, რომელიც მოდემის საშუალებით მიეწოდება. მოდემის ჩართვა შესაძლებელია Silk LTE -ს დაფარვის ზონაში მდებარე ნებისმიერ სახლში. მოდემის ინსტალაცია მარტივია: მომხმარებელი ყიდულობს Silk LTE მოდემსა და სიმ ბარათს. მოდემი უერთდება დენის წყაროს და მთელს სახლში გადასცემს WiFi სიგნალს. ერთ აპარატურაზე შესაძლებელია რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად ჩართვა - როგორც WiFi-ით, ასევე კაბელით.
მოდემის Silk LTE 4G WiFi-ს შეძენა თბილისის მასშტაბით 4 სერვის ცენტრშია შესაძლებელი: ვაკის სერვის ცენტრი (მის: ჭავჭავაძის გამზირი №22) საბურთალოს სერვის ცენტრი (მის: ალ.ყაზბეგის გამზ. №14) გლდანის სერვის ცენტრი (მის: ქერჩის ქ. №1) ისნის სერვის ცენტრი (მის: შირაქის ქ. №40). ინტერნეტის სიჩქარე 50მგბ/წმ-ს აღწევს.
Silk LTE 4G-ის დაფარვის ზონა ეტაპობრივად ფართოვდება. ამ ეტაპზე გაშვებულია შემდეგი უბნები:
მეტრომშენი ნაძალადევი
5 დეკემბერი ავჭალა
სოფელი დიღომი ელია
სვანეთის უბანი ლოტკინი
მომავალი წლიდან LTE 4G სერვისი ხელმისაწვდომი იქნება დედაქალაქის შემოგარენსა და რეგიონებშიც. უახლოეს მომავალში კომპანია „სილქნეტი“ ოპტიკური, დსლ და Silk LTE 4G ტექნოლოგიით ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დაახლოებით 80%-ის მოცვას შეძლებს.
http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=89&s=news&id=351