Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
ყიდვა - გაყიდვა
->
კომპიუტერული ტექნიკა
->
კომპიუტერული ნაწილები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(84)
« პირველი
...
67
68
[69]
70
71
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დაზარალებული იუზერების თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gio_123
Crazy Member
ჯგუფი: Members
gio_123
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2442
წევრი No.: 47095
რეგისტრ.: 17-November 07
#61074249
· 10 Mar 2024, 01:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფასდაკლება ისევ არის?
:DDDDDDDDD
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Beam
Newbie
ჯგუფი: Registered
Beam
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 0
წევრი No.: 272873
რეგისტრ.: 6-March 24
#61074375
· 10 Mar 2024, 02:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(bezzar @ 10 Mar 2024, 00:38 )
ეგ თემები საკმაოდ კომპექსურია.
ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად მიტანილია და მიტანის დროს ხელი მოწერეს ჩაბარებაზე თუ არა, რომელმა კომპანიამ მიიტანა.
მერე ნივთის ფასი, თუ 500$+ არის მაშინ ფოლის რეპოეტი იწერება და არ არის კარგი თემა. საბოლოოს გადამზიდამდე რომ მივლენ ის ადგება და სრულ ინფორმაციას მიაწოდეებს და სადმე ჩანიშნავენ მაგას (ინტერპოლს რა თქმა უნდა არ გადასცემენ მაგ საქმეს)
ასევე ხშირად ვერ იზამ, ვერც ახალ გახსნილ ექაუნთზე მითუმეტეს.
კი, ეგრეა. ინტერპოლმა ჩამოუარა უმეტესობა რეფანდერს.
რამდენიმე რუსი და უკრაინელი ვიცი, ვინც შემორჩა, მარა ეგენიც ფაფხურობენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ASUS
Super Member
ჯგუფი: Registered
ASUS
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 341
წევრი No.: 10031
რეგისტრ.: 9-May 05
#61075868
· 10 Mar 2024, 21:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თანხის დაბრუნებაზე ვინც მიწერეთ, რამდენ ხანში დაგიბრუნათ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Starblind
551333666
ჯგუფი: Members
Starblind
551333666
ჯგუფი: Members
წერილები: 3083
წევრი No.: 173763
რეგისტრ.: 22-September 13
#61076769
· 11 Mar 2024, 06:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეორე პოსტი ამ ამბების მერე რასაც ვწერ
რამდენიმე პუნქტად გამოვყოფ
1.0 ხალხს არ ესმის სიტყვა "ქაოსის" მნიშვნელობა და იმდენს ვერ ხვდებით რომ ქაოსმა გამოიწვია ეს ყველაფერი.
1.1 8 წლის განმავლობაში ცოტ ცოტა პრობლემა ყოველთვის ყოფილა მაგრამ ქაოსში არ გადაზრდილა არასდროს და შესაბამისად მარტივად მოგვარებულა კიდეც
1.2 ნებისმიერ საქმეში არ აქვს მნიშვნელობა საქმეს, ერთიანი ქაოსი ყოველთვის პრობლემაა და ეს უნდა გაეგო ყველას და გაეაზრებინა თავის დროზე.
1.3 ცოტა რაციონალურად დაფიქრდით, რომელი საქმის სექტორი იცით სადაც მასიური ქაოსით ინდივიდების პრობლემა გვარდება? არცერთი საერთოდ და ამ პრობლემის ამ დონემდე მისვლაც სწორედ თითოეული იმ ადამიანის ბრალია ვინც ეს ქაოსი შექმნა აქ თუნდაც.
ცოტა უნდა იაზროვნოთ სანამ თითებს გაახურბეთ. ქაოსით მარტო ჩემ საქმეს არ აფუჭებთ თქვენი საქმეც ფუჭდება.
თუ ვერ მიხვდა ვინმე თავიდან წაიკითხოს და მიხვდება .
#2
8 წელია ამ საქმეში ვარ 90% ფორუმის ხალხზე მრავალჯერადად მაქვს ნივთები ჩამოტანილი აი ძალიან ბევრისთვის მაქვს ნივთები ჩამოტანილი და ასევე ძალიან ბევრისთვის ნაჩუქარი მაქვს ნივთები რაც ზედმეტად მოყოლია ან ნივთი დააფგრეიდებულა
2.1
ბიჭო პრობლემა რომ შეიქმნა და მაშინ რომ მოიხოდა ყველა, ის რატო აღარ ავის ახსოვს რომ ცხოვრებაში ფულის ხამი არ ვყოფილვარ?
ჯერ მარტო ვიდეო კარტების დროს მე რომ შეკვეთას ვიღებდი კარტაზე 400$ რომ ღირდა ქვეყანაში რომ ჩამოდიოდა ეგ კარტა 2 ჯერ მეტი 800$ მაინც ღირდა, 1 კაციც კი არ მოიძებნება საქართველოში ვისთვისაც მითქვამს კარტა დაიკარგა ან რეის დედა ეტირა და აჰა შენი კარტების ფულიო და მე არ დავმდგარვარ და ძვირად არ გამიყიდია ეგ ნივთი.
2.2
რამდენ ადამიანს ჩამოსვლია Ryzen 7 ის მაგივრად Ryzen 9 ან I7 ის მაგივრად I9 ან რამდენ ადამიანს ჰქონია 4070 ის შეკვეთა და 4070 ტი ჩამოსვლია ან მსგავსი რამ. ძალიან ბევრს ძაააააააააალიან ბევრს და არცერთისთვის არ მითქვამს ფული დაამატე უკეთესი ნივთი ჩამოგივიდათქო ან არ წავსულვარ აქ არ გადამიცვლია 4070 TI - 4070 ში მე ფული არ დამრჩენია იქიდან ცალკე და შეკვეთის 4070 არ მიმიცია ტიპისთვის.
თუ ვინმეზე რაიმე ზედმეტი იყო ყოველთვის იღებდა ამ ნამატს ყოველგვარი ხარჯის გარეშე
ბევრმა ნამუსი იქონიოს სანამ რამეს დაწერს. გუშინდელი ტიპი არ ვარ და არც გუშინ დამიწყია საქმიანობა და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს მე როგორ ვსაქმიანობდი ამდენი წელი, რამდენი თქვენი ახლობლისთვის ჩამომიტანია მიჯიგრია და პატივი მიცია ან თუნდაც თქვენთვის
ეს ზოგადად სიტუაცია , ეხლა საქმის გარშემო
თითოეულმა ადამიანმა ვისაც პრობლემა შეექმნა, ვინც ამ კონკრეტულ პრობლემაში მოყვა , მიიღო შეტყობინება და დავუკავშირდი , ზუსტად ავუხსენი გარემოვება და გრაფიკივით გაეწერა როგორ და როდის მოგვარდება მისი პრობლემა
თითოეული ადამიანი ინფორმირებულია საკუთარი პრობლემის მოგვარების მხრივ , დაახლოებით ასე სეთი თემაა "ჭორიკნებს" ვისაც საერთოდ შეხება არ აქვს საქმესთან და არც ამ პრობლემაში არიან მათთვის დავწერ , 500$ მდე დიაპაზონის ნივთები ვისაც აქვს 1 თვის დიაპაზონში მოუგვარდება პრობლემა , 500$ ის ზემოთ ვისაც აქვს პრობლემა 3-4 თვის დიაპაზონში მოუგვარდება . დანარჩენი ვინ რას მიიღებს კომპენსაციის სახით ეგ ინვიდუალურად მოხდება და ყველასთან განსხვავებული იქნება.
თითოეულ ადამიანთან მოხდა დაკავშირება და თითოეული ადამიანის თემანს მივაწოდე მისი პრობლემის მოგვარების პერიოდი და მოგვარების გზა რომელსაც აქ არ დავწერ რადგან პირადია და "ჭორიკნებისთვის" არ არის საჭირო ჩემ პრიად თემებში ჩახედვა, ვისაც პრობლემა ჰქონდა მათ კი იციან.
კიდევ ერთი რამ არ მესმის, როდესაც ესეთი თემაა , #1 იცი რომ ადამიანი სანდოა, სანდოობაში აქ ვგულისხმობ იმას რომ ფულთან სანდოა თორე თემა ყველამ კარად იცის და იცოდა რომ არ იყო ისეთი მარტივი როგორიც "მაღაზიაში წადი და იყიდეა"
ყველა იაზრებდა იმედია რომ სამუდამოდ არაფერი არ არის და რაღაც დონეზე შეიძლება თემას პრობლემა შექმნოდა, მაგრამ ის იცოდნენ რომ არსად გაქცევას მე არ ვაპირებდი და არც არავის გადგდებას მე ვფიქრობ ამიტომაც იჭერდა უამრავი ხალხი ცემთან ურთიერთობას.
თქვენ ბევრ თქვენგანს 1 და 2 ნივთზე გაქვთ პრობლემა და მე 8 წლის საქმე გამიფუჭდა,
ხალხი ამ ესეთ დროს ვაფშე ყრის ყველას ან გარბის ქვეყნიდან ან ვაფშე ფეხებზე იკიდებს ყველაფერს.
ამ შემთხვევაში მე ჩემი ვალდებულებებისგან თავი არ ამირიდებია. თითოეულს ავუხსენი რა პრობლემაც შეიქმნა და თითოეულ ადამიანთან აღებულ ვალდებულებას ბოლომდე გავუსწორებ და ისე ჩავხურავ ამ სიტუაციას
თქვენ თავებში ჩაიხედეთ და წარმოიდგინეთ სხვა ჩემ ადგილას როგორ მოიქცეოდა, ვაფშე 0 ზე დატოვებდა ხალხს როდესაც ესეთი პრობლემა იქმნება და ბევრსაც გაუკეთებია ეგრე.
საქმეა და პრობლემა წარმოიქმნა როემლზეც დაბლა დავწერ, ვსო ჩეპეა ყველამ გაიაზროს რომ ამ დროს ისე არ ხდება როდესაც პატარა პრობლემების დროს, 8 წლის საქმეს რომ ჩეპე შეექმნა განსხვავებულია ვიდრე მცირედი პრობლემისდროს ხდება რაღაცის მოგვარება და ხალხის გადაგდების მაგივრად ყოველ ადამიანთან ბოლომდე ვსწორდები და 1 ადამიანიც არ იქნება ისეთი ვინც თანხას დაკარგავს
ეხლა პრობლემა და რატომ მივედით ამ დონემდე.
#1 ისედაც კარგად ვიცოდი აქ რომ ბევრი შურით სკდებოდა ამ ჩემ თემაზე და ბევრ სბევრი რაღაც ადრე რაც გამოსდიოდა აღარ გამოსდიოდა და გულზე სკდებოდა ამდენი წელი მე სტაბილურად რომ ჩამომქონდა ნივთები. - ნაკლებად მქონია ამ ხალხს შეექმნა ეს პრობლემა მაგრამ ვარიანტად მაინც არის .
#2 ოქტომბრის თვეში პირადი მიზეზით 3 კვირიანმა პირადმა პრობლემამ შეიძლება დააგროვა რაღაც ნივთები მერე რასაც გაყვნენ და ჩაეძივნენ . - ესეც ნაკლებად სავარაუდოა
#3 ოქრომბრის თვეში როდესაც პირადი მიზეზების გამო 3 კვირის განმავლობაში არ მქონდა კომუნიკაცია შეიძლება ვიღაცამ ვისაც "ბევრი ნაცნობი ჰყავს" თავისი ნივთი მოიკითხა ზემოთ. რადგან ოქტომბრის თვის მერე გაჩერებულ ნივთებზე რაღაც ნაწილის გაცემა მოხდა მხოლოდ და ამ ნივთებში სავარაუდოდ მისი ნივთიც იყო.
ტიპმა თავისი გაისწორა და მე , ჩემი თემა და ხალხი შეგვატოვა მაგ ყველაფერს რაზეც მოხდა დაინტერესება რა როგორ რანაირად და ჩაეძივნენ ამ საქმეს - აი ამ ვარიანტს უფრო ვფიქრობ რომ ესე მოხდა.
პრობლემა ლოკალურია და AMAZON არაფერ შუაშია საერტოდ.
ამის მთავარი მიზეზი კი სავარაუდოდ ის არის რომ ოქრომბრის თვეში აქ "ქაოსი რომ დაიწყო ხალხმა" და პანიკებში ჩავარდნა "საზოგადოდ" ტიპმა იფიქრა რომ უკანასკნელ გამოსავალზე იყო და თავისი ნივთი მიიღო და მე და ჩვენ შეგვატოვა საბაჟოს
აი ეს ბოლო #3 ვარიანტია ის რასაც მე ვფიქრობ რომ მოხდა და როგორთ თემი დასაწყისთში დავწერე, ამის მთავარი მიზეზი ქაოსია და თითოეულ ადამიანს უნდა ცოდნოდა რომ ქაოს კარგი არაფერი მოყვება არც სხვისთვის და არც საკუთარი თავისთვის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეხლა რაც შეეხება ხალხს ვისაც ჰგონია რომ ოქტომბერი ნოემბრის მერე არაფერი აღარ ხდება,
ძალიან ბევრი ადამიანია ფორუმელი ვინც მიიღო ნივთი და ძალიან ბევრი მეუბნება რომ დავწერ პოსტს რომ მივიღეო და მე ვაჩერებ.
ეს ყველაფერი რომ ჩაჯდება თავის კალაპოტში, ყველა ფორუმელი ვინც ნივთი მიიღო პოსტს დადებს ამ თემაში
ვისაც ძალიან აინტერესებს მაგალითისთვის დავდებ
ესეთი ძალიან ბევრი ადამიანია , მალევე ნახავთ რამდენიც არიან და რა ნივთებიც მიიღეს
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც შეეხება თემის MVP ს,
Delta-Pi
ამ ადამიანს, მის ლეპტოპს პრობლემა არ ჰქონია უპრობლემოდ შემოვიდა, მცირედი ხარვეზი ჰქონდა და იცის რა ხარვეზიც, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც ანალოგიურად მოვახვედრებდი ზემოთ აღნიშნულ სექციაში სადაც 500$ ზე ზევით ხალხზე ხდება პრობლემის მოგვარება. მაგრამ არც მას და კიდევ იმ ხალხს ვის ნივთსაც პრობლემა არ შექმნია არ მისვლია არანაირი შეტყობინება და არანაირი გაწერილი სიტუაცია თუ როგორ მოგვარდებოდა მისი პრობლემა რადგან ეგ ხალხი მიიღებს ნივთს.
არის რამდენიმე ნივთი "ძვირიანები" რომელ ნივთებზეც პრობლემა არ შექმნილა ოქრომბრის თვეში რაც უნდა ჩამოსულიყო ან ეხლა რაც უნდა ჩამოვიდეს და შესაბამისად მსგავს ადამიანებს ეს პრობლემა არ შეეხება.
დროის ამბავში შეიძლება ოდნავ გაეწელოს რადგან ფრთხილად ვიქცევი და ამ სიფრთხილით მათი ნივთიც მინდა უსაფრთხოდ მოგვარდეს და ისე რომ 4 ადმაიანიდან 1 მა არ მიიღოს ნივთი ან არც მაგ 1 მა და 3 ადამიაის ნივთიც პრობლემაში მოხვდეს. ასე რომ 4 ადამიანია ვინც "ძვირიან" ნივთს ელოდება და მიიღებენ კიდეც.
კიდევ ერთხელ ვამბობ : ხალხი ჩემ ადგილას ჩაბარგდებოდა და გადაიკარგებოდა, ან ვაფშე ფეხებზე დაიკიდებდა ყველას და ყველაფერს , არა ერთი მოქცეულა ეგრე და არა ერთი მოიქცევა კიდევ მომავალში, განსხვაებით ჩემგან და 15 წლის ბავშები არ ხართ არ ვარ არც მე და ის უნდა გაიაზროთ როდესაც 'სერიოზული პრობლემა" იქმნება, რაღაცეები ისე მარტივად არ გვარდება როგორც ჩვეულებრივი რიგითი პრობლემის დროს,
ამიტომ ყოველმა შემკვეთმა მიიღო გაწერილი სიტუაცია ინდივიდუალურად,
ის 4 ადამიანი თუ აქ არის არ ვიცი 2 კი ვიცი რომ აქ არის, მათზე პრობლემა არ არის და რომ ყოფილიყო ან რომ იყოს მიიღებდა ინფორმაციას
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კარგად წაიკითხეთ სრულად პოსტი და ეს არის მე2 პოსტი რასაც ვწერ და იქნება მე3 პოსტი კიდევ.
15 წლის ბავშვებივით ნუ უქცევით და "სათამაშო გამიტყდა და მინდაააა" ეგრე არ ხდება და ეგრე არც ვუდგები მე, ამ პრობლემით ჩემ გარდა ვისაც 8 წლის საქმე გაუფუჭდა არავინ იზარალებს მატერიალურად, ყველა მიიღებს თავის კუთვნილ თანხას გაწერილ პერიოდში
აქ ხალხი საჭორაოდ შემოდის და სხვისი უბედურება საჭორაო თემად აქვს აგდებული და სანამ თითებს გაახურებთ მაგაზე იფიქრეთ
This post has been edited by
Starblind
on 11 Mar 2024, 07:05
--------------------
საუკეთესო სურბილებით/Best Regards
---------------------------------------------------
Youtube : Mars Tech - YouTube
E Mail : marstech.contact@gmail.com
Instagram : Mars Tech (@mars_tech888)
Twitter : MarsTech (@mars_tech888)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hunterchupa
Republic Of Gamers
ჯგუფი: Registered
Hunterchupa
Republic Of Gamers
ჯგუფი: Registered
წერილები: 1875
წევრი No.: 25407
რეგისტრ.: 8-November 06
#61077595
· 11 Mar 2024, 16:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც დამიწერია აქ ჩემი აზრი, არც ჩემი კონკურენტი ხარ და არც არაფერი დაგიშავებია ჩემთვის (რაც აქამდეც ავღნიშნე), მაგრამ ხალხია ვინც თვეობით წერს შენს თემაში და პასუხს არ სცემ. არაფერი 3 ვარაუდი არაა საჭირო და არავის დადანაშაულება არაა საჭირო. შენი პრობლემა თავადვე უნდა მორულო და ქაოსი არ უნდა შექმნა, თითოეულ მათგანს რომ საკადრისი პასუხი გასცე და თვეობით გაუგებრობაში არ ამყოფო მე პირადად აქ არაფერს დავწერდი. რადგან ეს ფორუმია და ყველა ადამიანი თავის აზრს აფიქსირებს, მაგიტომ გაუჩნდა ყველას ეგ აზრი, ისევე როგორც მე. ჭორაობა არაფერ შუაშია თუ ბიზნესი გაქვს გეცოდინება, რომ მომხმარებელი რომ არ იყოს არც ბიზნესი იქნება.
--------------------
____ LIVE LIKE THIS DAY IS LAST ____
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Beam
Newbie
ჯგუფი: Registered
Beam
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 0
წევრი No.: 272873
რეგისტრ.: 6-March 24
#61077648
· 11 Mar 2024, 16:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზოგადად მარტივად გვარდება ესეთი პრობლემა, მაგრამ როცა კონტაქტი არ გაქვს მყიდველთან და არ პასუხობ თვეები, მაგას არაფერი არ ამართლებს.
შეუთანხმდი მომხმარებელს? დაარღვიე პირობა? ან დგები და ურიცხავ, ან საქმის კურსში აყენებ. ის, რომ პრობლემები მაქვს და როგორ ვერ მელოდებით 1-2 თვე, არის სისულელე.
როცა ნივთს იწერდნენ, მაშინ ხო არ იყო კომუნიკაციის პრობლემა, მარა ოქეი. თითქოს არ იყოს უამრავი საშუალება, რომ დაეკონტაკტო მყიდველს და აუხსნა, ესეთი პრობლემა მაქვს და რომ გირეკავს, არ აიგნორო 3 თვე. ტელეგრამზე ხალხი საოცრებებს ყიდის და ვიდეო ბარათებს არ დაიწყებენ დევნას, პლიუს არსებობს encrypted ჩატები, ინტერნეტთან გაქვს შეხება და არ უნდა გიჭირდეს კონტაქტი.
რაც შეეხება იმას, ვინ ჭორაობს და ვინ არა, მაგას მივხედავთ ჩვენ, მე პირადად ჩემი მეგობრის გამო ვწერ, გწერს ადამიანი ფულის დაბრუნებაზე საუკუნეა და პასუხსაც არ სცემ.
ჩემი რჩევა იქნება, ამ ტექსტების გაფერადებას და იმაში დროის ხარჯვას, წითლად დაწერო თუ მწვანედ, აიღე ტელეფონი და უპასუხე ვინც გირეკავს, ვინც ფულს გთხოვს, დაუბრუნე.
ერთადერთი მხარე ართულებს ამ ყველაფერს და ეგეც შენ ხარ, არ მგონია რომელიმეს დაედო შეთანხმება, პრობლემა თუ გექნება ამანათზე, 1 წელი დაგელოდებითო.
ყველას წარმატებას გისურვებთ მოკლედ, არავის უხარია სხვისი ცუდი. უბრალოდ ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს და დებილად არ უნდა ჩაათვლევინო თავი ვინმეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Fatal1ty
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Fatal1ty
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1287
წევრი No.: 170207
რეგისტრ.: 11-July 13
#61077672
· 11 Mar 2024, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა გინდა რო უპასუხო
საკუთარი თავის გარდა ყველა და ყველაფერი დაადანაშაულა ამ სიტუაციაში.
კლიენტი მოდის გითანხმდება და ფულს გაძლევს უშუალოდ შენ ! არა ამაზონს ან რომელიმე ფორუმელს ვისც ხელებს აწმენდ რომ თურმე ყველას ბრალია შენი ბიზნესი რომ ჩავარდა
თითქოს შენ არაფერი ხეირი არ გაქვს ამ საქმიდან და უანგაროდ ყველას ყველაფერს ურიგებდი.
რა იყავი და როგორ იყო წლების წინ ეგეც ვიცი მაგრამ აი ეხლა ამ სიტუაციაში 1000%-ით მტყუანი ხარ და 15 წლის ბავშვივით თავად რომ არ იქცეოდე ღირსეულად აღიარებდი შენს დანაშაულს მაგრამ იქეთ იერიშზე გადადიხარ
--------------------
My first rule: I don't believe anything the government tells me.
- George Carlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80511
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#61077676
· 11 Mar 2024, 16:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყველა იაზრებდა იმედია რომ სამუდამოდ არაფერი არ არის და რაღაც დონეზე შეიძლება თემას პრობლემა შექმნოდა
ეს ყველაზე მნიშნველოვანი ფრაზაა მაგ უზარმაზარი პოსტიდან
მეტ კომენტარს არ გავაკეთებ
--------------------
LV2RG
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SainT
Fuck Russia
ჯგუფი: Moderators
SainT
Fuck Russia
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11074
წევრი No.: 67573
რეგისტრ.: 16-July 08
#61077712
· 11 Mar 2024, 16:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Starblind
არავის არავისი არ შურს ძალიან ზედმეტები მოგდის და ამ ფორუმზე ეს თემა როცა მოგვარდება ყველაფერი დაიხურება ხალხის თხოვნით. მეც ჩამომქონდა და დღემდე მადლობას მიხდიან რა გზით და როგორ არავის ადარდებდა სანამ საქმე კეთდებოდა. ჭორიკნებს და ბავშვებს რომ ეძახი კლიენტებს ალბათ თავზე დიდი წარმოდგენა გაგიჩნდა ამ ბოლო დროს. 3-4 თვე რატომ უნდა გელოდოს ვიღაცა უპასუხოდ? რა ოქტომბერზე ლაპარაკობ პირადად დაგისახელებ მარტო ჩემს გარემოცვაში 3 ადამიანს ვისაც ალოდინე თვეები და თვეები და უარესი ნაწილი მიეცი და 20$ მიუგდე ვითომ კომპენსაციის. ზოგი კიდე ტყუილად გელოდა და ფული მიეცი პროსტა თვეების მერე. მაგ ნაწერების გაფერადებას და აქ ხალხთან კაჩაობას ჯობია დაუბრუნო ყველას ფული. შენი ესეთი აგდებული და ამაზრზენი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგიტანს დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. არავის არ აინტერესებს როგორ ჩამოგაქ თუ გინდა სულ 0 გიჯდებოდეს ხალხს თავისი თუარ მისდის მიეცი ფული უკან და 8 და 10 თვე ნუ ალოდინებ. ისე ნუ კერავ თითქოს რამდენიმე თვეა პრობლემა გაქვს. შენ ეტყობა არ გესმის რას ნიშნავს ბოლო ფულს რომ გაძლევს ტიპი და თვეები გელოდება და ბოლოს ჰაერში რჩება. რომ გვამადლი სხვა გადააგდებდა და ფეხებზე დაიკიდებდაო, დაიკიდებდა და წავიდოდა ციხეში ვინ რას შეგარჩენს დღეს? შენ ეტყობა წესიერად არ გესმის კლიენტ=მაღაზიის ურთიერთობა რას ნიშნავს. ვიღაც ერთეულ და ვიპ კლიენტებთან თუ გაქვს შეხება და პასუხობ აქ ჩვეულებრივ ხალხთან ვისაც 500$ ზე ნაკლები აქ გამოწერილი რა უნდა ქნან? ზედმეტები ხოარ მოგდის შემთხვევით იუზერებთან? შენი 20% არავის ჭირდება და არც დამადლებები ტიპები თვეობით გელოდებიან და გიჟებს გვანან. ეს ზღაპრები კიდე რა არი სავარაუდო და რა არა არავის აინტერესებს როგორც როცა მე ჩამომქონდა არავის აინტერესებდა. მაინც და მაინც უნდა გადაიკიდო ვინმე ისე ცუდად რომ სერიოზული პრობლემები შეგიქმნას მაგ ჭრელა ჭრულა ტექსტებით? ჯერ წასაკითხად არის კატასტროფა. ყველაფერი როცა მოგვარდება ამ ფორუმზე ეს თემა აღარ იქნება. სადაც გინდა და როგორც გინდა გახსენი. ჩვეულებრივი სქამია რასაც აკეთებ დღეს და არაერთი რეპორტის და მოთხოვნის მიუხედავად ჯერ არ ვხურავ რადგან ბევრია დაზარალებული. შენ თუ თვლი რომ 1 წლის მერე ჩამოუტან ვინმეს რამეს და 4070 ის მაგივრად 4070 ტი მისცემ და ბედნიერი უნდა იყოს ძალიან ძალიან ცდები. ძალიან აგდებული დამოკიდებულება გაქვს და ვინ ხარ ესე რო ელაპარაკები აქ ხალხს? ვის რა შურს ცოტა აზრზე მოდი და გაუსწორე პრობლემას თვალი. საერთოდ არაფერი გამომიწერია შენგან თუმცა ჩემმა მეგობრებმა გამოიწერეს და როგორც აკეთებ საქმეს ყველამ იცის უკვე. ადრე ვის რა გაუკეთე არავის ანაღვლებს დღევანდელი დღეა მთავარი და დღეს რა პრობლემებიც არის. ისე წერ თითქოს უნდა გაგითვალისწინონ. არაა მასე.
This post has been edited by
SainT
on 11 Mar 2024, 16:57
--------------------
In the land of the blind, the one-eyed man is king.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DOG
Newbie
ჯგუფი: Registered
DOG
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 272209
რეგისტრ.: 24-December 23
#61077719
· 11 Mar 2024, 16:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Starblind
ამხელა პოემაში ერთი ისიც გეხსენებინა, ვინ როდის მიიღებს ნივთს ან თანხას რამდენი წლის მერე დაუბრუნებ მოთხოვნის მერე?
აქ ხალხს ის კი არ აინტერესებს ვის რითი ეცი პატივი 3 წლის წინ, ან შენი პირადი პრობლემები.
ზოგმა პირველად შეგიკვეთა ნივთი, 5 თვეა ვერ გიკავშირდებიან, არც შენ გასულხარ კონკტაქტზე და რა უნდა იფიქრონ ამ დროს, გიორგა ჯიგარი ადრე ვიღაცეებს i7-ების ნაცვლად i9-ები ჩამოუტანა და მე თუ გადამაგდო დიდი ამბავიო?
ამ პოსტში ფაქტიურად შენთვითონ აღიარე რო პირამიდაა და ბოლოს ვიღაცეები დაზარალდებიან, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე.
This post has been edited by
DOG
on 11 Mar 2024, 16:58
--------------------
every dog has his day
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SainT
Fuck Russia
ჯგუფი: Moderators
SainT
Fuck Russia
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11074
წევრი No.: 67573
რეგისტრ.: 16-July 08
#61077736
· 11 Mar 2024, 16:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
DOG
გაგებით მოვეკიდოთ "პრობლემები" შეექმნა და აქ ჭორაობას და მისი სახელის გაფუჭებას ჯობია ვაქოთ და ვადიდოთ 7 წლის წინ ვიღაცას რომ "უჯიგრა".
:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DOG
Newbie
ჯგუფი: Registered
DOG
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 272209
რეგისტრ.: 24-December 23
#61077756
· 11 Mar 2024, 17:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
SainT
ისიც ვერ დაწერა რა "ლოკალურ" პრობლემებზეა საუბარი. ავად ყველა ვხდებით და კორონაც ყველამ გადავიტანეთ მარა პასუხისმგებლობები ფეხებზე არავის დაგვიკიდებია
Starblind
ნივთის ჩამოსვლის დროს 4 - 5 კვირას + სავალდებულო 10 დღეს რო იძახი, თუ საქმე ტრაკისკენ მიდის ზუსდად მე-11-ე დღეს შენთვითონ უნდა დაუკავშირდე კლიენტს, ბოდიშიც უნდა მოუხადო და თანხაც იმ წამსვე უნდა დაუბრუნო.
SMS-ებით კიდე საქმე არ კეთდება, დღეში 50 რეკლამა მოგვდის და სად ვეძებოთ ეხლა შენი 3 თვეში ერთხელ მოწერილი მესიჯი, იქაც რო არასოდეს არაფერი სასარგებლო და გასაგები არ წერია.
P.S.
მე მაინც მგონია რო სასამართლომდე მივა ეს საქმე...
This post has been edited by
DOG
on 11 Mar 2024, 17:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SainT
Fuck Russia
ჯგუფი: Moderators
SainT
Fuck Russia
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11074
წევრი No.: 67573
რეგისტრ.: 16-July 08
#61077761
· 11 Mar 2024, 17:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
DOG
ყველაზე უბედურებაა ამის ამხელა გონორი გამომწერების მიმართ. ალბათ პრობლემის სერიოზულობას ვერ აანალიზებს და აქეთ გვამადლის რომ სხვა დაიკიდებდა ფეხებზე და გაიქცეოდა
მე დიდი იმედი მაქვს რომ ყველა დაზარალებულს დაუბრუნდება თანხა. დანარჩენი კიდე რა დამოკიდებულებაც აქვს აგერ კარგად ჩანს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DOG
Newbie
ჯგუფი: Registered
DOG
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 272209
რეგისტრ.: 24-December 23
#61077769
· 11 Mar 2024, 17:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
SainT
ხო ეგ ცალკე პრობლემაა და მგონია რო მაქედან მოდის ეს "პოხუიზმიც" მაგის მხრიდან.
კაცი ყოველ დღე youtube-ზე სტრიმავს რაღაც თამაშებს ამ მომენტში ალბათ 20 კაცი ურეკავს რო გაიგოს რა ბედი ეწია მის ნივთს ან ფულს და ამას კიდია.
ფაქტია რო ეს მაგის ბიზნესის ბოლო გაფართხალებაა და ისიც უნდა იცოდეს რო არავინ არაფერს შეარჩენს. მაგისთვის არსებობს სასამართლო და თაღლითობაზე რა სასჯელია ეგეც ეცოდინება.
როცა ყველა თავისას მიიღებს ეს პოსტი უნდა წაიშალოს და აიპინოს ახალი პოსტი რო მსგავსი გაურკვეველი მაქინაციებით ხალხი აღარ დაზარალდეს.
This post has been edited by
DOG
on 11 Mar 2024, 17:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Delta-Pi
Newbie
ჯგუფი: Registered
Delta-Pi
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 253408
რეგისტრ.: 25-October 19
#61077801
· 11 Mar 2024, 17:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"უპრობლემო", თემის MVP იწყებს საუბარს...
სასაცილოა და სრული აფსურდი მთელი ეს პოსტი, რა ქაოსზეც ეს კაცი აქ საუბრობს. ზუსტად ასე ქაოსურად აღწერდა თავის პრობლემებს ყოველი თვის ბოლოს, შემდეგ კი კვირის ბოლოს...
პირადად არც მე მქონდა მასთან არანაირი პრობლემა აქამდე. პირიქით ძალიან დადებითი და კარგი ურთიერთობა მქონდა, დიდი ხანია ვიცნობ და აქედან გამომდინარე ბოლომდე ვიჯერებდი ბევრ "სისულელეს" და შევდიოდი მის მდგომარეობაში ("იცი ყველაფერი ხდებას ლოგიკით"), მაგრამ ახლა ყველაფერი არის 2×2 როცა პირადად ვხედავ ბიჭი თურმე რა კაცია და როგორ აგვარებს "პრობლემებს"!...
და ახლა ამ წამს იცით კიდევ რა არის გასაბრაზებელი? კიდევ რომ იმეორებს რომ არაფერი პრობლემა არ მაქვს თურმე... უბრალოდ ერთი "პატარა 1 დღიანი ხარვეზი" რომელიც 1 თვეა "აქ მყოფ ლეპტოპს" აფერხებს ჩემამდე მოღწევაში ამას დართული უპასუხო ესემესები და აუღებელი ზარები და კიდევ უფრო უარესი გაფუჭებული საქმე ( რომლებიც არამარტო ფინანსურია) და გაუთავებელი ტყუილები...
ასე მგონია "კლიენტები" აქ ვართ და გაფუჭებულ ტელეფონს ვთამაშობთ ერთმანეთში.
როგორ შეიძლება ხალხო ეს მომაკვდავი ხალხი აქ 500$ და 2000$ ზე როგორ ლაპარაკობთ კაცი აქ 10კ და 50კ$ ეთამაშება...
ფულის დაკარგვაო, ჰაჰაჰა იმენა! ფულის დაკარგვაა აბა რა ჩემი ფეხებია უპროცენტოდ განუსაზღვრელი დროით გასესხებული თანხები?!
ორი კვირა შესრულდება ფულის დაბრუნება რაც ვახსენე. მეთქი ნივთს თუ ვერ მაძლევ გადმორიცხე უკან თქო და პასუხი არ დაუბრუნებია დღემდე...
დღეს მწერს (თურმე წინა კვირაში მოუწერია), ჩემი ანგარიში არ ცოდნია და დადასტურება ნდომებია(სრული აფსურდი რათქმაუნდა)
ცვეტში კლოუნი, რაც ამის გაფორმებებს დრო ახარჯა ორი სიტყვით აეხსნა ხალხზე თავის დროს უაზრო დაპირებებს...
და გიორგი აქვე გწერ და ვიმეორებ, ვიცი რო კითხულობ! ნახე ესემესები, "დადასტურებული" ანგარიშებია მოწერილი. კვირის ბოლოს რო არ მომწერო არ მომსვლია არაფერიო მერე!
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
კომპიუტერული ნაწილები
|
იქით
»
Pages:
(84)
« პირველი
...
67
68
[69]
70
71
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0577 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.