მოკლედ დავწერ ჩემ ისტორიას
2023 წლის ზაფხულში გავყიდე ჩემი კამერა რომლითაც რაღაც პატარა შემოსავალი მქონდა, ახალი კამერის ყიდვა მინდოდა.
13 ივლისს ამას ჩავურიცხე 1400$, Pre-Order-ი უნდა გაეკეთებინა ამ კამერაზე:
Sony A6700 რომელიც 8 აგვისტოს უნდა მისულიყო ამერიკის საწყობში.
ჩემი ახლობლის შემთხვევაში ასეც მოხდა, თავისით გამოიწერა, ზუსტად 8 აგვისტოს მივიდა ამერიკის საწყობში და 10 დღეში უკვე თბილისში იყო.
ვიფიქრე ჯანდაბას დავზოგავ განბაჟების 800 ლარს (ამ ვითომ დაზოგილი თანხით კამერის ლინზა ვიყიდე მეორე დღესვე) და დაველოდები 4-5 კვირა როგორც ამის პირობებში ეწერა. წესით ეს ნივთი მე უნდა მიმეღო სექტემბრის ბოლოს - მაქსიმუმ ოქტომბრის დასაწყისში.
ტყუილი #1:
თანხის ჩარიცხვისთანავე ვუთხარი ინვოისი ან ორდერის სქრინი ჩამიგდე თქო და ეს მეუბნება ვერა, ჩემი ინფორმაცია წერია და არ მინდა რო გაბაზრდესო, ნუ კაი ჯანდაბას რაც არი არი მეთქი. (ამან ისე იყიდა ეს კამერა როგორც მე იახტა მონაკოში)
მორიგი ტყუილების კორიანტელი:
მოკლედ დროდადრო ვურეკავდი, თვეში ერთხელ თუ პასუხობდა ზარს მეუბნებოდა რო ხან კორონა ქონდა, ხან სოფელში იყო, ხან თურქეთში გაიჭედა ტვირთი, სამჯერ სხვადასხვა დროს მითხრა ამ კვირაში უეჭველი ჩამოვა და მოგცემო, მარა ჩემი *** კი გაიდა 9 თვე...
შემდეგი ტყუილი:
29 იანვარს ჩემი ახლობელი მირეკავს ვნახე ეგ ტიპიო და შენი ამბავი შევახსენეო, ტელეფონი დადებული არ მქონდა, მირეკავს ეს (ალბათ დაიზმენდა ხუივოზნაეტ) და მეუბნება შენი კამრა 99% სახლში მაქვსო, რაღაც სონის კამერაა და წესით ეგ უნდა იყოსო. ვაა მეთქი როგორც იქნა დაადგა საშველი, მოვალ სადაც არ უნდა იყო და გამოგართმევ მეთქი, სახლში არ ვარო, რო მიხვალ უეჭველი ფოტო გადაუღე და ჩამიგდე რო ნაღდად ვიცოდე რო ჩემი კამერაა თქო და კაიო. რა თქმა უნდა არაფერი არ ჩაუგდია და ისევ გაშპა ერთი თვით, თან ამასობაში იუტუბზე ყოველ დღე სტრიმავს თამაშებს.

მარტის დასაწყისში თანხა დამჭირდა ვალის გამო, თან უკვე დავრწმუნდი რო არანაირი კამერა არ არსებობდა.
8 მარტს მივწერე თანხის დაბრუნებაზე, ისევ ერთ თვიანი ***ზე დაკიდების შემდეგ გუშინ ისევ შევახსენე რო ერთი თვე გავია უკვე რაც თანხის დაბრუნება მოვითხოვე და ტელეგრამზე მწერს...
ბოლო ტყუილი:
ვითომ რაღაც დიდი ტექსტი გაუგზავნა ყველას და მე დავავიწყდი და თურმე ყველაფერი რაც სახლში ქონდა კომფისკაცია გაუკეთეს და ჩემი კამერაც აახიეს, და თურმე მთვარი პრობლემა ისაა რო ამის 8 წლიან ბიზნესს გაედო და არა ის რო ხალხი აყირავა.
ველაპარაკე 3 დაზარალებულ ადამიანს და ყველასთან ანალოგიური სიტუაციაა უბრალოდ განსხვავებული ფორმის ტყუილებით. ისინი თითონ დადებენ თავის სქრინებს... საჩივრის შეტანას ყველა აპირებს.
ამას თუ გონია რო მე კიდე 3 თვე ვაპირებ ლოდინს .......
მაქსიმალურად ვეცადე რო კორექტულად და ცენზურის დაცვით დამეწერა ყველაფერი
