პლატინას და გოლდს შორის ენერგოეფექტურობის განსხვავება იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი როცა ასობით და ათასობით კომპი გაქვს (დატა ცენტრის სერვერები მაგალითად) იქ 1-2% ეფექტურობა ჯამში მნიშვნელოვანი დანაზოგია
საშინაო პირობებში კი ფაქტიურად უმნიშვნელოა, უბრალოდ იგულისხმება, რომ რაც უკეთესი 80+ რეიტინგი აქვს კვებას, უფრო ხარისხიანი კომპონენტებით არის აწყობილი (ანუ არა მარტო ეფექტურობა აქვს უკეთესი) მაგრამ ყოველთვის მასე არ არის, კომპანიები მაიმუნობემ რომ მიიღOნ 80+ რეიტინგი, რადგანაც ეფექტუბოა სტანდარტის მიხედვით მხოლოდ გარკვეულ წერტილებზე იზომება (მაგ. 10, 20, 50, 90 და 100% დატვირთვაზე) ისე აწყობენ კომპონენტებს, რომ ზუსტად ამ დატვირთვაზე ქონდეს 80+ რეიტინგი და შეიძლება მაგალითად 10% ქვემოთ და 50-90 შუალედში ძალიან დაბალი იყოს
ამიტომ ჯობია თითოეულ მოდელზე ნახო რევიუები და სანდო ბრენდები აარჩიო, ასევე PSU Tier List გადახედე:
https://cultists.network/140/psu-tier-list/P.S: ზგჯერ ისიც ხდება, რომ მატყუარა მწარმოებელი თავიდან კარგ პარტიას ამოუშვებს, კარგ რევიუებს აიღებს და შემდეგ ზუსტად იგივე მოდელის სახელით უშვებს დაბალხარისხიანი კომპონენტებით