პირქდად მქონდა 808, 1020, და ახლა 1520. ძმაკაცის 930იც მქონდა რამდენიმე დღე. კამერის მხრივ ყველა ტელეს 808 ჯობია, მაგრამ ჰარდია ძველი და სისტემა მკვდარი. 1020 რაც შევატყვე ის იყო რომ ძველი პროცესორის გამო ბატარეა მალე ჯდებოდა ასე თუ ისე. ნუ სურათების გადაღება თუ გინდა მთელი დღე შეუჩერებლივ თავისი ქსენონით, მაშინ დამატებით camera grip უნდა გამოწერო რომელშიც ბატარეაა ჩაშენებული და ტელეც ძალიან კომფორტული ხდება. მქონდა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. თუ გინდა რომ ტელემ ორი დღე გაგიძლოს უპრობლემოდ მაშინ 1520 და 930 აიღე, გადაღებაში არ მოიკოჭლებს არცერთი, ნუ ღამე არის სხვაობა მაგრამ დღე ისე რა. აპლიკაციებს რაც შეეხება, იმაზე მეტი აპლიკაციაა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ სხვა სახელებით, მაგალითად instagram beta არის ოფიციალური მაგრამ მაგარ ვერსიას 6tag ჰქვია, და ასეა ბევრი სხვა პროგრამა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ instagram beta არ ვარგა. ყველა აპლიკაციაა არია უკვე კარგა ხანია რაც მართლა აუცილებელია, ნუ ახლა ჭ კლასის აპლიკაციით რომ არ არის გადატვირთული მარკეტი ბოდიშით და ჩემი აზრით არც არის საჭირო, რა იცი რომელი დეველოპერი რას შემოგაპარებს. სულ მალე windows 10 გამოვა რომელზეც უკვე დაანონსეს android და ios კომპილერი. ამით ანდროიდის კოდი პირდაპირ wp კოდში გადადის, ანუ უპრობლემოდ ხდება პორტირება აპლიკაციების. Candy crush მასე გადმოიღეს iosიდან. ოპტიმიზაციას რაც შეეხება, დღესდღეობით ყველაზე ოპტიმიზირებული სისტემაა, ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ყველაზე იაფიანი ტელედან ყველაზე ძვირიან ტელემდე დამთავრებული ერთნაირი სისწრაფით მუშაობს სისტემა

)) თუ კიდევ რამე კითხვა გაგიჩნდა მკითხე

)) მხოლოდ კამერის მხრივ მე 808 გირჩევდი, ანუ თუ მხოლოდ დამირეკე, sms, ცოტა ინტერნეტი (არ ვიცი ახლა რა მდგომარეობაა) და კამერა გინდა