2014 წელს ჩამოვიყვანე ტურბინიანი B4, რომელსაც 150 ათასამდე ჰქონდა გარბენი და დღესაც ეგ მყავს 200+ ათასი გარბენით
ამ 5 წლის განმავლობაში ვცვლი მხოლოდ ზეთს (საშუალოს 9-10 ათასზე), კალოდკებს, ფილტრებს და ასეთ ცვეთად ნაწილს. მხოლოდ ერთხელ შევცვალე ძრავის რემენი (50 ათასი რომ გავატარე ჩამოყვანის შემდეგ) და სვეჩები
მხოლოდ დინამომ და სტარტერმა აურია ამ 5 წლის მანძილზე და მომიწია შეცვლა (საერთო ჯამში 150 ლარიც არ დაჯდა ორივეს შეცვლა)... პერედოკში საერთოდ არ მიხლია ხელია არაფრისთვის
პ.ს 4 წელზე მეტია ბუნებრივ გაზზე ვამუშავებ და ქალაქში 30 ლარით 200+ კმ თავისუფლად გავდივარ (დამიდგეს ნებისმიერ პრიუსი ეკონომიურობაზე

)
ერთი სიტყვით, რისთვის გინდა და როგორ მოუვლი მანქანას მაგას გააჩნია. მე პირადად, საერთოდ არ მიყვარს არ გაზაობა და არც დრიფტაობა