ონლაინ ფოტოკონკურსი - ძველი თბილისის იდენტობა და სული15 მარტი – 15 ივნისი, 2010 წელი
ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალი და ICOMOS საქართველო იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს მიიღონ მონაწილეობა ონლაინ კონკურსში ,,ძველი თბილისის იდენტურობა და სული”, რომელიც გაიმართება 2010 წლის 15 მარტიდან – 15 ივნისის ჩათვლით.
კონკურსი არის ნაწილი პროექტისა ‘ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ,,ძველი თბილისის ინდივიდუალურობა და სული” (“Old Tbilisi Identity and Spirit”) დეტალები შეგიძლიათ იხილოთ www.facebook.com, აღნიშნული გვერდის მისამართზე -
http://www.facebook.com/home.php?#!/pa...46047303?ref=mf ) ან გვერდი Old Tbilisi Identity and Spirit
პროექტის, ‘ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ,,ძველი თბილისის იდენტურობა და სული” მიზანია კულტურათაშორის დიალოგის ხელშეწყობით, გამოცდილების გაზიარებითა და შესაძლებლობების განვითარებით აწმყოსა და მომავლის წარსულთან კავშირის საკითხი, რადგან საქართველო განვითარების თვალსაზრისით წინ მიიწევს. პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ. კონკურსის თემა არის ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრების მიერ აღქმული ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობა.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ექპერტებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს თუ როგორ განვითარდეს ძველი თბილისი მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის ხელყოფის გარეშე, მისი რეაბილიტაციის მეშვეობით და ურთიერთქმედებების ის პროცესი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა
მისი განუმეორებელი იდენტურობა და სული
გთხოვთ, ფოტოების, ნახატების, სკეტჩებისა ან მედია-საშუალებების გამოყენებით გვიჩვენოთ რა არის თქვენთვის ძველი თბილისი.
კონკურისის მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ აუდიტორიას გამოავლინოს საკუთარი აღქმა და შეხედულება ძველი თბილისის იდენტურობის, სულისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფოტოსურათების, სკეტჩებისა და ნახატების საშუალებებით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას.
პრიზი – კამერა ყოველი 3 ნომინაციისათვის
საუკეთესო ფოტოსურათისთვის
საუკეთესო სკეტჩისთვის/ნახატისთვის
საუკეთესო ნამუშევრისთვის მედიის სხვა საშუალებებში
ორმოცი საუკეთესო ნამუშევარი გამოფენილი იქნება გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე.
გამარჯვებულთა ნამუშევრები განთავსებული იქნება პროექტისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში.
ნამუშევრების ატვირთის ბოლო ვადაა: 2010 წლის 15 ივნისი, 17:00 საათი.
ტექნიკური მოთხოვნები:
თქვენი სურათი განთავსებული იქნება გვერდის “Fan Photo Album”-ში.
ნამუშევრების მაქსიმუმი რაოდენობა: 3 ნამუშევარი
მინიმალური ზომა – 1 მეგაბაიტი
მაქსიმალური ზომა – 5 მეგაბაიტი
სურათების ფორმატი – jpeg
სახელწოდებები: სურათების, ნახატებისა და ესკიზების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიამატოთ სათაურის გასწვრივ ოც სიტყვამდე განმარტება ნამუშევარზე ასახული მასალის შესახებ.
წარმოდგენილი ნამუშევრების თარიღები: ნამუშევრები შესაძლოა შექმნილი იყოს კონკურსის დაწყების დღემდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
შენიშვნა #1: კოკურსზე წარმოდგენილი სურათები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბრიტანეთის საბჭოსა და პროექტის პარტნიორების მიერ პროექტისთვის ხელშეწყობის მიზნით;
შენიშვნა #2: შეურაცხმყოფელი და უხამსი შინაარსის მქონე ნამუშევარი არ განიხილება. ყოველი მსგავსი ნამუშევარი დისკვალიფიცირებული იქნება კონკურსიდან;
შენიშვნა #3: დაუშვებელია შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება სათაურებში. ყოველი მსგავსი ნამუშევარი დისკვალიფიცირებული იქნება კონკურსიდან;
შენიშვნა #4: ყოველი კონტაქტი თქვენთან მოხდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც თქვენს მიერ იქნება მოწოდებული დარეგისტრირებისას.
შენიშვნა #5: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების ატვირთვამდე უნდა წარმოადგინონ წერილობითი ნებართვა თექვსმეტ წლამდე ასაკის ადამიანების სურათების გამოყენების შემთხვევაში.
This post has been edited by British Council on 15 Apr 2010, 23:42