მინდვრის სადაფა მესტუმრა. ე.წ. “ჩინურ იასამანზე” - ბუდლეაზე მოკალათებული.

შროშანის ერთ-ერთი ტიპი - როუზლილი, ორმაგი და სამმაგი ფურცლებით.
დიდებული. სრულყოფილი. უზადო და უნაკლო. განსაცვიფრებელი.
ამ სურათს წლებია ვინახავ და ვიხსენებ, თუ რა სწრაფად წარმავალია სილამაზე. როცა ეს შროშანი გაიშალა ეზოში სრულყოფილად, სურათი რომ გადავიღე, იმავე საღამოს ისეთი სეტყვა იყო, რომ მოსპო ყვავილი იმავე დღეს.