ერთი რამე მაინტერესებს საქართველოს ბანკზე. ეტყობა ამ ბანკს ჩვევაში აქვს ჯერ რაღაცის "გაბაზრება" და მერე გაკეთება.
შეუძლია ბოლოს და ბოლოს ამ ბანკის რომელიმე თანამშრომელს მიპასუხოს ტელეფონით თქვენთან რისი გაკეთება შეიძლება. მოგიყვებით მარტივ ამბავს, რომელიც მე გადამხდა ამ ბანკში.
ზაფხულში გადავწყვიტე ამეღო პლასტიკური ბარათი, რადგან უახლოეს მომავალში მივდივარ შორეულ აშშ-ში. დავრეკე საქართველოს ბანკში და ვკითხე პირობები ამ პროდუქტზე. მითხრეს ფასი, ბარათის ტიპები და ა.შ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის მითხრეს, რომ შესაძლებელი ყოფილა ტელეფონით დარეკვა ბანკში და თანხის გადარიცხვა 3000 დოლარამდე (მოგვიანებით გაირკვა, რომ არა დოლარის არამედ 3000 ლარის, ოპერატორის შეცდომა). ძალიან გამეხარდა და ეგრევე მივედი ბარათის ასაღებად.
მივედი საქართველოს ბანკის აღმაშენებლის ფილიალში და ვუთხარი მინდა ბარათის აღება და სატელეფონო გადარიცხვების განხორციელება მეთქი. ოპერატორი ძალიან დაიბნა და ჩემი კითხვა გამიმეორა გაოგნებული სახით "რისი განხორციელება გინდათო???" მე წყნარად ვუპასუხე ტელეფონით დამჭირდება უცხოეთიდან სხვა ადამიანის ანგარიშზე გადარიცხვა მეთქი. თქვენს ქოლ ცენტრში დავრეკე 444 444-ზე და მითხრეს, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა. ოპერატორმა გადახედა თავის კოლეგებს. ყველას ერთნაირი გაოცება ჰქონდა სახეზე. ერთხმად მითხრეს ჯერ ჯერობით ტელეფონით ვერ გადარიცხავთ თანხებს. აბა რის გაკეთებას შევძლებ მეთქი? მხოლოდ ნაშთის გაგებასო. აბა ქოლ ცენტრში მომატყუეს მეთქი? არა, ალბათ შეეშალათო

მაინც მოვითხოვე კოდი სატელეფონო გადარიცხვებისთვის როგორც ქოლ ცენტრის ოპერატორმა მითხრა. ეს კოდი რომ მოვითხოვე არავინ არ იყო აზრზე რისი კოდი იყო. უბრალოდ იცოდნენ, რომ რაღაც კოდი არსებობდა (მათთვის ამოუცნობი და როგორც იქნა ვიღაც გამოჩნდა, ვინც მოითხოვა). რადგან კლიენტმა მოითხოვა ე.ი. უნდა მიეცათ, რას მაძლევდნენ გონზე არ იყვნენ
ერთ თვეში დამჭირდა ამ გადარიცხვის გაკეთება. დავრეკე 444 444-ზე და ვეუბნები (გადავამოწმე) ხომ შეიძლება ტელეფონით გადარიცხვა მეთქი. კიო მითხრეს. აბა ფილიალში რომ არა მითხრეს მეთქი. ალბათ შეეშალათო

მკითხეს ბარათის ნომერი, კოდი, მოკლედ ერთი ფეხის ზომა არ მკითხეს და ბოლოს რა მითხრეს იცით?! გადარიცხვას ვერ გაგიკეთებთ, თქვენი პირადობის მოწმობა დასკანერებული არ გვქონიაო. მე აღვშფოთდი. ეგ ჩემი პრობლემა არ არის მეთქი. რა ვქნათ საჭიროა.
ჩემი ახლობელი მუშაობს მანდ და გავატანე დაასკანირებინე მეთქი. დაასკანერეს. დავრეკე ისევ. ისევ მკითხეს ყველაფერი რისი კითხვაც შეეძლოთ. რამდენ ხანში დაჯდება მეთქი. ნახევარ საათშიო. მერე რომ გავიკითხე გამორიცხულია ნახევარ საათში დაჯდეს ბანკიდან ბანკში გადარიცხული თანხა, მინიმუმ 2 დღე ჭირდებაო (კვლავ ოპერატორის შეცდომა

).
გავიდა არა 2, არამედ 5 დღე და სად არის ჩემი თანხა?! ისევ საქართველოს ბანკში. ეტყობა ძალიან უჭირთ კლიენტის თანხებთან განშორება

დავრეკე. რატომ არ გადარიცხეთ მეთქი. პასუხი იყო ძალიან მაგარი - უკაცრავად, მაგრამ ტელეფონით გადარიცხვებს ჯერ ვერ ვაკეთებთ, სერვერის პრობლემა გვაქვს და თანხები ვერ ირიცხებაო.
მოკლედ მორალი ამ ისტორიის მარტივია. არანაირი სატელეფონო გადარიცხვების განხორციელება არ შეუძლია ამ ბანკს. ამბობენ ტყუილს. და რატომ ამბობენ არ მესმის??? შედეგად დაკარგავენ კლიენტებს, როგორც მე დამკარგეს. უეჭველი სხვა ბანკში გავხსნი ანგარიშს. არ მინდა მატყუარა ბანკთან ურთიერთობა. ამაში რომ მომატყუეს და დამაღალატეს, სხვა რამეშიც მომატყუებენ.
და კიდევ ერთი კეთილი რჩევა წასული კლიენტისგან. როცა რაღაცა ტყუილს ავრცელებთ ყველა თანამშრომელი მაინც გააფრთხილეთ, რომ ერთნაირად მოიტყუონ, თორემ ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს