ვითამაშე, ვერ გავუძელი.
მარტო ორ რაღაცაში შეგეკამათები და მერე ენთუზიაზმით დათანხმებას მივყოფ ხელს.
1. პირველი თამაშიდან თუ გახსოვს, აბნაქსუსი და საერთოდ ვენარები ყველა დროს ერთად აღიქვამენ, ხაზს არ მიყვებიან. ამიტომ აბნაქსუსი ძველ ეიპრილსაც და რეინკარნირებულსაც ერთდროულად ხედავს, ეგეთი აღქმა აქვს. მერე კიდევ მეორე ფაქტორიცაა, House of All Worlds ჩვენი სამყაროს, ანუ სადაც ძველი ეიპრილი ცხოვრობდა, იმ სამყაროს დროისგან თავისუფალი, საკუთარი დრო აქვს იმას. ანუ ეიპრილი და საგა ერთმანეთთან მიმართებაში წარსული და მომავალი ვერ იქნება. ვრცლად აქ:
http://tmblr.co/ZFem-m1xqL9xQ თეორია გადმოვანთხიე ცოტა ხნის წინ, RTG ასი წელი ეგეთს ვერაფერს მოიფიქრებს.
2. ზოიზე ეჭვი მქონდა წინა წიგნიდან. პრინციპში დიდი ფლოთ თვისთი არ იყო, თან ეგ მაგისი ახალ აღმოჩენილი ძალა არაა, მოსალოდნელი იყო.
ეხლა დანარჩენი...
Witcher არც ერთი არ მითამაშია ჯერ და შედარებას ვერ გავაკეთებ. ორიგინალურობას სულ უფრო და უფრო რომ კარგავენ, ეგ აშკარაა. ბაბა იაგა. ლონგესთ ჯორნის წერენ თუ უანს აფონ ე თაიმს? მესამე რაიხი. უუუუ სერიოზულობააა, გინებებიიიიი, სისხლებიიიიი.
სადაა პასუხები ძველ შეკითხვებზე? ერთი ეპიზოდიღა დარჩა და რა გავიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში? ვინაა The Prophet? ბრაიანია? რა ჭირს ბრაიანს? რა არის ანდრიმინგი? რა დაემართათ დრაიკ კინებს? თეთრ კინს ვინ დაესხა თავს? ბნელ ხალხში ერთი ეიპრილს რატომ ვერ ცნობდა? ვინ დგას Waticorp-ის უკან? თეთრი ლედი თეთრი კინია? რას ნიშნავდა ეიპრილის გადარჩენა და რითი გადაარჩინა ზოიმ? (მე კი მაქვს ზემოთ დალინკულ თეორიაში მაგაზე პასუხი, მაგრამ ეგ ჩემი თეორიაა და არ ითვლება, რტგ-ს არ უთქვამს) თუ არკადიაში მეცნიერული ტექნოლოგიები შეუძლებელი უნდა იყოს, აზადები როგორ აკეთებენ? ანუ ბალანსი დაირღვა? თუ ბალანსი დაირღვა, გორდონმა რატომ თქვა, არაფერი ჭირსო? ეიპრილი მოატყუა, თუ თვითონაც არ იცოდა? რა მიზეზით? და კიდევ რამდენი. ჩაფთერსში რაც დაამატეს ისინიც და ერთ ეპიზოდში როგორ აპირებენ მაგ ყველაფრის ჩატევას, ჩემამდე არ დადის. ერთი იმას ვფიქრობ, რომ არც აპირებენ, დატოვებენ შეკითხვებს ეგრე და მერე გვეტყვიან, ეგრე უფრო საინტერესოაო, აბა ყველაფერი რომ გვეთქვა, მერე რაზე დაიპუტავდით თმებსო? არადა 100%-ით დარწმუნებული ვარ, მაგათი ცხვრის ფარა მომდევნო ქიქსთართერზეც დააფინანსებს ამ იდიოტებს. ამაზე უკეთესი ფანფიკები მაქვს წაკითხული. : D
პერსონაჟები... კარგები გაუშვეს, ცუდები შემოიყვანეს, ვინც დატოვეს, გააფუჭეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ მინდოდა, ქროუ ვიღაცას დაეკლა. ძალიან გადაამლაშეს მაგისი კომიკურობა, უკვე ზედმეტი იყო. საია წინა თამაშში ძალაუფლების მქონე ქალი იყო, და ეტყობოდა, გრაცია და თავდაჭერა ქონდა, ეხლა ლაწირაკი ისტერიჩკასავით იქცევა. ენუ... თავიდან საყვარელი ტიპი ჩანდა, მაგრამ სულ ეგ არის, ერთ განზომილებიანი უინტერესო პერსონაჟი და ძალიან უსარგებლო. საერთოდ რისთვის დაარბენინებდნენ ამ მისიებზე? რამე შეეძლო? კიანი გავიგეთ, ასასინია, აზადებს ყველაზე კარგად იცნობს. ლიხო დიდი ხანია, მაგათი წევრია და გამოცდილი მეომარია. ამას რა სარგებლობა მოჰქონდა? "უი ლა თაკალელია" უნდა გვეძახა დავალებების შესრულების დროს? საერთოდ არც ერთი აჯანყებულის ბედი არ მენაღვლება, ლიხოს გარდა არავინ შემცოდებია, ისიც იმიტომ, რომ მგონი ერთადერთი პესონაჟია მთელ თამაშში, რომელსაც გულწრფელად აწუხებს ეიპრილის დაღუპვა. ყვავმაც კი ხუთ წუთში დაიკიდა. არადა საწყალი გოგო წინა თამაშში ამბობდა, საუკეთესო მეგობარია, რომელიც როდისმე მყოლიაო. რა მაგრად ეშლებოდა.
კიანი... ვაიმეეე, ვაიმეეე. ე.ი. ტორნკვისტის ლოგიკა ჩემი გადმოსახედიდან: "ეეეე, არავის არ უყვარს კიანი, რა პონტია? როგორ შევაყვარო ხალხს? ეიპრილი როგორ შევაყვარე? სასაცილო კომენტარები ქონდა ხოლმე. მოდი კიანმაც გააკეთოს ეგეთი კომენტარები რენდომად. რომ არ ეყოს? აააააა, ვიცი! ჰომოსექსუალი იყოს და მერე ვინც გააკრიტიკებს, ჰომოფობი დავუძახოთ!"

ახალი გამხმოვანებელი საერთოდ მკლავს, ტიპი სტოლბაა.
ხო, ჰიტლერის დამქაშებს მივუბრუნდეთ ეხლა. რა იყო ეს? რომ არ მცოდნოდა, ვერ მივხვდებოდი, რომ ეგ ხალხი საერთოდ სხვა სამყაროდან იყო. აი რატომ? რატოოომ? წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა მინუსებში წაუვიდათ უკვე. მანიაკი ექთანი ხომ საერთოდ არამიწიერი მოვლენა იყო. საერთოდ ეს აზადების საქმე ჩააფლავეს.
ზოგადად რამდენი შეუთავსებლობაა უკვე წინა თამაშებთან. შიფტი, რომელიც შიფტი არაა, ალქიმიკოსი, რომელიც ალქიმიის გარდა მაგიას არ ცნობს, უცებ wizard, warlock, sorcerer, გახდა. არადა მაგათ შორის განსხვავებებია, მაგიის სხვადასხვა საფეხურებს მიეკუთვნება. როპერ კლაქსი ზოისთან ცოფიანი ძაღლივით რომ იღრინებოდა ეიპრილზე, დრიმფოლში პირისპირ შეეფეთა ეიპრილს და წარბი არ შეუხრია, აქ ყოველ მეორე სიტყვაზე კონტროლს კარგავდა. დაბერდა ტორნკვისტი და სკლეროზი დაეწყო?
მოკლეეეეეეედ... არ ვიცი რა.