გუშინ ერთი ორი საათი ვითამაშე. ნუ ნორმალურია ჯერ-ჯერობით, ძალიან ლამაზი და პირველ რიზენზე ალბათ მინიმუმ 5-ჯერ დიდი სამყაროა. სწორედ ვიზუალია ჩემი აზრით ამ თამაშის ყველაზე ძლიერი მხარე (ჯერ-ჯერობით მაინც). კომბატმა, ატმოსფერომ და საერთოდ გეიმფლეიმ ჯერ-ჯერობით დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ვერ მოახდინა.
პერსონაჟის განვითარების "ხე" მეტნაკლებად საინტერესოა და რიზენთან შედარებით უფრო მრავალფეროვანიცაა. კვესტები და სთორი ჯერ-ჯერობით დიდი ვერაფერი (თუმცა სულ დასაწყისში ვარ და სთორიზე მსჯელობა ცოტა არ იყოს ნაადრევია).
როგორც ჩანს გილდიები/ფრაქციები ამ თამაშში საერთოდ არ არის (ასეა თუ ისე ძირითადი სთორის მიხედვით გვინდა თუ არ გვინდა მეკობრეები უნდა გავხდეთ - ანუ ამ მხრივ არჩევანი არ არსებობს როგორც ჩანს), - ეს კი ამ სტილის თამაშს მაგრად აღარიბებს ჩემი აზრით.
კომბატი ისეთი საშინელი და საზიზღარი ნამდვილად არაა როგორც სხვადასხვა რევიუებში წერენ. ამ პისტოლეტების და ვინჩესტერების "დანერგვამ" გარკვეული ხალისი შესძინა თამაშს. ცეცხლსასროლი იარაღის სქილების განვითარებასაც თავისებული მუღამი აქვს, პისტოლეტის გამოყენება თავიდან მხოლოდ 20 წამში ერთხელ შეიძლება (cooldown პერიოდი ამ სქილების განვითარებასთან ერთად შემცირდება ხოლო ცეცხლსასროლი იარაღების საერთო ეფექტურობა გაიზრდება).
ნუ მოკლედ შედევრი ნამდვილად არაა, თუმცა ცუდი თამაშიც არ უნდა იყოს, უბრალოდ მეტი მოლოდინი მქონდა და ჯერ-ჯერობით თითქოს ვერ მიმართლებს იმედებს