Faunმოკლედ რომ მოგიყვე, რამდენიმე ერის წინ, ოყო ერთი ნორდი სახელად ტალოსი, რომელსაც სამხრეთში ტაიბერ სეპტიმი დაარქვეს. ტალოსი იყო თან დრაგონბორნი.
ხოდა, ამ ტალოსმა შეკრიბა არმია და მთელი ტამრიელი (კონტინენტი) დაიპყრო და გააერთიანა. შესაბამისად საფუძველი ჩაუყარა სეპტიმების დინასტიას. ტალოსის სიკვდილის შემდეგ, ლეგენდის თანახმად ის "გასხივოსნდა" და 8 ღმერთს შეუერთდა აეთერიუსში, და Eight Divines გახდა Nine Divines.
სკაირიმის მოვლენებიდან 30 წლის წინ იყო დიდი ომი. ალტმერების, ანუ ჰაი ელფების დაჯგუფება თალმორმა მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება, და დაიწყო ვალნვუდის (ბოსმერების ანუ ტყის ელფების ტერიტორიის შეერთება) და ასევე ელსევირი (კაჯიტების, კატების ტერიტორია). შემდეგ გაუშეს ელჩი იმ დროინდელ იმპერატორ ტაიტუს მიდ მეორესთან, და ულტიმატუმი წაუყენეს, რომელიც იყო შეურაცმყოფელი. იმპერიას უნდა გადაეცა ალდემერებისთვის ჰამერფელის პროვინცია, ანუ რედგარდების ტერიტორია, დიდი ფული და უნდა აეკრძალა ტალოსის თაყვანისცემა. ტალოსის იმიტომ, რომ რასისტი ელფებისთვის მიუღებელია ადამიანის თაყვანისცემა. ეს ჰაი ელფები არიან ძალიან ამპარტავანი, რასისტი და ნაბიჭვარი სასტავი რა... ადრე ორკები, არგონიანები და კაჯიტები მონებად ყავდათ, ისევე როგორც ადამიანები.
ნუ მოკლედ იმპერატორმა უარი უთხრა და დაიწყო ომი. ომში იმპერიამ მაგრად ჩაიჯვა. იმპერიის დედაქალაქი დაიკავეს ელფებმა, მაგრამ სკაირიმიდან და ჰამერფელიდან გამოწვეულმა ლეგიონებმა მოახერხეს მისი დაბრუნება. ხელი მოეწერა White-Gold Concordat ს, რომელიც ითვალისწინებდა ყველა ულტიამტუმის პირობას. იმპერია მაგრად ჩაფლავდა.
ჰამერფელმა უარი განაცხადა რომ ასე გადაეცათ მათი ტერიტორია და ბოლომდე იბრძოლა. რედგარდება მოახერხეს ელფების მარტო დამარცხება და განდევნეს. ჰამერფელი გამოეყო იმპერიას, რადგან იმპერატორმა დააღალატა.
სკაირიმში, ულფრიკ სტორმქლოუკი დაბრუნდა ომის შემდეგ და გახდა ვინდჰელმის იარლი. მან შეკრიბა თავისი ძალები და ფორსვორნებისგან (ადგილობრივი ტომი) გაათავისუფლა მარკართი. მარკართის იარლმა მადლობის ნიშნად ტალოსის თაყვანისცემა აღადგინა. ამაზე თალმორმა გაიგო და ულფრიკი დააპატიმრეს და გამოკეტეს... აწამეს... მერე გამოუშვეს.
ულფრიკმა აჯანყება დაიწყო ჩასვრილი იმპერიის წინააღმდეგ და კაკრაზ მანდ ხარ ახლა რაც ხდება სამოქალაქო ომის მხრივ.
ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები.... გაერთიანებული იმპერია უკეთესია ელფებთან საბრძოლველად, ვიდრე დაქუცმაცებული. მაგრამ იმპერია რომელიც ასე მიატოვებს თავის ხალხს და ჩაისვრის დაკარგულიად ითვლება. ნორდების თვალში იმპერია მუხლს უდრეკს ელფებს... და ნორდები ამას არ აპირებენ.
ნუ... გააჩნია შენ რა მხარეს დაიჭერ, შენი ბუნებიდან გამომდინარე რა... მე სტორმკლოუკებს მივემხრე.
თუ დეტალები გაინტერესებს, მითხარი და ვრცლად მოვყვები
Glory in battle... Honor in life.