დღეს მოვრჩი როგორც იქნა.
სამწუხაროდ საბოლოო შთაბეჭდილებები ისეთი დადებითი აღარ მაქვს როგორც თავდაპირველად მქონდა

)
იმის მიუხედავად, რომ დეველოპერებმა მართლა სცადეს ორიგინალური სამყარო შეექმნათ და მეტნაკლებად ღრმა როლური თამაში გაეკეთებიათ, მაინც ძალიან ბევრი მინუსი აქვს ამ პროდუქტს იმისთვის, რომ კარგი ეწოდოს.
პრინციპში ერთადერთი პლიუსი რაც Greedfall-ს შეიძლება ადამიანმა დაუსვას ეს სწორედ დეველოპერების აშკარა მონდომებაა, მაგრამ როგორც ჩანს ფინანსების და ნიჭის ნაკლებობამ მათ ვერ მისცა იმ შედეგის მიღწევის საშუალება რომლის მიღწევაც მათ სურდათ.
მოკლედ რომ ვთქვა ეს არის Dragon Age: Origins-ის საკმაოდ უხარისხო კლონი.
გრაფიკა და ლეველ დიზაინი არის საშუალო და საშუალოზე დაბალი. კი ვამბობთ, რომ გრაფიკას ნაკლები მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ნუ აქ მაინც ძალიან მოძველებულია ყველაფერი, ფერების პალიტრაც რაღაც ფერმკრთალი და მოღუშულია თითქოს (განსაკუთრებით ქალაქებში). სამყაროც საკმაოდ ერთფეროვანია, პრინციპში მარტო შემოდგომის ტყეა მთელი სამყარო, ქალაქები ძალიან უსიცოცხლო და "ცარიელია", მხოლოდ რამდენიმე შენობაშია შესვლა შესაძლებელია და თითქმის ყველა შენობის შიგთავსი ერთმანეთის იდენტურია (რაც მაგრა უშლის ხელს immersion-ს). იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე რეგიონი საკმაოდ დიდია, რეალურად მაინც სწორხაზოვანია ყველაფერი, ექსფლორეიშენი საკმაოდ ზედაპირულია, პრინციპში დიდი არაფერი საინტერესოს ან ღირებულის ნახვა არ შეგიძლია კაცს (ერთადერთი skill altar-ებია და ეგაა, loot-ის შეგროვებას აზრი არ აქვს - ძირითადად ერთი და იგივე ნაკლებად გამოსადეგარი ბარახლოა ყველგან).
გამყიდველების მიერ შემოთავაზებული ასორტიმეტნი საკმაოდ ღარიბია. იარაღების და აბჯარის არჩევანიც შეზღუდულია, თამაშის სადღაც შუაწელში უკვე საუკეთესო აბჯარი და იარაღი (ჩემს შემთხვევაში ჯადოსნური ბეჭედი) მქონდა, რაც როლურ თამაში მაგრად კლავს მუღამს.
განვითარების სისტემას პრინციპში არა აუშავდა, კარგი სქილებიც იყო და კარგი ატრიბუტები/ტალანტებიც, ამ მხრივ დიდი შენიშვნები არ მაქვს.
კომბატ სისტემა მაინც პრიმიტიული იყო და ბოლოსკენ უმარტივესი (ბოლო ბოსის გარდა, თუმცა უბრალოდ უფრო დიდხანს დამჭირდა მისი დაგდება ვიდრე სხვა ბოსების, თორე სიკვდილით არ მომკვდარვარ, არადა extreme mode-ზე ორჯერ მოვკალი).
მეჯიქი ძალიან ღარიბია თამაშში, პრაქტიკულად მხოლოდ ერთი შეტევა (shadow attack-ია) და მეტი არაფერი, ხმალაობა რაღაც მოუქნელი იყო. ცეცხლსასროლი იარაღი იყო პრინციპში ყველაზე cool.
კვესტები კი კარგი იყო თითქოს თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო აბსურდული კვესტებიც გაიჩითა და უკვე ეგ ასპექტიც გაფერმკრთალდა.
მოკლედ ჩემთვის ეს 6.5/10 თამაშია რა.
მაგალითად ELEX-ი ამას ათი თავით მირჩევნია (არადა დაახლოებით ერთი და იმავე მასშტაბის დეველოპერებზეა საუბარი).