რაო მეგობრებო და მომავავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია მეორე ნაწილის გამოშვებაო (თუმცა რომელი მომავალი წლის დასაწყისია ნაგულისხმევი არ ვიცი, გააჩნია ეს სტატია როდის არის გამოქვეყნებული).
ხოდა როგორც შემქნელები აცხადებდნენ ერთ მშვენიერ დღეს დაჯდნენ და დაიწყეს იდეების გენერირება თუ როგორი უნდა იყოს მომავალი თამაში, ხოდა რომ დაუკვირდნენ სიტყვა "საბოტიორის" წარმოშობას გამოვიდა რომ ეს სიტყვა "საბოტებისგან" ანუ ერთგვარი ფეხსაცმელებისგან წარმოიქმნა, ხოდა ასეთი იდეა აქვთ რომ თამაშის გმირი პარიზის ქუჩებში ფეხსაცმელების ყუთით ივლის და ამ ყუთებში ჩაწყობილ ფეხსაცმელებს გერმანელების სხვადასხვა მანქანაში და მოწყობილობებში ჩაყრის რათა საბოტაჟი მოაწყოს, თამაშის განმავლობაში იმისათვის რომ ტანკების და სხვა მძიმე შეიარაღების განადგურება შეძლოს თამაშის გმირმა უფრო მაგარი ფეხსაცმელები უნდა დაითრიოს (ამისთვის კი მდიდარი გლეხები უნდა მოკლას ან მოპაროს მათ ასეთი ფეხსაცმელები).
ხო, თამაშის სახელი იქნება: The Saboteur 2: The Return of the Shoe ანუ საბოტიორი 2: ფეხსაცმლის დაბრუნება.
მოკლედ ეს ინფორმაცია არის ერთი მაგარი ღადავი

სერიოზულად ყურადღების მიქცევას არ გირჩევთ

ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საერთოდ აპირებენ თუ არა The Saboteur 2-ს გამოშვებას.
P.S. საიტი BBspot (სადაც ეს "სტატია" დაიბეჭდა) სატირულ-იუმორისტული საიტია
http://en.wikipedia.org/wiki/BBspot This post has been edited by Gioma771 on 11 Feb 2011, 20:53