არტიომს რომ აქვს?

კაი რა. ეგრევე ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ესეთი მოთხოვნილება გაჩნდებოდა.

და ეს სხვათა შორის 25-ე კადრის ეფექტი ქვია და ტრაილერში იყო ჩადებული (აირწინაღს რომ იკეთებს და საათის გადაწევაზე რომ შენელდება კადრი) ასეთი საათი მე მქონდა. ანუ პაპას ქონდა და მერე მე მეკეთა. მექანიკური იყო, იქოქებოდა და ზემოდან კალიცო ტრიალებდა როგორც არტიომის საათს აქვს. მარა რად გინდა, წყალი შევიდა.

დარტყმაგამძლე კი იყო ისე.
ხალხო, ვუყურებ ამ ვიდეოს იუტუბზე და ძალიან მაგრად განსხვავდება წიგნისგან. ნუ, იდეა იგივეა მარა წიგნში მაგალითად მემგონი მარტო ერთხელ გაისროლა არტიომმა. აქ სულ ისვრი.
* * *
კიდევ რაც არ მომეწონა ისაა, რომ ძალიან შორსაა Half-Life ის საერთოდ ყველაფერისგან. არადა ამას ქონდა შანსი გამხდარიყო Half-life ის პონტი. ამოღებულია ძალიან ბევრი მისტიკური ადგილები, რაც წიგნში მრავლადაა. ხშირად ადიხარ ზედაპირზე და ისეთი საინტერესო არაა იქ ყოფნა, როგორც წიგნში. პლუს ამას ადამიანების უფრო გეშინია, ვიდრე მონსტრების. გაცილებით მეტს დადიხარ აბსოლუტურად გაუგებარ გასასვლელებში, ვიდრე გვირაბებში. პლუს წიგნში გვირაბებში რომ დადიხარ, უნდა გეშინოდეს. აქ არ გეშინია საერთოდ და რაც ყველაზე ცუდია, რაღაც მომენტში ხალისობ კიდეც ამ მოტორიზებულ ტაჭკებზე.
ამოღებულია მთავარი ფრაზა, რომელსაც ბურბონი ამბობს წიგნში: როდესაც ვირთხებს ხედავ, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. საშიში მაშინაა, როდესაც ვირთხებიც კი არ დადიან გვირაბში. პლუს ბურბონი საკმაოდ მისტიურად კვდება და ამის მერე სანამ ხანს შეხვდები, ძალიან საკაიფო კინემატიკა შეიძლებოდა გაკეთებულიყო.
აუ, ამას შ&^%&გ ხომ არა აქვს? 68 % ზეა ასული და გაჩერდა ჩამოქაჩვა!!!!! არადა 3 ნაწილი დავქაჩე და 2 დარჩა მარტო!!!
აუ, ამან უნდა მომკლას და მომინელოს?
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: