გამარჯობათ, მაქვს ამ მონაცემების კეისი-პროცესორი i3 540, video ASUS GTS450, operatiuli 4GB, mazeri H55, ვთამაშობ crysis-ის პირველ ნაწილს ხო და ვიდეო კარტის ქულერი ისე ხმაურობს როგორც არასდროს)) თამაშის დროსაც ზოგჯერ კადრიც იჭედება, ვიდეო კიდევ 85 გრადუსამდე ცხელდება, ოპციებში ზოგი რამ მაღალზეა დაყენებული ზოგი დაბალზე, 1440X900-ზე მეყენა რა ზომისაც ჩემი მონიტორია, მერე ცოტახანი 1024X600-ზე დავაყენე თამაში, მაგრამ პრობლემა არ გამოსწორებულა, არა და youtube-ზე ვნახე ვიდეო-ერთს ვისტას 64 ბიტიანზე აქვს დაყენებული ეს თამაში და 9600 gt-ზე სულ ბოლო გრაფიკაზე უბერავს, ეხლა მე რომ ვინდოუს 7-ის 64-იანი ვერსია დავაყენო საგრძნობლად გამოსწორდება ეს პრობლემები რაც ზემოთ ავღნიშნე? (ვ7-ის 32-იანი მაქვს)
ასე ვრცლად იმიტომ დავწერე რომ იქნებ ისიც მითხრათ ასე ძაან უნდა ცხელდებოდეს ეს ვიდეო კარტა ამ თამაშზე? მაფია 2, გტა4 და რა თამაშიც არ უნდა ჩავრთო საშუალო გრაფიკაზე ვიდეო კარტის სიმხურვალე ყოველთვის 80-85 გრადუსზე ადის და ქულერის ხმაურს ტვინი მიაქვს, თვეების ნაყიდი მაქვს და თავიდანვე ასე შვებოდა, სადაც ვიყიდე იქ მითხრეს გეიმერულ ვიდეო კარტებს ეგ თვისება აქვთო, მე კიდევ მგონია მატყუებენ და ბრაკია

პირველად გამომიცვალეს იგივე მიზეზის გამო, მაგრამ ის კარტა კომპის ჩართვის თანავე იწყებდა ხმაურს. არა და ბიძაშვილი 9500 gt-ზე თამაშობს იგივე თამაშებს, თან იმას ბოლო გრაფიკაზე უყვარს თამაში)) ცოტას კი უჭედავს, მაგრამ ქულერს ხმა 1 პრიცენტითაც კი არ ემატება.
ველი თქვენს დახმარებას და რჩევას