მოკლედ, 50%-იან completion-ზე ავედი და მინდა გაგიზიაროთ ჩემი შუალედური შთაბეჭდილებები

დავიწყებ იქიდან, რომ რა თქმა უნდა ეს არის შედევრი თამაში. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის სრულყოფილი შედევრი.
ნუ ის რომ სამყარო ერთ-ერთი ულამაზესი game world-ია რაც კი ოდესმე მითამაშია ეს გასაგებია, დეტალიზაციის დონე მართლა საოცარია, NPC-ები მგონი ყველა ინდივიდუალურადაა გაკეთებული, ერთი და იგივე სახის მქონე NPC მე ჯერ არ შემხვედრია ამოდენა სამყაროში. სიუჟეტი, მისიები და პერსონაჟები საუცხოოა, ამ თამაშის cutscene-ების ყურება და დიალოგების მოსმენა ერთი სიამოვნებაა.
მაგრამ, ამ თემაში უკვე გაჟღერებული "დაყოვნების" თემა მართლა ცოტა არ იყოს უკვე შემაწუხებელია, ვაჭერ w-ს და ხანდახან არტური არ იძვრის ადგილიდან, shift-ს ვაწვები და მერე იწყებს სიარულს (ან ხანდახან მერეც არ მოძრაობს), ცხენი დრო და დრო წრეების რტყმას იწყებს შუა ჯირითის დროს

მოკლედ ბოლომდე ვერ ვხვდები ესეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ დეველოპერებს, თუ ეს რაღაც განსაკუთრებული ბაგია.
მეორე პრობლემაა ის რომ ცოტა მოსაბეზრებელია ცხენით აქეთ იქით გაუთავებელი ჯირითი, კი არის fast travel-ის ოპცია, მაგრამ სანამ შენთვის სასურველი ლოკაცია ჩაიტვირთება მანამდე კაცს ხანდახან ტუალეტში გასვლა და დაბრუნებაც კი შეგიძლია

ამ მხრივ GTA V-შიც იყო თითქოს "პრობლემა", მაგრამ იქ გადაადგილების უამრავი საშუალება იყო მოტოციკლეტიდან დაწყებული თვითმფრინავებით დამთავრებული, რაც ა პუნქტიდან ბ პუნქტში მისვლის პროცესს ამრავალფეროვნებდა, თან რადიოში სიმღერებს უსმენდი, დიჯეების ღადაობებზე კაიფობდი და ა.შ. აქ კი (ცნობილი მიზეზებიდან გამომდინარე) მხოლოდ ცხენზე დაკატაობ და მის გულის გამაწვრილებელ ქოშინს უსმენ

მერე, გარკვეული მისიების და ჩელენჯების შესრულება უაზროდ რთულია, მაგალითად ეხლა მეოთხე კენკროვანი მცენარე მაქვს "შესაჭმელი" herbalist-ის ჩელენჯის შესასრულებლად, ვეძებ სამყაროში და ვერა და ვერ ვიპოვე, თან არანაირი მინიშნება ან ინდიკატორი არაა სად შეიძლება რომ ეგ მცენარე ვიპოვო.
მოკლედ ჩემდა გასაკვირად უნდა ვაღიარო, რომ GTA V უფრო დაბალანსებული და კარგი თამაშია ამ გადმოსახედიდან ვიდრე RDR2. ერთადერთი რითაც RDR2 სჯობს GTA V-ს ეს არის პერსონაჟები და სიუჟეტი. დანარჩენი, გეიმფლეის და თუნდაც სამყაროს ექსფლორეიშენის ამბავში GTA V სჯობნის ჩემი აზრით.