სტუდია
KUNOS Simulazioni ოფიციალურად დაანონსა ახალი ავტო-სიმულატორი
Assetto Corsa რომლის რელიზიც იგეგმება 2012 წელს. სიმულატორში აქცენტი იქნება აღებული სრულ რეალიზმზე, რაც აქამდე დაადასტურა მწარმოებელმა მის ნამუშევრებში,
netKar PRO და ფერარის ოფიციალური სიმულატორში
Ferrari Virtual Academy პროექტი თავიდან-ბოლომდე დამოუკიდებელია და თვით დაფინანსებაზე იქნება. რაც კიდევ უფრო ადასტურებს რომ სიმულატორი იქნება ნამდვილი გურმანებისთვის! ფიზიკის ძრავა მთლიანათ ნულიდან დაიწერა, მასში გამოყენებული არის ის უზარმაზარი გამოცდილება რაც აქამდე, ამ წლების მანძილზე დაუგროვდა იტალიურ სტუდიას
KUNOS Simulazioni-ის. ასევე საინტერესოა რომ, მათი ოფისი განლაგებულია ტრეკ
Vallelunga ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ახლო ურთიერთობებს განაპირობებს გუნდებთან, ინჟინერ-მექანიკოსებთან და პილოტებთან.
საერთო ინფორმაცია:დასახელება: Assetto Corsa
მწარმოებელი: Kunos Simulazioni
გამომცემელი: Kunos Simulazioni
დისტრიბუცია: ციფრული ვერსია
ოფიციალური საიტი:
www.assettocorsa.netფორმატი/პლათფორმა: PC Windows Vista/7 32/64
ჟანრი: სიმულატორი
გამოსვლის თარიღი: 2012
ძირითადი თავისებურებანი და განსაკუთრებულობები:- ლაზერული ტექნოლოგიით დასკანირებული ტრასები და ავტომობილები
- ახალი მოდელ სისტემა. ღია არქიტექტურა რაც სიმულატორს ხდის მოდელირებისთვის ხელმისაწვდომს.
- გრაფიკული ძრავა DX 11
- 3D საუნდი
- რეალისტიკური ფიზიკური მოდელი
- ავტომობილის დინამიკის ზუსტი მოდელირება
- თამაშის, ინტერფეისის დამოუკიდებელი მართვა
- ოფიციალური, ლიცენზირებული ტრასები
- ოფიციალური ლიცენზირებული ავტომობილები [single seaters, Production, GT, GTR, historic F1, GT cars, prototypes, და ა.შ.]
- სინგლი (სავარაუდოთ ერთ პერსონზე) და მულტიპლეერი
სრული ინფორმაცია –
www.drivingitalia.net100%SIM