როგორც იქნა მოვიცალე და გულდასმით წავიკითხე შენი სტატია. {ასეთ სიმბოლოებში ჩავსვი კომენტარები} ხელახლა წაიკითხე და მიხვდები რამდენი შეცდომა და ტყუილია. ლაბრანაც წაიკითხავს ვიცი
როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
გიკითხავთ ბავშვობაში მშობლებისთვის, როგორ ჩნდებიან ბავშვები? რა გიპასუხეს მათ? ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ასაკის იყავით და როგორ უყურებდნენ მშობლები ამ საკითხს. შეიძლება მათ წაუყრუეს ამ კითხვას ან შეცბუნებულებმა ნაჩქარევად გიპასუხეს. შესაძლოა რაღაც მოგონილ ამბავს მოგიყვნენ და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდით, რომ გატყუებდნენ. ცხადია, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდება და დაქორწინდება, მას მოუწევს იმის გაგება, როგორ ხდება სქესობრივი გამრავლება.
როგორც მშობლებს ეუხერხულებათ იმაზე საუბარი, როგორ ჩნდებიან ბავშვები, ასევე მეცნიერებიც თავს არიდებენ ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, სიცოცხლის წარმოშობაზე საუბარს. ამ საკითხზე სწორი წარმოდგენა უდიდეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა შეხედულება გვექნება სიცოცხლეზე. მაშ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
რას ამტკიცებენ მეცნიერები? ევოლუციის მომხრეები ირწმუნებიან, რომ სიცოცხლე მილიარდობით წლის წინ, უძველეს წყალსატევებში ან ოკეანის სიღრმეებში წარმოიშვა. ისინი თვლიან, რომ სავარაუდოდ ამ ადგილებში მოხდა ქიმიური ნაერთების სპონტანური თავმოყრა ბუშტუკოვან წარმონაქმნებად, რის შედეგადაც თვითწარმოქმნის უნარის მქონე რთული მოლეკულები წარმოიშვა. ევოლუციონისტებს სჯერათ, რომ დედამიწაზე ყველანაირ სიცოცხლეს დასაბამი ერთმა ან რამდენიმე პირველყოფილმა „მარტივმა“ უჯრედმა მისცა.
ევოლუციის მომხრე ზოგი ცნობილი მეცნიერი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მათი ვარაუდით, პირველი უჯრედები ან მათი შემადგენელი ძირითადი ელემენტები დედამიწაზე გარე სამყაროდან მოხვდა. რატომ ფიქრობენ ისინი ასე? არაერთი მცდელობის მიუხედავად მეცნიერებმა ვერ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ სიცოცხლე შეიძლება თავისით გაჩნდეს არაცოცხალი მოლეკულებისგან{არცერთი მოლეკულა არაა ცოცხალი}. 2008 წელს ბიოლოგიის პროფესორმა, ალექსანდრე მენეჟმა{ეს ვინაა? ავტორიტეტის დამოწმება არაა არგუმენტი}, ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში «დაკვირვებისა თუ ექსპერიმენტების შედეგად მიღებული არც ერთი მონაცემი არ უჭერს მხარს დედამიწაზე უბრალო მოლეკულური „ბულიონიდან“ სიცოცხლის სპონტანურად წარმოშობის იდეას. ამ დასკვნამდე არც უახლეს მეცნიერულ მიღწევებს მივყავართ»{საწინააღმდეგო აზრი გაცილებით მეტ ობიექტურ მეცნიერს აქვს, ეს ისე}.
რაზე მეტყველებს ფაქტები? დღეს ყველასთვის ცნობილია, როგორ ჩნდებიან ბავშვები და ამაზე არავინ კამათობს. ყოველი ცოცხალი ცოცხალისგან წარმოიშობა. გამოდის, რომ ერთ დროს ეს უცვლელი პრინციპი დაირღვა და სიცოცხლე არაცოცხალი ქიმიური ნაერთებისგან თავისით გაჩნდა{რატომ თავისით, ფიზიკურ-ქიმიური კანონები რას აკეთებდნენ?}. მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ სინამდვილეში მოხდა?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედის არსებობისთვის საჭიროა, სულ მცირე, სამი{2} ტიპის რთული მოლეკულის ურთიერთქმედება. ესენია: დნმ{ეს არაა აუცილებელი, თუმცა ბევრად დახვეწილია} (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა), რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) და ცილები. დღეს ცოტა თუ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ მთლიანი ცოცხალი უჯრედი უცებ{შენთვის მილიონობით წელი უცებაა?} გაჩნდა არაცოცხალი ქიმიური ნაერთების შერწყმის შედეგად. აქედან გამომდინარე, რამდენად რეალურია იმის მტკიცება, რომ რნმ ან ცილები შემთხვევით{შემთხვევით არა, მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებით და გარემო პირობების ჩარევით} გაჩნდა?
მრავალი მეცნიერი სიცოცხლის თავისით{რა ხდება? ჩაგვაგონებს იეჰოვა რომ თავისით, შემთხვევით....} წარმოშობის იდეას 1953 წელს სტენლი მილერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე ემხრობა. მილერმა აირების ნარევში, რომელიც სავარაუდოდ პირველყოფილი დედამიწის ატმოსფეროს წარმოადგენდა, ელექტრული მუხტის გატარებით მიიღო რამდენიმე{მაშინ ჯერ 3დაითვალეს, მერე 5. გივე ცდები მერე სხვებმაც გააკეთეს და 20 ამინომჟავა მიიღეს ამ გზით } ამინომჟავა ანუ ცილების შემადგენლობაში არსებული ქიმიური ნაერთები. მას შემდეგ ამინომჟავები მეტეორიტშიც აღმოაჩინეს. ამტკიცებს ეს აღმოჩენები იმას, რომ სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელი ელემენტები შეიძლება შემთხვევით{ისევ} გაჩნდეს?
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ქიმიკოსი რობერტ შაპირო{http://en.wikipedia.org/wiki/Robert_Shapiro_(chemist)} ამბობს: „ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ირწმუნება, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ნაერთი ნაპოვნი იქნა მეტეორიტებში და ამ ნაერთების წარმოქმნა ადვილად შეიძლება ისეთივე ექსპერიმენტებით, როგორიც მილერმა ჩაატარა. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“{ეს არაფერს ამტკიცებს, რა შუაშია მეტეორიტები}.
ახლა ვისაუბროთ რნმ-ის მოლეკულაზე. ის შედგება უფრო მცირე ზომის მოლეკულებისგან, რომლებსაც ნუკლეოტიდები ეწოდება. ნუკლეოტიდი ამინომჟავისგან განსხვავებული და მასზე ოდნავ რთული მოლეკულაა. შაპირო ამბობს: „ელექტრული მუხტის გატარებით ჩატარებული ექსპერიმენტებისა თუ მეტეორების გამოკვლევის შედეგად ვერც ერთი ტიპის ნუკლეოტიდი ვერ მიიღეს“{მილერის ცდაში მხოლოდ ამიაკი, მეთანი და წყლის ორთქლი იყო, ნუკლეოტიდი პოსპორს შეიცავს, ასე რომ ...}. ის დასძენს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტების ნაზავიდან თვითწარმოქმნის უნარის მქონე რნმ-ის მოლეკულის თავისთავად წარმოქმნის ალბათობა „იმდენად მცირეა, რომ მსგავსი რამ სამყაროში თუნდაც ერთხელ მხოლოდ საოცარი იღბლიანი შემთხვევის წყალობით თუ მოხდებოდა“{ანუ არის შანსი}. რა შეიძლება ითქვას ცილის მოლეკულებზე? ისინი აგებულია გარკვეული თანმიმდევრობით დაჯგუფებული ამინომჟავებისგან, რომელთა რიცხვი 50-დან რამდენიმე ათასამდე მერყეობს. თითოეულ „მარტივ“ უჯრედში შემავალი საშუალო ზომის ცილა 200 ამინომჟავას შეიცავს. ეს უჯრედებიც კი ათასობით სხვადასხვა ტიპის ცილისგან შედგება{ეს დღეს, 4 მილიარდი წლის წინ უფრო მარტივი უჯრედები იყო}. თუნდაც 100 ამინომჟავისაგან აგებული ცილის დედამიწაზე შემთხვევით{კიდევ

} წარმოქმნის ალბათობა{მაგრამ არის} დაახლოებით კვადრილიონში{ეს რიცხვი არაფერია მაშინ როცა მთელი დედამიწის წყლები სავსეა ორგანული ნაერთებით“ბულიონი“} ერთის ტოლია.
მკვლევარი ჰუბერტ იოკეი{ძალიან ხშირად იმოწმებ ავტორიტეტს, ეს არამეცნიერულია}, რომელიც ევოლუციის თეორიას უჭერს მხარს, ამბობს: «შეუძლებელია, სიცოცხლის წარმოშობის ისტორია ასე დავიწყოთ: „თავდაპირველად იყო ცილები“». ცილების წარმოსაქმნელად რნმ-ია საჭირო, თუმცა ვერც რნმ წარმოიქმნება ცილების გარეშე. დავუშვათ, უაღრესად მცირე შანსის მიუხედავად, ცილებიცა და რნმ-ის მოლეკულები შემთხვევით{ამას შემთხვევა არ ქვია} გაჩნდა ერთსა და იმავე ადგილას ერთსა და იმავე დროს. მაგრამ რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ ისინი ისე დაიწყებდნენ ურთიერთქმედებას, რომ შედეგად თვითწარმოქმნისა და დამოუკიდებლად არსებობის უნარის მქონე სიცოცხლის ფორმა წარმოიშობოდა?{ურეალურესი} აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი, კეროლ კლელანდი{კიდევ} აღნიშნავს: „იმის ალბათობა, რომ ეს შემთხვევით მოხდა (ცილებისა და რნმ-ის ქაოსურ ნარევში) თითქმის{თითქმის არ =0} ნულის ტოლია“. ის დასძენს: „მიუხედავად ამისა, მკვლევარების უმეტესობა, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ თუ{აუცილებლად დააზუსტებენ} გაარკვევენ, პირველყოფილ პირობებში დამოუკიდებლად როგორ წარმოიქმნა ცილები და რნმ, მათ ურთიერთქმედებასაც როგორღაც მოეფინება ნათელი“. თანამედროვე თეორიების შესახებ, რომლებითაც ცდილობენ ახსნან, შემთხვევით{არ მოგბეზრდათ? არც მე} როგორ გაჩნდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები, დოქტორი კლელანდი{

ამათ სად პოულობენ} ამბობს: „ვერც ერთი მათგანი ვერ გვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი“.
რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის? მოდით დავფიქრდეთ, რა სირთულეებს ხვდებიან მეცნიერები, რომლებსაც სჯერათ, რომ სიცოცხლე შემთხვევით{რა უბედურებაა 25 კადრივითაა, უკვე მეც ავიჩემე ეს სისულელე} გაჩნდა. მათ აღმოაჩინეს ზოგიერთი{ყველა} ამინომჟავა, რომელიც ცოცხალ უჯრედებშიც გვხვდება, და თავიანთ ლაბორატორიებში, კარგად დაგეგმილი და გათვლილი ექსპერიმენტების შედეგად, უფრო რთული მოლეკულების მიღებაც შეძლეს. ისინი იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ „მარტივი“ უჯრედის შესაქმნელად აუცილებელ ყველა ელემენტს შექმნიან. ისინი ჰგვანან იმ მეცნიერს, რომელმაც ბუნებაში არსებული ელემენტებისგან დაამზადა ფოლადი, პლასტმასი, სილიკონი, მავთული და საბოლოოდ ამ ყველაფრისგან შექმნა რობოტი. შემდეგ ისე დააპროგრამა, რომ მას თავისნაირი რობოტების შექმნა შესძლებოდა. ამგვარად, რას ამტკიცებს ეს მეცნიერი? მხოლოდ იმას, რომ შთამბეჭდავი მანქანის შესაქმნელად ინტელექტია საჭირო.
ასე რომ, თუ მეცნიერები ოდესმე შეძლებენ უჯრედის შექმნას{ ხედავ უკვე დაუშვეს უჯრედის შექმნა, და ამბობენ ჩვენ მაინც ვერ გაგვამტყუნებთო}, ეს მართლაც საოცარი რამ იქნება, მაგრამ შეძლებენ ისინი იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი თავისით{

} გაჩნდა{რათქმაუნდა}? განა ისინი საპირისპიროს არ დაამტკიცებენ?{არა}
თქვენ როგორ ფიქრობთ?{ახლავე აგიხსნი, მეცნიერები ამ ყველაფერს გააკეთებენ ისე როგორც იქნებოდა 4მილიარდი წლის წინ და მათი გონებრივი ჩარევა იმისკენ იქნება მიმართული რომ ხელი არ შეუშალონ ბუნებრივ მსვლელობას} დღეს არსებული ყველა მეცნიერული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ სიცოცხლე სიცოცხლისგან წარმოიშობა. მხოლოდ იმის დაჯერებას, რომ თუნდაც „მარტივი“ უჯრედი თავისით წარმოიქმნა არაცოცხალი ქიმიური ნაერთებისგან, უდიდესი რწმენა სჭირდება{ასე მარტივად არაა, მაგრამ რწმენა კი არა ნიჭი და ცოდნა ჭირდება}.
ზემოთ მოყვანილი ფაქტების განხილვის შემდეგ, გონივრულია გვჯეროდეს, რომ სიცოცხლე თავისით{

} გაჩნდა? ვიდრე ამ კითხვას უპასუხებთ, მოდით, უფრო გულდასმით გამოვიკვლიოთ უჯრედის აგებულება. შემდეგ თავად განსაჯეთ, მეცნიერების მიერ სიცოცხლის წარმოშობის ასახსნელად შემოთავაზებული თეორიები სიმართლეს შეესაბამება თუ იმ ზღაპრებს ჰგავს, რომლებსაც ერთ დროს მშობლები გვიყვებოდნენ იმის ასახსნელად, თუ როგორ ჩნდებიან ბავშვები.
▪ ფაქტი: ყველა მეცნიერული გამოკვლევა იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლე უსიცოცხლო მატერიისგან თავისით არ იქმნება.{ასე არაა}
დაფიქრდით: რის საფუძველზე ამბობენ მეცნიერები, რომ პირველი უჯრედი არაცოცხალი ქიმიური ნაერთებისგან გაჩნდა?
▪ ფაქტი: მეცნიერებმა ლაბორატორიებში შექმნეს ისეთი პირობები, როგორიც მათი აზრით{მათი აზრით კი არა როგორცაა დასაბუთებული} დედამიწის ისტორიის დასაწყისში არსებობდა. ექსპერიმენტების შედეგად რამდენიმე მეცნიერმა მიიღო ზოგიერთი{მრავალი უფრო სწორია} მოლეკულა, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებშიც გვხვდება.
დაფიქრდით: თუ ექსპერიმენტების დროს გამოყენებული ქიმიური ნაერთები პირველყოფილ დედამიწაზე არსებულ პირობებს განასახიერებს, ხოლო ექსპერიმენტით მიღებული მოლეკულები სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტებს, მაშ ვის ან რას განასახიერებენ მეცნიერები, რომლებმაც ეს ექსპერიმენტი ჩაატარეს — ბრმა შემთხვევას თუ უმაღლეს ინტელექტს?{ბუნებას}
▪ ფაქტი: უჯრედის არსებობისთვის აუცილებელია ცილებისა და რნმ-ის ურთიერთქმედება. მეცნიერები აღიარებენ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, რნმ-ი შემთხვევით{

შემთხვევით არაფერი არ ჩნდება} გაჩენილიყო. თუნდაც ერთი ცილის თავისთავად{} გაჩენის ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლია{აბა რას ამბობ, ნულს ცოტათი აღებატება}. თითქმის შეუძლებელია, რომ რნმ და ცილები სპონტანურად ერთი და იმავე ადგილას ერთი და იმავე დროს გაჩენილიყო და თან ერთმანეთში ურთიერთქმედება დაეწყოთ{რა საჭირო ერთდროულად და ერთ ადგილზე გაჩენილიყო, მათ ისე უყვართ ერთმანეთი რომ შეხვდებოდნენ სადმე ზღვების მიმოქცევისას....}.
დაფიქრდით: რისი დაჯერება უფრო ადვილია — იმის, რომ ერთმანეთთან საოცარი სირთულით დაკავშირებული უჯრედის მილიონობით ნაწილი შემთხვევით{

} გაჩნდა თუ იმის, რომ უჯრედი ინტელექტუალური ქმედების ნაყოფია?
{დაჯერება უფრო ადვილია(ფაქტებია დამაჯერებელი) ვიდრე რწმენა}
სტატია აღებულია ვებ–გვერდიდიან:
http://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/1102010342 {საგუშაგო კოშკიდან, წყარო ობიექტურია

}
იმას დავამატებ რომ აშკარაა რომ შეეცადა ვიღაც ჩვენს გონებაში ჩაებეჭდა სიტყვა ''შემთხვევით". რამოდენიმე მცდარი აზრი შემოიტანა მსჯელობის საფუძვლად და ავტორიტეტიც დააიმოწმა.
პ.ს. მე ძალიან მიყვარს ჭეშმარიტი ქრისტიანები. ისინი სათნო და კეთილი ხალხია, გიღიმიან და არ გეკამათებიან. მაგრამ ეს ხალხი ვინაა ვერ გავიგე, რა უნდათ მეცნიერებისგან, მგონი არ იცან რომ რელიგია მეცნიერებასთან კამათში ყოველთვის მარცხდებოდა. და ასე გაგრზელდება, რადგან სხვის საქმეში ცხვვირის ჩაყოფა არ შეიძლება. მეცნიერები ყველაფერს იკვლევენ, აღმოაჩინეს კანონები, ლოგიკურად ხსნიან მოვლენებს, მოკლეთ ეძიებენ ჭეშმარიტებას. მიეცით რა ნიჭს გზა ფართო