სალამი
ერთხელ სადღაც მგონი მოიყოლია და არ მახსოვს სად. გავიმეორებ ჩემი რა მიდის
მყავდა დობერმანი. უბრალოდ და მარტივად გენიოსი იყო. ერთ ერთი მომენტს შემთხვევას ავღწერ მერე თავად განსაჯეთ
სიდედრს დამლაგებელი ყავდა მოყვანილი - სომხის ქალი იყო ფაშფაშა საჯდომით.
მოკლედ ამ ქალს "ოფიციალურად" არ უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით სახლში და სულ გვკიცხავდა, თორემ ისე ჩუმჩუმად სამზარეულოში მარტო რომ რჩებოდა მაგული წაემათხოვრებოდა და ისაც ფარულად რამე რუმე გემრიელობებით უმასპინძლფებოდა - 1-2ჯერ დაიწვა საქციელზე პირადად ჩემთან მაგრამ არ შევიმჩნიე, ვითომ არაფერი დამინახავს. ხოდა ვზივართ ვახშამს მივირთმევთ. შემოვიდა ეს ქალი რაღაცეებით ხელში. მაგული ეგრევე მიეტმასნა და ამან ცხვირში მიარტყა - გადი იქითო...
არასდროს დამავიწყდება მაგულის რეაქცია

კატეგორიულად ვერ იტანდა დამცირებას... ერთს ვიტყვი - ვაი იმას ვის საქციელსაც ასეთად აღიქვავდა იქნებოდა ეს ცხვირში სიყვარულით მირტყმა თუ გააზრებულად ჩადენილი საქციელი - დედას მოუხნავდა ვინც არ უნდა ყოფილიყო ადანიანი თუ რამე სსხვა სულიერი
ხოდა მე და ჩემი ცოლი ეგრევე დავიძაბეთ უარესის მოლოდინში. დავინახე როგორ შენიშნა ჩვენი რეაქცია პერიფერიული ხედვით და მოემზადეთ
აშკარად კომპი ჩართო თავში ახედავს ამ ქალს გადმოგვხედავს ჩვენ და ესე რამდენჯერმე. ვერც პატიობს და თან ჩვენს მოსალოდნელ რეაქციას ითვალისწინებს და აშკარად არ უღირს... მოკლედ ერთბაშად დაიკიდა... ვითომ

მაგრამ მაგის ჩიტი იყო ესეთი შეურაცყოფა გაეტარებინა?
მოკლედ მეორე დღეა. მოვიდა ეს ქალი ისეევ. მაგული საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ანუ სრულ იგნორში ყავს. ხოდა გავიდა ხანი ამ ქალმა რაღაცა თეთრეულით სავსე ჯამი თუ რაც ქვია დაითრია და მიაქვს გასაფენად. თავისთავად ორივე ხელი დაკავებული აქვს... ხოდააა მივიდა მაგული დინჯად და ასევე მშვიდად ზედ საჯდომზე აკურატულად, მაგრამ სისხლამდე 4 ეშვით კომპოსტი ჩაუტარა . მერე წყნარად წავიდა და წამოწვა თავისთვის ვითომც აქ არაფერიაო
ეხლა ჩემი ხედვა ამის თაობაზე. გამძაფრებული თავმოყვარეობა, რთული სიტუაციის რეალობაზე მორგება, კომპლესური მიზნის დაგეგმვა და განხორციელება
და ვერ აზროვნებდა? კარქით რა მოეშვით გენიოსობას
* * *
ხო მართლა პირველად რომ ვუყიდეთ 50 კგიანი კარგი ძაღლის საჭმელი - ლამაზ ტომარაში იცით რა ქნა?
მეორე ძაღლიც გვყავდა ის ცოტა ჩლუნგი იყო. ხოდა არ არსებობდა თვითონ ღორივით მისდგომოდა - არა! აქაც სრული იგნორი, ოღონდ ამჯერად ამ საჭმლის. ჭამდა ჩვეულებრივად რასაც ვაჭმევდით და მხოლოდ შიგა და შიგ ესე დღეში 3-4ჯერ მივიდოდა, ცხვირით გახსნიდა ტომარას სულ ოდნავ მოცუცქნიდა... ისე, პირის ჩასატკბარუნებლად და მერე ძალიან აკურატულად ცხვირითვე ისევ ლამაზად და კოხტად ჩაკეცავდა... მარა რას კეცავდა უნდა გენახათ... რომ მეორეს არ შეეჭამა

2 თვე ჭამდა ამ 50კგიან ტომარას
* * *
ხო მართლა ბარემ ამასაც მოვყვები მე უბრალოდ გამოვშტერდი ქეისზე
რაღაც ნაკრძალია და ცალი მხრიდან ღობე არ არტყია, რადგან დიდი და ჩქარი მდინარე ჩამოდის. ხოდა მაიმუნებიც ყავთ სხვა სულიერებთან ერთად. ერთხელ მომვლელმა ერთი მაიმუნი უცნაურ საქციელზე დაწვა - მიტანილი ბანანი ვითომ შეჭამა და ნაწილი ჩუმად წაიღო და სადღაც დამალა. ხოდა ამას ძალიან დააინტერესა და დაუწყო ჩუმად თვალთვალი. გადის რამდენიმე დღე, დააგროვა კაი გვარიანი აცმა ბანანი... ხო მართლა მანამდე ღამ ღამობით მდინარის პირას ბოდიალი ევასებოდა... თურმე სადა ბანაობ

ერთ ღამესაც გამოიტანა ეს აცმა ბანანი მივიდა მდინარის პირას და მეორე ნაპირზე ვიღაცას დაუწყო დაძახება და ამ აცმის ჩვენება, მეორე ნაპირზე გამოჩნდა რატომღაც ლოსი მახსენდება, მაგრავ ვთქვათ დიდი ირემი. გადმოცურა. მაიმუნმა ცალი ხელი წაავლო რქებში მეორეთი ბანანი და პაბეგი აიკიდა
ადამიანი ვერ გადაეჩვია მონობის ხიბლს და მაიმუნმა ერთი თქვენი ბანანისაც, მომხედავ მომვლელისაცო და განახორციელა ალბათ თვეების დაგეგმილი იდეალური პაბეგის გეგმა
ხოდა ზოგიერთს რომ კითხო აზროვნება არა აქვთ
ნუ გგონიათ თავი კიტრები ყველა სულიერი თავისებურად ლამაზი და მომხიბვლელია და თუ ვინმე ვერ აზროვნებს მე რომ მკითხო უფრო ის, ვინც ასეთ ფაქტებს თავისი უპირატესობის შასანარჩუნებლად იგნორირებს
სამწუხაროდ მე არავინ არადეს მეკითხება
This post has been edited by mazila on 9 Sep 2024, 14:24
tu ara da arc ra... tu kaia