#46293860 · 24 Nov 2015, 01:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არგილიტი არშემდგარი კლდეა, აი ნაშალივითაა. მაგალითად ვარკეთილშია მასეთი კლდეები თხელი ფირფიტებივით.
ჩვენ კდლეს ვეძახით რაც მაგარია ყველა ქანს. სინამდვილეში კლდე ბევრი სახისაა. ძირითადად ქვიშაქვაა - ეს ოდესღაც თიხნარად (თიხა სხვაა, თიხა უფრო წვრილი მარცვლებისგან შედგება და ამტომ უფრო პლასტიურია, თიხნარი უფრო მსხივილია. მაგალითად, თბილიში მიწას რომ ვეძახით ,ეგ თიხნარია ძირითადად, დასავლეთში თიხებია უფრო) არსებული ქანია რომელიც ათასობით წლის განმავლობაში დაიპრესა საკუთარი წონით და გაქვავდა. არის არგილიტები - უფრო სუსტი ჩანართები კლდოვან ქანებში. ამიტომ ასეთ დაზოლილ, დაფენილ, ქანებს ქვიშაქვის და არგილიტების მორიგეობას ექახიან. არის ვულკანური კლდეც, რომელიც უფრო მონოლითურია ბაზალტის ან გრანიტის მაგვარი.
დროთა განმავლობაში დანალექი ქანები მყარდება და კლდეს წარმოქმნის. შემდეგ ეს მასა მდინარით იშლება და კენჭებად ჩამოაქ ზღვაში და ლექავს. რასაც დაშლის მცირე ნაწილაკებად და გარეცხავს ქვიშაა დანარჩენი კენჭად რჩება. აიმტომაა ზოგი კენჭი ადვილად იშლება.
ბათუმის ზღვებზე ქანებს კენჭნარი ქვია. მანდ გეოლოგია ასეთია: ზედაპირზე არის მსხვილი კენჭნარი, შემდეგ ქვიშა, შემდეგ თხელი თიხის ჩანართი, შემდეგ გაწყლოვანებული ქვიშა ერთი 30მ , რომელიც ძალიან სუსტი ქანია. მერე ისევ კენჭნარი. ეს ნიშნავს რომ დროთა განმაველობაში მანდ ხან კენჭნარი სანაპირო იყო, ხან ქვიშა. როცა თიხა იყო ე.ი. ზღვა დახეული იყო უკან და მდინარე ან მიწა იყო. სადღაც 100 მეტრში იქნება კლდეც მაგრამ 40-50 მეტრის ფარგლებში სულ კენჭნარი და ქვიშებია.
This post has been edited by iraklidze on 24 Nov 2015, 01:20
|