ჰიპოტატამს დახურულ სივრცეში თუ გაზრდი , ისწავლის ცურვას ვთქვათ თუ ბასეინი აქ

ისწავლის საკვების და ვარგისიანობის გარჩევას თუმცა სამყაროზე მისი წარმოდგენა იქ მთავრდება
რუსთავი ორი კარგია თუმცა ივანე ჯავახიშვილს და მის თანამოაზრეებსაც თუ უგდებთ ყურს ახალ სამყაროში შეადგამთ ფეხს

,,წინამდებარე წიგნი შედგენილია ავტორთა კოლექტივის მიერი უძვე-
ლესი ხანიდან ეიდრე მე-10 საუკუნის დამლევამდე (გვ. 5-115) დას-
წერა პროფ. ს. ჯანაშიამ, მე-10 საუკუნის დამლევიდან ვიდრე მე-16
საუკუნის დამდეგამდე (გვ. 116-284) — აკადემიკოსმა ივანე ჯავახი-
შვილმა მე-16 საუკუნის დამდეგიდან მე-19 საუკუნის დამდეგამდე
(გვ. 285-414) — პროფ. ნ. ბერძენიშეილმა. მე-I9 საუკუნის დამდე-
გიდან ვიდრე ჩვენს დრომდე (გვ. 415-486) — პროფ. გ. ხაჭაპურიძემ.
წინა-აზია უძველეს ხანაში. ხანაში. სუმერი
ქართველები და მათი მონათესავე კავკასიელი ტომები — ქისტები
(ჩაჩან-ინგუშები), დაღისტნელები, აფხაზ-ჩერქეზები წარმოშობით წინა-
აზიის უძველეს, მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან.
წინა-აზიას აზიის იმ ნაწილს ეძახიან, რომელიც მომწყვდეულია ოთხ,
ზღვას შუა — კასპიის, შავს, ხმელთაშუა ზღვებსა და სპარსეთის ყუ-
რეს შორის. მთელს ამ უზარმაზარ მიწაწყალზე, ზღვიდან ზღვამდე,
ძველთაძველ დროში, ამ ექვსი ათასი წლის წინათ, ერთი მოდგმის ხალ-
ხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმას მეცნიერები სხვადასხვანაირად ეძახიან —
ზოგი ალაროდიულს, ზოგი იაფეტურს. ზოგი აზიანურს. ამ მოდგმის
ხალხებმა შეჰქმნეს ყველაზე ძველი კულტურული ცენტრები მსოფლი-
ოში. კაცობრიობის კულტურისა და ცივილიზაციის აკვანი წინა-აზიაში
დაირწა.
წინა-აზიის ამ უძველესი მკვიდრი მოსახლეობის ერთი პირველი სა-
ხელმწიფოთაგანი იყო ს უ მ ე რ ი. სემერს მესოპოტამიის სამხრეთი ნაწი-
ლი ეჭირა და უკვე მე-4 ათასეულში, ძველი წელთაღრიცხვით, იგი დაწინა-
ურებული ქვეყანა იყო მთელი რიგი ისეთი დიდი ქალაქებით, როგორიცაა
ური, ურუკი, ერიდუ, ლარსი, ნიპური, ლაგაში და სხვები. სუმერებმა
გამოიგონეს ლურსმული წერა, რაც შემდეგში მათგან სხვა ხალხებმაც
შეითვისეს. სუმერებმა შეჰქმნეს მდიდარი ლიტერატურა. ცნობილია შე-
სანიშნავი სუმერული ეპოსი გილგამეშის შესახებ. სუმერული თქმულე-
ბები წარღვნისა და სიცოცხლის ხის შესახებ გავრცელდა მთელ მსოფ-
ლიოში. დიდ სიმაღლეს მიაღწია სუმერულმა არქიტექტურამ და ხე-
ლოვნებამ. საყურადღებო შედეგებს მიაღწიეს სუმერებმა ბუნების შე-
სწავლაშიაც. მაგალითად — ვარსკვლავთმრიცხველობაში.
სუმერის სახელმწიფო დაემხო მე-3 ათასეულის დამლევს, ძვ. წ., უცხო
ხალხების შემოსევების გამო.
უკვე მე-4 ათასეულის დამლევიდან, ძვ. წ., წინა-აზიაში დრო-და-დრო
იჭრებიან უცხო, ველური ტომები, რომელთაც აქეთკენ მკვიდრი მოსახ-
ლეობის სიმდიდრე იზიდავს. შემოსეულთა შორის განსაკუთრებით მრა-
ვალრიცხოვანი და ძლიერი იყვნენ სემიტები, რომელნიც არაბეთის ნა-
ხევარ-კუნძულიდან გადმოვიდნენ აქ. სემიტმა ტომებმა თანდათან დაიჭი-
რეს ქვემო და შუა მესოპოტამია და აქ ორი სახელმწიფო შეჰქმნეს —
ბაბილონეთი და ასურეთი.
ბაბილონელებმა და ასურელებმა მთლიანად შეითვისეს ძველი სუმე-
რული კულტურა და შემდეგში სხვა ხალხებსაც გადასცეს იგი.
ბაბილონ-ასურელების ენა ანუ, როგორც მას ეძახიან, ა კ ა დ უ რ ი
სემიტური ენაა. არაბულსა და ებრაულს ენათესავება.,,