#62413021 · 26 Dec 2025, 19:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რევერსია (ლათ. reversio - დაბრუნება) ორგანიზმში ისეთ ნიშანთვისებათა გაჩენა, რომელიც არ ჰქონიათ მის უახლოეს წინაპრებს, მაგრამ ჰქონდათ უფრო შორეულებს.
დარვინი ამ თემაზე როცა წერს თავის "სახეობათა წარმოშობაში", აღნიშნავს, რომ ცვალებადობა, რომელიც მემკვიდრეობითი არ არის, ამ შემთხვევის კვლევისას ჩვენთვის ინტერესს მოკლებული არისო. ანუ რევერსია განიხილება არა როგორც უბრალოდ უჩვეულო ცვლილება ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურასა თუ გარეგნულ ნიშნებში, არამედ განხილულია როგორც მემკვიდრეობით განპირობებული ცვლილება.
განსაკუთრებით ეს მოვლენა თვალსაჩინოა მოშინაურებულ კულტურებში და ორგანიზმებში, ასევე კულტურული მცენარეების/შინაური ცხოველების გაველურების შემთხვევებში.
რევერსიის რომელი შემთხვევები გახსენდებათ ბუნებაში? კულტურული მცენარეების/შინაური ცხოველების გაველურების რომელ შემთხვევებს გაიხსენებდით? რომელი მნიშვნელოვანი ნაშრომები იცით, რომელიც ამ საკითხებს ვრცლად მიმოიხილავს?
ცალკე თემა არის ატავისტური გამოვლინებები ადამიანში. რას გაიხსენებდით ადამიანის ფიზიკური მახასიათებლებიდან, ფიზიოლოგიიდან ან კულტურული ცხოვრებიდან ისეთს, რაც ღრმა წარსულიდან იღებს ფესვებს და ხშირად თვალში საცემი არ არის, მაგრამ კონკრეტული გამაღიზიანებელი და გამომწვევი ფაქტორების გამო უცებ "ამოხეთქავს" ეს ატავიზმი. და ამ საკითხებზე თუ გეგულებათ კარგი ანთროპოლოგიური/კულტუროლოგიური კვლევები?
(ატავიზმი - შთამომავლობაში შორეული წინაპრებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა)
--------------------
"მგლები თავისუფალი ხალხია, - თქვა მამა მგელმა." ("ჯუნგლების წიგნი")
|