მოკლედ, ჩემი პირველი პლატინა გახდა GoW
+ 100% პროცენტით დახურულია
და ძალიან მიხარია ეს ამბავი
სქრინები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაც შეეხება თამაშს
მიუხედავად იმისა, რომ თამაში არის უზარმაზარი
და ძირითადი ისტორიის გარდა ბევრი Side მისიაა
არც ერთი წამით არ მომბეზრებია კრატოსით ბრძოლა
რასაც მართლა არ ველოდი
(შედარებისთვის, ამ მხრივ მარველის ობობა ცოტა მოსაბეზრებელი იყო ბოლოსკენ)
ძირითადი ისტორია არის ძალიან საინტერესო და ჩამთრევი
დროის შეგრძნებას კარგავ, იმდენად კარგად არის ყველაფერი გაწერილი
ზოგიერთ მომენტში მითოლოგიის წიგნის გადმოღება და სკანდინავიური მითოსის შესწავლა მომინდა
ნაწილობრივ ვქენი კიდეც (

) და წესით ძალიან საინტერესო გაგრძელება გველის რამდენიმე წელიწადში
სპოილერი ძირითადი ისტორიის შესახებ» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძალიან მაინტერესებს ფრეიას, როგორც ვაკლირიების დედოფლის ნახვა
თან მინდა სიგრუნზე ბევრად ძლიერი იყოს

არ ვარ ნორმალური
აუცილებლად დაეტაკება კრატოსს
შეიძლება ეს იცით უკვე, მაგრამ
კრატოსი როცა ნაჯახს ისვრის ტბაში და world serpent რომ უკან უბრუნებს
იქ გვერდით ეწერება Eitr Imbued
ანუ თავისი შხამი შემატა ნახაჯს, რომელსაც თორის მოკვლა შეუძლია
ასევე ძალიან მაინტერესებს tyr-ის ისტორიაა
წყალი არ გაუვა, რომ კრატოსი-ატრეუსისგან ერთ-ერთია
არც იმას გამოვრიცხავ, რომ მიმირმა საკუთარი თვალები ატრეუსს მისცეს
არის მაგაზე საინტერესო თეორია
უბრალოდ მეეჭვება ფრეიამ ისე გარეკოს, რომ მთელი ბოღმა კრატოსის მაგივრად ლოკიზე დაცალოს
და თვალები დასთხაროს, მაგრამ ვნახოთ
ცოტა ბალდურით ვარ უკმაყოფილო
სიგრუნთან შედარებით არაფერია, მეათედიც კი არ არის
შეეძლოთ უფრო ძლიერი გამოეყვანათ, თორის ძმა იყო ბოლო ბოლო
სპოილერი Side ისტორიის შესახებ» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვალკირიები:
ეს იყო ჯოჯოხეთი, ვგულისხმობ სიგრუნთან ბრძოლას
დარქ სოულსი არ მითამაშია, მაგრამ არ მგონია ბევრად დიდი განსხვავება იყოს
დანარჩენი ვალკირიები ბევრად მარტივი იყო
და საერთოდ, ვალკირიებთან ბრძოლა 1 მთლიან ისტორიას უდრიდა
არანაკლები სიამოვნება მივიღე მაგათი ხოცვით
Zizou5მართალი იყავი
ნამეტანი ვიტრაბახე წინასწარ სიგრუნზე

ალბათ 9 საათი ვეჯექით მე და ჩემი ძმა
იმენა სისხლი გაგვიშრა, ბოლოს ჩემმა ძმამ გაასხმევინა ტვინი
ვხაოდით სიხარულისგენ, დაჟე ისე წამოვხტი, მუხლი ვიღრძე
არაფერი არ აკლდა ამ თამაშს, არც სამყაროს მოწყობა, არც თავსატეხი ჩესთები,
არც ბოსები, საერთოდ არაფერი, ყველაფერი არის უმაღლესი დონე
მუსიკა რომ მუსიკაა, ისიც კი საოცრება იყო
და ყველა გადრამტეხ მომენტს კიდევ უფრო ეპიკურს ხდიდა
10/10 ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას
This post has been edited by Bellamy on 24 Mar 2019, 00:11