giorgi-alonsoვახ შე გენაცვალე 
 raul_madrid
raul_madridps4 თუ იყიდი 3 მოდელია CUH10 11 12
ამათგან მარტო 12 გირჩევ ბოლო რევიზიაა სტანდარტულ პს4ში. 
პს4 სლიმი მონაცემებით არის იგივე ოღონდ პატარა ჩუმი და 2016 წლის მოდელი. არ აქვს მარტო ოპტიკური აუდიო პორტი. (თუ მაინცდამაინც ოპტიკური კაბელით არ გინდა ხარისხიანი ხმის მიღება დაიკიდე)
პს4 პრო  ესეც 2016ის მოდელია სლიმთან ერთად გამოვიდა. ეს უკვე გაუმჯობესებული ვერსიაა, ღებულობ არა fullHD 30fps როგორც სტანდარტულის და სლიმის შემთხვევაში არამედ Full HD 60fps ან 4K 30fps. 4K ტელევიზორი თუ გაქ ან გეგმაში მაინც თუა PRO იყიდე მეც ასე მირჩიეს დავუჯერე და სწორადსც მოვიქეცი. კინაღამ ორმაგი ფასი კი გამოგდის ისე. 
ასევე მეხსიერება არის 500გბ ან 1ტბ.
თუ კოლექციონერობას არ აპირებ 500იც გეყოფა (პრო მარტო 1tbა) საშუალოდ ერთი თამაში 50გბ იკავებს  ორივე ვინჩესტერის შემთხვევაში მიახლოებით 150გბ სისტემისაა ანუ რეალურად 350გბ და 850გბ.
ფასებსაც დაგიწერ მიახლოებითს ბიუჯეტის მიხედვით დაწერე რომელი ვარიანტი გაინტერესებს.
მინ ფასი 500 ლარი cuh12 და სლიმისთვის, მაქსიმალური 650 ლარი. იგულისხმება კონსოლი აუცილებელი კაბელებით და 1 დუალშოკით.
პრო 1000 ლარი მინიმუმ იგივე ვარიანტში.