გოგა
:)
ჯგუფი: Members
წერილები: 5395
წევრი No.: 849
რეგისტრ.: 14-April 02
|
#1783871 · 30 Aug 2005, 11:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემაში მინდა გავარჩია ქართველი ფეხბურთელების, მით უფრო ნაკრების წევრების უნარები და მათი თამაშის ასპექტები. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი აზრია და შეიძლება ბევრი მას არ დაეთანხმოს.
მეკარეები: დევაძე - მას ბევრი გაუცდა უქმად, შეიძლება მეტისთვის მიეღწია საკლუბო კარიერა ნორმალურად რომ აეწყო. კარის ხაზზე კარგი რეაქცია აქვს, თუმცა გამოსვლებზე მეტად არასაიმედოა. უჭირს ბურთის ტრაექტორიის გამოთვლა.
ლომაია - ზანტია ძალიან. რეაქცია ამის გამო საკმაოდ ცუდი აქვს. კარის ხაზზე არასაიმედოა. სამაგიეროთ შორეულ ბურთებზე და ჩაწოდებებზე დევაძეზე უკეთ გამოიყურება, თუმცა არც ისე დამაჯერებლად.
სტურუა - დევაძის სისხარტე აქვს და გამოსვლებზეც უკეთ გამოიყურება, თუმცა დიდი ფეხბურთის სკოლა რომ გამოევლო რომელიმე უცხოურ კლუბში ერთი-ორად გაეზრდებოდა სათამაშო კლასი.
დასკვნა - ჯერ-ჯერობით ქართველებს არ გვყავს სათანადო კლასის სანაკრებო მეკარე, დროა ვიფიქროთ რომელიმე უცხოელის ნატურალიზაციაზე.
მცველები: კალაძე - სასტარტო აჩქარება აქვს დაბალი, ამის გამო ხშირად თავდამსხმელები ასწრებენ სირბილში. ნაკრებში სასურველია მისი ცენტრში გადაყვანა, რადგან ფლანგზე თამაშისას თავის თავზე ვერ იღებს თამაშს და ამის გამო ფაქტიურად შეტევის პირველი ფაზა ფლანგის ნაცვლად ცენტრიდან იწყება. დაცვის ცენტრში კი ის თავის საქმეს 5-ზე შეასრულებს.
ხიზანიშვილი - კარგად თამაშობს თავით, მაღალ ბურთებზე. კონტრშეტევებს კარგად იწყებს დაცვიდან. მაგრამ ხშირად ცდება პოზიციურად დაცვაში დაბალ ბურთებზე.
ხიზანეიშვილი - საშუალო დონის მცველია, ვარსკვლავებს ვერ წყვიტავს. არასტაბილურია. კარგ თამაშს უნაცვლებს სრულ ფიასკოს დაცვაში. მეტი ვარჯიში სჭირდება.
სალუქვაძე - ჯერ-ჯერობით ჯერ ყველაფერი წინ აქვს, იმედია რუბინში გამოიბრძმედება და ნაკრებს დაეხმარება. მანამდე კი თუნდაც იგივე თურქეთთან თამაშისას ბევრჯერ შეცდა. მოედნის ხედვა არ აქვს, ცდილობს ბურთი იმწამსვე მოიცილოს და არა მიზანმიმართული შორი გადაცემა გააკეთოს.
მჟავანაძე - გაიტანეთ !
ნახევარდაცვა:
კობიაშვილი - უთუოდ საუკეთესო მოთამაშეა ნაკრებში. იბრძვის, თავს არ ზოგავს, შორიდანაც ურტყავს კარში, რაც გრუზინებს არ გვახასიათებს. შეუძლია ბურთის დაჭერა. ყოველ მარცხს აშკარად განიცდის, ბევრისგან განსხვავებით.
ცქიტიშვილი - საშუალო დონის მოთამაშეა. თამაში მაშინ გამოსდის, როცა გუნდი თამაშობს კარგად. შემქმნელობით ვერ გამოირჩევა, უფრო ჩამშლელი ნახევარმცველია. ფლანგზე ცუდად გამოიყურება, უფრო ცენტრში შეუძლია სარგებლის მოტანა.
ასათიანი – მართლაც საუცხოო ფეხბურთელი გვყავს მისი სახით. ხშირად ვუყურებ ლოკომოტივის თამაშებს და მინდა ვთქვა რომ დაცვაში მართლაც ხუთიანზე თამაშობს. ახასიათებს თამაშის და მინდვრის ხედვა, ბურთის ტრაექტორიის გათვლა. 3–4 მეტოქის მოტყუება პრობლემას არ წარმოადგენს. კარგად თამაშობს თავით. მაგრამ, არის კითხვა სად უნდა გამოვიყენოთ ის ნაკრებში? ჩემი აზრი ასეთია. გასვლით მატჩებში დაცვაში, საშინაოში კი პლეიმეიქერად. ასევე შესაძლებელია მისი პოზიციის ცვლილება თამაშის მიმდინარეობისასაც.
დარასელია – ერთობ ქინქლაძის ტიპის მოთამაშეა, ახასიათებს მახვილგონივრული პასები და შორეული დარტყმები. ჩამშლელად ვერ მუშაობს. ალბათ კარგი იქნება მისი ასათიანთან ერთად თამაში, როცა მალხაზი დაცვაში იქნება.
გოგუა – მუდამ მებრძოლი ფეხბურთელია, რაც მას სხვებისგან განარჩევს. თუ საკუთარ თავს მიხედა კარგი გატუზო გაიზრდება.
გახოკიძე – ტიპიური სათადარიგო ფეხბურთელია. კარგად თამაშობს როცა შეცვლაზე შემოდის და დაღლილ მცვლელებს აწუხებს. თავიდან თუ თამაშობს მცველებზე ადრე იღლება. მისი პოზიცია საკმაოდ კონკურენტულია, რადგან მარცხენა ნახევარმცველად მეტწილად კობიაშვილი თამაშობს. მინუსი ის აქვს, რომ იშვიათად იღებს საკუთარ თავზე თამაშს.
კანკავა – ერთი წლის წინ უკეთეს ფორმაში იყო. „ანალია“–მ თავისი დაღი დაასვა. შორი გადაცემებით გამოირჩევა და შორეული დარტყმებით. თუ დროზე დააღწია ოსების ტყვეობას შესძლებს ნაკრებში დამკვიდრებას.
კვირკველია – ძალიან უნდა დენილსონი იყოს, მაგრამ სერჟინიოს დონეს ვერ გაცდა. „ბეი–ბეგი“–ს ტიპის ფეხბურთელია, ხშირად თავისი სირბილით კარგავს ბურთს. ნახევარი მანც მისი სირბილისა ფლანგური ჩაწოდებით რომ მთავრდებოდეს საჯარიმოში სარგებელი ექნებოდა, ისე კი...
მენთეშაშვილი – ამ კაცის ვერაფერი გავიგე.
ალადაშვილი – კვირკველიაზე მეტი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მაინც გვერხევა მარჯვენა ნახევარდაცვაში.
ბურდული – ვერ ქაჩავს. სისწრაფე აქვს კარგი, მაგრამ ტექნიკა არ უვარგა, შესაბამისად მისი ფლანგური სირბილი სირბილადვე რჩება ხოლმე.
მუჯირი – დროა ამ კაცს მეტი დრო მივცეთ ნაკრებში. ყუმბარისებული დარტყმა, ბურთით მოძრაობა და ტექნიკა აქვს. შესაძლებელია ფლანგზე გადაყვანა, თუნდაც მარჯვენა.
თავდასხმა:
დემეტრაძე – სხარტი, პატარა. პლიუსები – სტანდარტული მდგომარეობების შესრულება (განსაკუთრებით მაგის პენალტებზე ვკაიფობ); ნამეტანი ბუნებრივი სიმულაცია საჯარიმოში, რაც უამრავ პენალტის აკიდებას ნიშნავს; პოზიციის შერჩევა საჯარიმოში ჩაწოდებების დროს, რაც ხელს უწყობს თავით (!) გოლების გატანას. მინუსები – გამოცდილ მცველებთან ვერაფერი გამოსდის, იმიტომ რომ პოდსებიათი მაგათ ვერ გასცდები. ფიზიკურად სუსტია, რაც ორთაბრძოლებში მის მარცხს ნიშნავს. იმჰო, ყველაზე კარგად მისი თამაში შეცვლაზეა, როცა გუნდი იგებს. ამ დროს მეტწილად თავისუფლად თამაშობს და უფრო მეტ საგოლე მომენტებს ქმნის.
იაშვილი – ხასიათის ფეხბურთელია. ერთ თამაშს ითამაშებს, 3 ვერა. მისი გამოყენება დემეტრაძესთან ერთად არ შეიძლება, მეორე სართულზე ვაგებთ. გამოირჩევა შორი პასებით, მეტი გამოყენება კონტრშეტევებზე აქვს, ვიდრე პოზიციურ შეტევაში.
არველაძე – რამდენი უნდა დაიწეროს მასზე. ჩემი აზრი კი ასეთია. უთუოდ კარგი თავდამსხმელია, ერთი ეგაა რომ იგი თავისთავად შემქმნელი არაა. მას სჭირდება კარგი მომამარაგებელი პასებით, რომელსაც ის გამოიყენებს. რადგან ნაკრებში არ გვყავს ეგეთი პლეიმეიქერი, მისი თამაშიც არ გამოდის. შოთა უნდა თამაშობდეს „ნა პიატოჩკე“ როგორც იტყვიან. გვერდებიდან კი ორი სხარტი მოთამაშე სჭირდება, რომლებიც მას მოძრაობით და მცვლების წაყვანით სივრცეს გაუხსნიან. ჩაკეტილ და ერთთავდამსხმელიან თამაშში მისი ფასი ნოლია, რადგან ამ დროს მას უწევს უკან ჩასვლა ბურთისთვის და მერე რედუტების გარღვევა მარტოს არ შეუძლია.
ჯაკობია – ვერ ჯდება ნაკრების სქემაში. მოედანზე არ ჩანს, ჯერ–ჯერობით არაა მისი ადგილი
აშვეთია – ერთადერთი პლიუსი აქვს – თავით თამაშობს კარგად. რაც მე მისი თამაშები ვნახე ლოკომოტივში ფეხით სულ რამოდენიმე გოლი ჰქონდა გატანილი. მისი გამოყენება მხოლოდ კარგი ფლანგური მოთამაშეების გვერდით შეიძლება, თორემ კვირკველია–ბურდულთან აზრი არ აქვს.
გიგიაძე – სულ ერთი თამაში ვნახე მისი ლიტვასტან და ძალიან მომეწონა. ფიზიკურად ძლიერი, ორთაბრძოლებს იგებდა, იბრძოდა ბურთისთვის, მცველებსაც ატყუებდა, პასებსაც აკეთებდა. მაგრამ მაინც დაიწუნეს რატომ გაუგებარია. მეტი დრო უნდა ვიმცეთ
|