არა, რაც მართალია მართალია... ყოველთვის პესიმისტურად ვარ ხოლმე განწყობილი, მაგრამ ეს თამაში მართლა კარგად ითამაშეს... იმიტომ არა რომ 6 გოლი გაიტანეს... მიუხედავად იმისა რომ დიდი არაფერი ფეხბურტი უჩვენებიათ. (შეიძლება პარადოქსალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ სწორედ ეს იყო ყველაზე კარგი, რომ დიდი არაფერი ფეხბურთი აჩვენეს და მაინც მოიგეს, თანაც 6:0)... ასე უფრო დიდი გუნდები აკეთებენ ხოლმე... ზედმეტი დაძაბვის, ზედმეტი ნერვიულობის, მხოლოდ კლასის ხარჯზე...
რა თქმა უნდა ეს მოგება ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგანაც ჯერ ფარერები რა არის, და მერე 3 წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ (კიდე ტრავმები უნდოდათ იმ საცოდავებს)... ჰოდა ეს მოგება ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩვენებმა რაღაც-რაღაცეები ისწავლეს, კარგად ივარჯიშეს და ეხლა საფრანგეთთან ყოველგვარი მანდრაჟის გარეშე უნდა ითამაშონ...
რა თქმა უნდა საფრანგეთთან მოგების ვისაც ჯერა, იმაზე ოპტიმისტიც აგარ ითქმის, მაგრამ კარგი ტამაში შეიდზლება, თავდადება აუცილებელია, და მერე... მერე ყველაფერი ხდება ხოლმე...
ასე რომ კლაუსა დატოვონ, და ჩვენები ფეხბურთის თამაშს ისწავლიან... შეიძლება თავიდან ცუდი ფეხბურტი ითამაშონ, მაგრამ ეს უკვე კარგი იქნება, იმიტომ რომ აქამდე ცუდს კი არა საერთოდ არ თამაშობდნენ ფეხბურთს... ნუ რასაც თამაშობდნენ იმას ფეხბურთი არ ერქვა...
ამ შესარჩევში ცუდად ითამაშონ, შემდეგში ნორმალურად, და ეგებ მერე მაინც გავიდნენ სადმე... ამის იმედი უნდა გვქონდეს, თორემ ვისაც ეხლა ამ მოგების შემდეგ შთაბეჭდილება შეექმნა რომ აუცილებლად უნდა გადავურბინოთ საფრანგეტს რახან ზიდანი აგარ ყავს და იტალიას რახან მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გრანდები სუსტდებიან, ვურჩევ თავს ნუ მოიტყუებენ