შესარჩევს თბილისი უმასპინძლებს!
ლევან ჯანეზაშვილი
როგორც გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებთან ერთად ისიც გაარკვია, რომ ჩვენს ქვეყანას B ჯგუფის მასპინძლობის უპირატესობა მიენიჭა. მთავარი ის იყო, რომ ქართულ მხარეს მატჩების აქ ჩატარების მზადყოფნა გამოეთქვა, თორემ ჩვენი მეტოქეები მასპინძლობის უფლებაში ვერ შეგვეცილებოდნენ. საქართველოს უარის შემთხვევაში შეხვედრები ორ წრედ, მიმოსვლით ჩატარდებოდა, რაც ოთხივე მხარისთვის ფინანსურად წამგებიანი იქნებოდა.
საბედნიეროდ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ სპორტის დეპარტამენტის თანადგომით შეძლო ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გარანტიების წარდგენა და უკვე გადაწყდა, რომ ივნისში ჩვენი ჯგუფის მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ ჯგუფად გაყოფილი 12 ნაკრები იასპარეზებს, საიდანაც შემდეგ რაუნდში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. მომდევნო ეტაპი შემოდგომაზე ჩატარდება.
ჩვენი ჯგუფის კალენდარი ასეთია:
11 ივნისი: ლატვია-ფინეთი
საქართველო-იტალია
12 ივნისი: საქართველო-ლატვია
ფინეთი-იტალია
13 ივნისი: ფინეთი-საქართველო
ლატვია-იტალია
აქვე დანარჩენი ორი ჯგუფის შემადგენლობასაც გაგაცნობთ.
A ჯგუფი: ესტონეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი.
ჩ ჯგუფი: ისრაელი, ბელგია, თურქეთი, ლუქსემბურგი.
მეტოქეების შესახებ ვრცლად შესარჩევი ტურნირის მოახლოებისას გიამბობთ, ახლა კი საქართველოს ნაკრების ისტორიასა და ჩატარებული ოფიციალური მატჩების შედეგებს გადავხედოთ.
1994 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველო-რუმინეთი 0:10 (ტექ.)
რუმინეთი-საქართველო 10:0 (ტექ.)
საქართველო-შვეიცარია 14:28 (13:38)
შვედეთი-საქართველო 39:15 (41:12)
1996 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
ლიტვა-საქართველო 22:9 (22:16)
საქართველო-იტალია 15:22 (14:22)
საქართველო-ფინეთი 24:27 (27:28)
1997 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველო-უკრაინა 23:25 (21:24)
1998 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
ფინეთი-საქართველო 25:20 (20:27)
საქართველო-შვეიცარია 26:22 (22:28)
საქართველო-ბელგია 19:19 (18:28)
2000 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
პორტუგალია-საქართველო 17:14 (20:21)
საქართველო-სლოვაკეთი 29:26 (22:24)
ლატვია-საქართველო 18:19 (23:27)
პლეი ოფი
საქართველო-დანია 25:32 (23:31)
2001 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველო-შვეიცარია 17:18 (19:27)
ისრაელი-საქართველო 30:24 (25:15)
საქართველო-ბელარუსი 30:27 (27:21)
2002 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
თურქეთი-საქართველო 28:16 (26:24)
საქართველო-საბერძნეთი 23:24 (20:25)
ბოსნია-საქართველო 28:17 (26:24)
2003 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
ფინეთი-საქართველო 23:20 (23:23)
საქართველო-ჰოლანდია 26:24 (22:24)
ავსტრია-საქართველო 30:21 (27:28)
2004 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველო-ავსტრია 19:40 (24:32)
საქართველო-თურქეთი 28:38 (24:34)
კვიპროსი-საქართველო 24:21 (25:26)
2007 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველო-აზერბაიჯანი 36:24
საქართველო-სომხეთი 35:17
საქართველო-მოლდოვა 29:27
ფინალი
საქართველო-ლუქსემბურგი 28:27
2008 წ. ევ. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
ლატვია-საქართველო 38:20 (32:29)
საქართველო-რუმინეთი 24:34 (24:30)
საქართველო-ბულგარეთი 22:21 (21:24)
2009 წელი. ჩელენჯ ტროფი. ჯგუფური ეტაპი. კიშინიოვი
საქართველო-აზერბაიჯანი 41:23
საქართველო-სომხეთი 44:19
საქართველო-მოლდოვა 38:34
ფინალი
ფინეთი-საქართველო 30:28
http://www.opentext.org.ge/10/lelo/049/049-14.htm