geor-gien
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 25160
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06
|
#8741380 · 6 Mar 2008, 17:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლევან ცქიტიშვილი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ახალ არჩევნებს მეც მივესალმები ქართულ ფეხბურთში რომ ბევრი პრობლემაა, ყველასთვის ნათელია. არა გვგონია, დედამიწის ზურგზე ვინმე კმაყოფილი იყოს, თუნდაც ნაკრების ნაჩვენები შედეგით. პრობლემა ბევრია, თუმცა ამაზე ხმამაღლა მოლაპარაკე ცოტაა. საქართველოს ნაკრებში 50-ზე მეტი მატჩი სულ რვა მოთამაშეს აქვს გამართული. მათ შორის ერთ-ერთია ლევან ცქიტიშვილი. ამ ფეხბურთელს ნამდვილად ეთქმის სიტყვა, ამიტომ ჩვენც სწორედ მისი აზრის გაგება გადავწყვიტეთ, არაერთ საჭირბოროტო და საინტერესო საკითხზე ლევან ცქიტიშვილი საუბრობს.
"ჯორჯიან თაიმსი": ლევან, მოდით ახლო წარსულში დავბრუნდეთ, ვთქვათ, არის 1998 წელი. მაშინაც ლეგიონერები მოფრინავდით თვითმფრინავით, ფულს ანაზღაურებდა ფედერაცია, მაშინაც იყავით სასტუმროში, მაშინაც არ იყავით ბაზაზე და მაშინაც თამაშობდით აჩიჩქნილ მოედანზე. არის რამე განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ მდგომარეობას შორის?
ლევან ცქიტიშვილი: პირობების მხრივ, ჩვენთვის ნამდვილად არ იქცეოდა მაშინ ქვეყანა. პირობები თითქმის იგივე რჩება, მაგრამ ახლა ერთი ბაზა გაგვიკეთეს, დანარჩენი ფაქტობრივად იგივეა.
_ საინტერესოა თქვენი აზრი იმ მოძრაობაზე, რომელიც მიშა ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ყიფიანმა დაიწყეს. თუ უერთდებით და იზიარებთ მათ აზრს? საუბარია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.
_ ჩემი აზრით, დღეს ქართული ფეხბურთი მართლა გასაჭირშია. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, კი არ დავჭამოთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთს ეჩხუბებიან... ყველა უკმაყოფილოა ნაკრების ნაჩვენები შედეგით. მთავარია, გამოსავალი ვნახოთ და გულშემატკივარს რამეთი მაინც დავამახსოვროთ თავი. რაც შეეხება არჩევნებს, არა მგონია დაინიშნოს.
_ თქვენი აზრით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის თუ არა ახალი არჩევნები და თუ შეცვლის ეს რამეს?
_ ჩემი აზრით, ახალი არჩევნები არ ჩატარდება და თუ გაიმართება, რაც ძალიან მეეჭვება, ალბათ, პირველ რიგში, მწვრთნელი შეიცვლება. რთულია წინასწარ ლაპარაკი, შეიძლება შეიცვალოს კიდეც რამე. მე სამივეს ვიცნობ და ვნახოთ, რა იქნება. არავინ არ არის კმაყოფილი, არც მწვრთნელით და არც იმით, რაც ხდება, ალბათ, არც ნოდარ ახალკაცი. გულშემატკივარს უნდა, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუ იქნება, მეც მივესალმები, მაგრამ, არა მგონია.
_ იმდენი გამოცდილება ნამდვილად გაქვთ, რომ შეაფასოთ ესა თუ ის მწვრთნელი, რას იტყვით ტოპმიოლერზე?
_ ჩემი ხედვით, ძალიან ცუდია ის, რომ გამოცდილ ფეხბურთელებს ნაკლებად ენდობა. იგივე იაშვილი, ხიზანიშვილი, ამ ფეხბურთელების არყოფნა ნაკრებში, უბრალოდ, არ შეიძლება. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფეხბურთელები დავიწუნოთ. თან ისეთ ქვეყნებში თამაშობენ, როგორიც გერმანია და ინგლისია. თვითონ ტოპმიოლერს ნაკრებში ნამუშევარი აქამდე არ ჰქონდა. კლუბებში წარმატებული იყო. დრო იმდენია გასული უკვე, რომ შეიძლება რეზულტატზეც ვილაპარაკოთ.
_ გერმანიაში საკმაოდ დიდხანს თამაშობდით, რა გსმენიათ ძმებ ტოპმიოლერებზე, ცანკერზე და მინგეზე?
_ კლაუსზე ბევრი მსმენია, ყველასთვის კარგი კაცი ვერ იქნები ცხოვრებაში. ვისაც უმუშავია მაგასთან, ყველა კმაყოფილი იყო. რა თქმა უნდა, განაწყენებული ფეხბურთელებიც იქნებიან. დანარჩენებზე არაფერი ვიცი, მხოლოდ ის, რომ ტოპმიოლერი სადაც იყო, ყველგან ჰყავდა თავისი ძმა წაყვანილი.
_ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, თქვენ უშუალო მონაწილე არ იყავით, როგორი იყო გარედან შთაბეჭდილება?
_ რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდა, აირჩიეს ნემსაძე და ოც წუთში ამბობს, გადავდექიო, მართლა გაოგნებული ვიყავი. მინდოდა გამეგო რა მოხდა, მაგრამ ნემსაძე არ მპასუხობდა. ვისაც დავურეკე, ყველა გაოცებული იყო. ყველამ კარგად იცის რატომაც გადადგა. მეც შემიძლია მაგის თქმა, მაგრამ თვითონ ნემსაძემ უნდა თქვას რა მოხდა იმ დღეს. ვერავინ ამბობს ვინ არის "თავი", სახელს და გვარს არავინ ამბობს. მაშინ მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს, ან თუ ამბობს ვიღაც-ვიღაცები, ბოლომდე თქვას. უბრალოდ გასაკვირი ისაა, რომ იმ ხალხმა, ვინც ნემსაძეს დაუჭირა მხარი, მერე ახალკაცს მისცა ხმა.
_ ბოლო თამაშებია არ იძახებენ იაშვილს, არადა ფაქტია, თავდასხმის ხაზში პრობლემა გვაქვს.
_ იაშვილი ისეთი დონის პროფესიონალია, რომ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. ძალიან საჭიროა, მისი გამოყენება ბევრ ადგილას შეიძლება, ყველა ასე ფიქრობს, რომ იაშვილი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ნაკრებში. გუნდს ყოველთვის გამოადგება. თვითონაც ძალიან გულდაწყვეტილია.
_ რაც შეეხება ზურა ხიზანიშვილს, ის დასჯილია მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებთან ერთად სავარჯიშოდ არ წავიდა. თქვენი აზრით, ეს არის ფეხბურთელის მოვალეობა?
_ მაგის გამო არა მგონია, რომ ვინმე განაწყენებულიყო. ფეხბურთი და პოლიტიკა ძალიან შორს უნდა იყოს, წესით. იქნებ შეუძლოდ იყო და ვერ წამოვიდა. ისე, კიდეც თქვა ზურამ, მე ჩემი ოჯახი სადაცაა იქ ვიქნებიო. მერე რა მოხდა? ჩვენ, ბიჭებს არავის არაფერი გვწყენია. ხიზანა პოლიტიკის გამო არ უნდა გაწირონ. ზურას იმ მატჩის შემდეგ აღარ იძახებენ, ფეხი რომ იტკინა. უბრალოდ, გულდაწყვეტილი იყო, მთელი გზა ტოპმიოლერთან ერთად იფრინა და ერთი სიტყვა არ უთქვამს, არც უკითხავს როგორ ხარ, არც დამშვიდობებიაო.
_ იგივე გიორგი ლომაია, რომელიც ორი თამაშისთვის გამოიძახეს. პირველში მართლა ცუდად ითამაშა და მეორე თამაშზე აღარ გააჩერეს, სახლში გაუშვეს. რამდენად გამართლებულია ასეთი საქციელი, ელემენტარულად შეიძლებოდა მისი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა...
_ ლომაიასთვის მართლა ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა ეს, მე ფეხბურთელი ვარ და კარგად მესმის მისი. სამწუხაროა ასე რომ მოიქცა მწვრთნელი. მართალია, ცუდად ითამაშა, მაგრამ შეიძლებოდა დაესვა სკამზე და შემდეგი თამაშებისთვის აღარ გამოეძახებინა.
_ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ან რომელიმე სხვა "თავმოყვარე" ქვეყნის ნაკრების დამრიგებელი იტყოდა, რომ თუ ეს და ეს არ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი, არც მე არ ვიქნებიო?
_ მე არ ვიცი, ასეთი რამ თუ თქვა. მე მგონი, არა აქვს მწვრთნელს ამის უფლება. ვინც იქნება პრეზიდენტი, შემდეგ ის გადაწყვეტდა ვინ იქნებოდა მწვრთნელი, შეიძლება ტოპმიოლერი დარჩენილიყო.
_ ლევან, ბევრი საუბარია იმაზე, რომ თქვენსა და გოგიტა გოგუას შორის რაღაც მცირე ჩხუბი იყო. წერტილი რომ დავუსვათ ამ თემას, მართლა რა მოხდა?
_ ჩხუბი არ ყოფილა. თამაშის შემდეგ მეც უკმაყოფილო ვიყავი, ისიც და შევკამათდით. ასეთი რაღაცები ხდება ფეხბურთში. მერე გავარკვიეთ. დაწერეს, ცქიტიშვილმა გოგუა ცემაო, ხელი არავისთვის შემიხია. ხდება ხოლმე, გამოდიხარ ნერვებაშლილი, ვიღაცას რაღაცას ეტყვი, ისიც გიპასუხებს და ასე... ასეთი კამათი მოგვივიდა, მერე გადავკოცნეთ ერთმანეთი და ასე მორჩა ყველაფერი. მაგისთვის ვამბობდი ისევ, ახალგაზრდა ფეხბურთელია, თორემ მე დღეს-ხვალ ფეხბურთს თავს დავანებებ და წავალ.
_ გუნდზე, რომელმაც შესარჩევ ციკლში დაიკავა ბოლოდან მეორე ადგილი, რას იფიქრებდით? ხომ იტყოდით, რომ ფეხბურთის თამაში არ იციან?
_ ალბათ, მასე ვიტყოდი. სამწუხაროა, რომ ეს ადგილი დავიკავეთ. უკვე ლაპარაკს აზრი აღარა აქვს, ფაქტი ფაქტია. თუ სადმე გავძვრებით, ხომ კარგი, თუ არადა... ადვილი ნამდვილად არ არის. ნაკრებმა სტაბილური თამაში უნდა დაიწყოს, ერთი-ორი კარგი თამაშით ფონს ვერ გავალთ. ჩვენს თაობას, ალბათ, მეტი შანსი აღარც ექნება.
ფაქტია, რომ ლიტვასთან და ლატვიასთან არ უნდა ვაგებდეთ, ჩვენ სულ სხვანაირი ტრადიცია გვაქვს. იქნებ მომავალ
|