დინამომ მეტოქე სტუმრად 2:1 დაამარცხა,გოლები დიღმელაშვილმა და სპასოევიჩმა გაიტანეს,აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 1:1-ზე ლოკომოტივს 2-ფეხბურთელი,ჩაგელიშვილი და მეკარე გვარამაძე გაუზევა არბიტრმა.
დღეს დინამოს შემადგენლობაში არ უთამაშია მერებაშვილს,საინტერესოა მისი უთამაშებლობის მიზეზი რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი ხომ არ არის.
დინამო: ოვონო, შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, დობეში, ოდიკაძე, დიღმელაშვილი, კობახიძე, სპასოევიჩი, გონჩაროვი, აკირემი
ლოკომოტივი: გვარამაძე, კვახაძე, ფოფხაძე, ლ. ჩაგელიშვილი, ქუხილავა, ბუდაღაშვილი, ტიკურიშვილი, ჟღენტი, ბერიძე, ალავერდაშვილი, იმედაძე
მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი
5 წთ. კუთხურს ლოკომოტივის კართან ზელიჩის სახიფათო, მაგრამ ოდნავ არაზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა
16 წთ. დიღმელაშვილი – ოდიკაძის კომბინაცია, ოდო პრაქტიკულად ერთი-ერთზეა გვარამაძესთან, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა ლოკომოტივის კარს
18 წთ. ალავერდაშვილის ინდივიდუალური გარღვევა და მასპინძელთა მე-9 ნომერი საჯარიმოში წააქციეს – პენალტი
19 წთ. იმედაძემ არ გაუშვა ანგარიშის გახსნის შანსი და გოლი: 1:0
24 წთ. გონჩაროვის თავური დარტყმის შემდეგ გადარჩა ლოკომოტივი
27 წთ. ყვითელი – ლ. ჩაგელიშვილი
28 წთ. კაშიას უძლიერესი დარტყმა, გვარამაძემ ნახტომში კუთხურზე მოიგერია
40 წთ. დინამო აქტიურად უტევს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ჯერჯერობით არ ხერხდება
46 წთ. შეცვლა: ჟღენტი – ხოხონიშვილი
48 წთ. დინამოს მრავალსვლიანი კომბინაცია, დიღმელაშვილის აუღებელი დარტყმით დასრულდა გოლი: 1:1
კაპიტნის პირველი გოლი დინამოს შემადგენლობაში
58 წთ. ისევ ალავერდაშვილი გამოირჩა თანაგუნდელებისაგან და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია
65 წთ. მეორე ყვითელი – ლ. ჩაგელიშვილი
65 წთ. მსაჯთან კამათისთვის ჯერ გაფრთხილება ხოლო შემდეგ წითელი ბარათი მიიღო გვარამაძემ
66 წთ. შეცვლა : იმედაძე – ცერცვაძე
71 წთ. შეცვლა : გონჩაროვი – ვაწაძე
75 წთ. დიღმელაშვილის გადაცემის შემდეგ სპასოევიჩია მეკარესთან პირისპირ და გოლი: 2:1
80 წთ. მიუხედავად დინამოელთა დიდი უპირატესობისა, ანგარიში უცვლელია
80 წთ. შეცვლა: კობახიძე – ბოლქვაძე
87 წთ. შეცვლა: ტიკურიშვილი – დ. ჩაგელიშვილი
მიმაგრებული სურათი