ლობუშს ვჯობივართრაგბში საქართველოსა და პორტუგალიის მეტოქეობა ათ წელს ითვლის და მეტ-ნაკლებად თანაბარია. თუ რუსეთს აშკარად ვჯობნით (9-1*1), ხოლო რუმინეთს ჩამოვრჩებით (3-7), ლუზიტანებს ხელ-მეორედ შარშანღა გავუსწარით (5-4*1) და მსოფლიო თასზეც გავედით, ისინი კი რეპეშაჟში გავისტუმრეთ.
პორტუგალიაში რაგბი საქართველოზე კარგა ხნით ადრე დაინერგა. იმათ ნაკრები 1930-იან წლებში შექმნეს და 30 წლის შემდეგ ევროპულ მარაქაშიც გაერივნენ, ჩვენ კი ქვეყანა გვიან გავხდით, რის გამოც ბორჯღალოსნებს ლობუშზე ბარემ 30 წლით ნაკლები სტაჟი აქვთ.
და მაინც, შედეგით ვჯობივართ ლუზიტანებს. საბჭოეთის ნანგრევებზე აღმოცენებულმა და "ველურ კავკასიაში" მდებარე, ღატაკმა საქართველომ მსოფლიო თასზე უკვე ორჯერ იასპარეზა და თამაშიც მოიგო, ხოლო უწინ შორეულ მიწათა დამპყრობელმა, აწ კი დალხენილმა, ალალად ევროპულმა ქვეყანამ, პორტუგალიამ ელიტაში პირველად წელსღა შეაღწია.
სათქმელია ისიც, რომ თუ რაგბეთში საქართველო გეო-პოლიტიკურ ჭრილში არავის ადარდებს და ამდენად, მოკეთე არასოდეს გვყოლია, პორტუგალია, მართლ-მადიდებელი და სოციალისტური წარსულის გამო მოძულებული რუმინეთისგან განსხვავებით, ლათინური ოჯახის ერთობ ნალოლიავები წევრია.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ირბ-ში ევროპული აერ-ის ამჟამინდელი დესპანი სწორედ რომ პორტუგალი ბიზნესმენი რეულ მერტინშია და ისე ჩალიჩობს, რომ დუბლინის კანტორამ შარშან, გაგანია შესარჩევში ლობუშის სასარგებლოდ შეცვალა დებულება და მსაჯებადაც ისინი დაგვინიშნა, ვინც ჩვენს მეტოქეს სურდა.
http://www.geocities.com/Ovaluri/HB/07_Geo-Por_Past.htm