თან იძახის სკამზე ჯდომა არ მეთაკილებაო, თანაც მე მისი გაბრაზების სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, მოიქცა ისე, როგორც ერთ დროს შოთა რუსეთთან მატჩის წინ და შევეცი მე ასეთ გაგებას ფეხბურთელში!
რუსეთთან ის თამაში რომ არ მოგვეგო, დღემდე პირდაღებული იქნებოდა შოთა და სულ მაგაზე ილაპარაკებდა. ხიზანაც იმიტომ ალაპარაკდა მგონი, რომ წაგებულია თამაში...
ასე არ შეიძლება! არავის არ უნდა ეთაკილოს სკამზე ჯდომა - კალაძე და ასათიანი რომ დაცვის ცენტრში მაგაზე მაგრები არიან ამ ეტაპზეც და საერთოდაც, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ფლანგზე ლიტვასთან სალუქვაძის დაყენება ჯობდა ნაღდად ან შაშიაშვილის.
თუ არა და , რაც არ უნდა იყოს, ზამენაზე დარჩენის გამო არ უნდა გაბრაზდე და თუ მოხდა და მაინც გაბრაზდი, ეს ხმამაღლა არ უნდა თქვა, ტეხავს და იმიტომ! თანაც, დღეს აღიარა, მოვიყუე, ვითომ ტრავმა მქონდა და წავედიო. ეს კიდე ასმაგად უარესი! თვითონ საუბრობს ტყუილებზე და მერე აღიარებს, რომ თვითონაც მოიტყუა? ვინ მოატყუა? მთელი საქართველო, არა?

თუ კაცი ხარ, დაჯექი სკამზე, იქნებ იმტვრევა ის ასათიანი და რა იცი, გუნდს დასჭირდე და თამაშის მერე თქვი სათქმელი. ეს გაქცევები რა უბედურება იციან?
ხიზანა არაა დასაკარგი ფეხბურთელი, ის სჭირდება ნაკრებს! პროსტა ესე არ უნდა მოქცეულიყო. რა იგნორირებაზეა ლაპარაკი, ტოპმიოლერს ასათიანთან, კობისთან და კალაძესთან ერთად სულ ხიზანიშვილი აკერია პირზე! ძალიანაც აფასებს. საერთოდ, აზრიანი და კარგი ადამიანია და ძალიან გამიკვირდა, მისგან ასეთ რამეს არ ველოდი.