ქინქლაძე ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი ინგლისურ “მანჩესტერ სიტი”-ში გაატარა, ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერთა შორის დაასახელეს.
ბრიტანულ ფეხბურთში საუკეთესო ლეგიონერთა ასეული, ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ, სპეციალისტებისა და გულშემატკივრების აზრის გათვალისწინებით შეადგინა. რეიტინგში პირველი ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ფორვარდ ერიკ კანტონას ერგო, სამეულში მოხვდნენ ჰოლანდიელი დენის ბერგკამპი და ფრანგი ტიერი ანრი. ქართველი ფეხბურთელი კი, საუკეთესოთა ასეულში 38-ე ადგილზე გავიდა.
ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერთა რეიტინგი ინგლისისა და შოტლანდიის ჩემპიონატებში ნათამაშები და ამჟამად მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. რეიტინგის შედგენისას, ლეგიონერებად არც ირლანდიელები მიუჩნევიათ.
ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერთა რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ერიკ კანტონა (საფრანგეთი) – “ლიდსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
2. დენის ბერგკამპი (ჰოლანდია) – “არსენალი”
3. ტიერი ანრი (საფრანგეთი) – “არსენალი”
4. ჰენრიკ ლარსონი (შვედეთი) – “სელტიკი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
5. ჯანფრანკო ძოლა (იტალია) – “ჩელსი”
6. პეტერ შმეიხელი (დანია) – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ასტონ ვილა”, “მანჩესტერ სიტი”
7. ოსკარ არდილესი (არგენტინა) – “ტოტენჰემი”, “ბლექბერნი”, “ქპრ”, “სუინდონი”
8. კრუშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – “მანჩესტერ იუნაიტედი”
9. იურგენ კლინსმანი (გერმანია) – “ტოტენჰემი”
10. პარტიკ ვიეირა (საფრანგეთი) – “არსენალი”
11. დუაიტ იორკი (ტრინიდადი და ტობაგო) – “ასტონ ვილა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბლექბერნი”, “ბირმინგემი”, “სანდერლენდი”
12. რუუდ გულიტი (ჰოლანდია) – “ჩელსი”
13. იაპ სტამი (ჰოლანდია) – “მანჩესტერ იუნაიტედი”
14. ედი ფირმანი (იტალია) – “ჩარლტონი”, საუფენდ იუნაიტედი”
15. პაოლო დი კანიო (იტალია) – “სელტიკი”, “შეფილდი”, “ვესტ ჰემი”, “ჩარლტონი”
16. ჯორჯე რობლედო (ჩილე) – “ბარნსლი”, “ნიუკასლი”
17. ბრიუს გლობელარი (ზიმბაბვე) – “ლივერპული”, “საუთჰემპტონი”, “პლიმუტი”, “ოლდჰემი”, “ბერი”, “ლინკოლნი”
18. რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია) – “მანჩესტერ იუნაიტედი”
19. რობერ პირესი (საფრანგეთი) – “არსენალი”
20. ბრაიან ლაუდრუპი (დანია) – “რეინჯერსი”, “ჩელსი”
21. დიდიე დროგბა (კოტ დივუარი) – “ჩელსი”
22. კლოდ მაკელელე (საფრანგეთი) – “ჩელსი”
23. დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი) – “ნიუკასლი”, “ტოტენჰემი”, “ასტონ ვილა”, “ევერტონი”
24. ანდრეი კანჩელსკისი (რუსეთი) – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ევერტონი”, “რეინჯერსი”, “საუთჰემპტონი”
25. მარსელ დესაი (საფრანგეთი) – “ჩელსი”
26. ბერნდ ტრაუტმანი (გერმანია) – “მანჩესტერ სიტი”
27. ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკი (ჰოლანდია) – “ლიდსი”, “ჩელსი”, “მილდსბრო”, “ჩარლტონი”, “კარდიფი”
28. არნოლდ მიურენი (ჰოლანდია) – “იფსვიჩი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
29. ფრანკ ტისენი (ჰოლანდია) – “იფსვიჩი”, “ნოტინჰემ ფორესტი”
30. იან მიოლბი (დანია) – “ლივერპული”, “სუონსი”
31. ჟუნინიო (ბრაზილია) – “მილდსბრო”, “სელტიკი”
32. ჯანლუკა ვიალი (იტალია) – “ჩელსი”
33. ფრედი ლუნგბერგი (შვედეთი) – “არსენალი”, “ვესტ ჰემი”
34. ოლე გუნარ სოლსკიაერი (ნორვეგია) – “მანჩესტერ იუნაიტედი”
35. მაიკ ესიენი (განა) – “ჩელსი”
36. კლაიდ ბესტი (ბერმუდი) – “ვესტ ჰემი”
37. ნიკოლა ანელკა (საფრანგეთი) – “არსენალი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “ბოლტონი”, “ჩელსი”
38. გიორგი ქინქლაძე (საქართველო) – “მანჩესტერ სიტი”, “დერბი ქაუნთი”

მაგრამ