ან 4-0 ან 6-0 ...
ეგ ანგარიში არ მიყვარს
:ვიტ ჯორჯია:

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ რაინერ ცობელის აზრით, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საკუთარ მოედანზე ფარერების “რუნავიკთან” გასამარჯვებლად, მისი გუნდი 100 პროცენტით უნდა დაიხარჯოს.
“რუნავიკი” ფურცელზე პატარა ჩანს, მაგრამ თუ 90 პროცენტით ვითამაშებთ, მაშინ წავაგებთ. ამიტომ, ფეხბურთელები მოედანზე სრული კონცენტრაციით გამოვლენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება. “რუნავიკისთვის” ეს, წლის მატჩია”, - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა ვარჯიშის შემდეგ.
“ცხადია, აქცენტს შეტევაზე გავაკეთებთ. ვერ გეტყვით, ერთი თავდამსხმელით ვითამაშებთ, ორით, თუ სამით, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდმა თავდასხმაში მეტი დრო უნდა გაატაროს. საერთოდ, იმასთან შედარებით, რასაც “დინამო” დუშან უგრინის დროს მოედანზე აჩვენებდა, ბევრი რამ არ შეიცვლება, რადგან ცოტა დრო მქონდა”,
- აცხადებს ცობელი.
თბილისელთა ფორვარდის, ვაწაძის თაობაზე, რომელსაც გუნდის გერმანულ შეკრებაზე, ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ რამდენიმე დღეა ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს, ცობელმა შემდეგი თქვა:
“ვაწაძემ ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა და ოპტიმალური სათამაშო ფორმის დასაბრუნებლად, ვარჯიში კიდევ სჭირდება. ჩემი აზრით, ის, დღესდღეობით, 20 წუთით სათამაშოდაა მზად”.
გერმანელი მწვრთნელის აზრით, მომავალ თამაშს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება:
“ასე მგონია, სტადიონზე ბევრი ხალხი მოვა. მომავალ მატჩში, საქართველოს ელჩები ვიქნებით. ქომაგების დიდი იმედი მაქვს”.
“რუნავიკთან” მატჩში, “დინამოს” სლოვაკი მცველი მილოშ კრშკო ვერ დაეხმარება, რომელმაც ვარჯიში გუნდთან ერთად კი დაიწყო, მაგრამ ტრავმა მიიღო და მოგვიანებით, მოედანი დატოვა.
ფარერულ გუნდთან შეხვედრის წინ, თბილისელებმა შემდეგი შემადგენლობით ივარჯიშეს: მეკარეები - ოვონო, ლორია, ლოსაბერიძე, მინდვრის მოთამაშეები: თომაშვილი, შოთა კაშია, გურამ კაშია, სპასოევიჩი, მერებაშვილი, აკირემი, ჯიშკარიანი, ვაწაძე, ფირცხალავა, ქანთარია, ხმალაძე, დიღმელაშვილი, გველესიანი, ოდიკაძე, ინწკირველი, ნერგაძე, ქავთარაძე, ჯუს დონალდსი.
“დინამო”- “რუნავიკის” შეხვედრა ხვალ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება.
მომავალი მატჩის მთავარი არბიტრი სერბი ნინოსლავ სპასიჩი იქნება, რომელსაც ასისტენტობას თანამემამულეები, ვლადიმირ ივანოვიჩი და ცედომირ მილიჩი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი, ასევე სერბი მილორად მაზიჩია.
უეფა-ს დელეგატად ბერძენი ანდრეას აკელიდისია გამწესებული, ხოლო მსაჯების დამკვირვებლად – ბულგარელი სტეფან ორმანჯიევი.
ლაშა თაბაგარი
ილია მეორემ ქართველი ოლიმპიელები დალოცა რაინერ ცობელი: “ასი პროცენტით უნდა დავიხარჯოთ” არმიის სათავეში ძაკერონი გამოჩნდება
This post has been edited by George:) on 15 Jul 2008, 22:55