მგა თამაშში მაგარი გოლი გაიტანა მგონი მელქაძის პასით

“დინამოს” “რუნავიკთან” განმეორებითი მატჩი ელის
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ფარერების “რუნავიკთან”, თბილისის “დინამო”, ხვალ, ტორსჰავნში გამართავს და შეხვედრა, თბილისის დროით, 22.00 საათზე დაიწყება.
მომავალი მატჩის მთავარი არბიტრი ფინელი ტერო ნიემინენი იქნება, რომელსაც თანამემამულეები - მიკა პოიკსელკა და იან-პეტერ არავიტა დაეხმარებიან.
მეოთხე არბიტრად ასევე, ფინელი ჰეიკი პაუნინენია განწესებული.
შეხვედრის დელეგატი უეფადან ადრიან ტიტკომბია, ხოლო მსაჯების დამკვირვებელი ლიტველი - იონას ბრაგა.
თბილისელები ფარერებზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფებიან:
მეკარეები: ოვონო, ლორია.
მინდვრის მოთამაშეები: გ. კაშია, შ. კაშია, ნერგაძე, ინწკირველი, თომაშვილი, კრშკო, ხმალაძე, დიღმელაშვილი, ოდიკაძე, გველესიანი, ჯიშკარიანი, ფირცხალავა, აკირემი, ვაწაძე, ქანთარია.
ფარერებზე “დინამოს” არ წაყვა ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი, რომელიც ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის.
გარდა ამისა, თბილისელთა შემადგენლობაში არ არის, ჩერნოგორიელი თავდამსხმელი სპასოევიჩი, რომელიც სამშობლოშია და ოპერაციის შემდეგ, ექიმებთან კონსულტაციას გადის.
“დინამომ” პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში 16 ივლისს გაიმართა, 3:0 მოიგო და იმ შეხვედრაში “რუნავიკის” კარში გოლები გურამ კაშიამ, გველესიანმა და ოდიკაძემ გაიტანეს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, თბილისელთა მეტოქე საბერძნეთის “პანათინაიკოსი” იქნება.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=10110 This post has been edited by DINAMOFAN on 21 Jul 2008, 16:44