ცობელმა გორი მოინახულა
თბილისის ”დინამომ” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა. მეორე ეტაპზე ბერძნულ ”პანათინაიკოსთან” ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად, თბილისელთა გერმანელი სპეციალისტი რაინერ ცობელი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ცობელმა რამდენიმე დღით საქართველო დატოვა, თუმცა თბილისელებს ვარჯიში არ შეუწყვეტიათ. დაბრუნებულ გერმანელ სპეციალისტს თან გერმანიის სახელმწიფო არხი ”wla" ჩამოყვა და მასზე მასალას ამზადებს. გუშინ კი ცობელი გორს ეწვია და დაბომბილი ქალაქი დაათვალიერა.
რაინერ ცობელი: რაც საქართველოში რუსეთის მხრიდან მოხდა ძალიან ცუდი რამ არის. რას მოიმოქმედებდნენ კიდევ რუსები არავინ არ იცოდა - არ ვიცოდი დავრჩენილიყავი თუ წავსულიყავი. საბოლოოდ წავედი და აქ მიმდინარე მოვლენებს გერმანიიდან ვადევნებდი თვალს.
თქვენ გუშინ გორში იმყოფებოდით რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ისეთი დანგრეული არ აღმოჩნდა რასაც ველოდი. ვნახე დანგრეული სახლები, მოვინახულე დევნილები, რომლებიც კარვებში ცხოვრობენ, ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავის სახლებს მე ამის მჯერა. საერთოდ გორში პირველად ვიყავი და ძალიან ლამაზი ქალაქია.
”დინამოს” გამოსვლას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე როგორ შაფასებდით?
- ”რუნავიკთან” ადვილი იყო თამაში. რაც შეეხება ”პანათინაიკოსს”, ის ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ როგორც თბილისში ისე ათენში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საბერძნეთში მომენტები სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ და საბოლოო ჯამში დავმარცხდით. საერთო ჯამში ჩემი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ.
სულ მალე ახალი სეზონი იწყება და როგორ ემზადება ამისთვის ”დინამო”?
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო, ჩვენ ერთი დღეც კი არ შეგვიწყვეტია ვარჯიში. ახლა რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია - 4 მოთამაშე 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული და 4 ფეხბურთელი ეროვნულში.
ალბათ რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ ეროვნულ ჩემპიონატზე, რისი თქმა შეგიძლიათ?
- მე ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში და ნამდვილად არ ვიცი როგორი ჩემპიონატი ტარდება, ვინაიდან როცა ”დინამოში” მოვედი, სეზონი უკვე დამთავრებული იყო.
რა იქნება ”დინამოს” მიზანი ახალ სეზონში?
- ჩვენ პირველები ვიქნებით. ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის - ეს არის ჩვენი მიზანი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3862ამასობაში დინამოელებმა მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელი ახალგაზრდა 20-წლის გედევან დარასელია გადმოიბირეს, იგი ჯერ დინამო 2-ში იასპარეზებს.