დუდუ დადიანის პირველი ფინალისტი “ენერჯი ინვესტია”
დუდუ დადიანის საკალათბურთო მემორიალის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულმა რუსთვის “ენერჯი ინვესტმა”, მე-7 გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, დიდი ანგარიშით 120:58 მოუგო თბილისის “დინამოს” და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მართალია, მესამე, დასკვნით ტურში, ნტდ-“თბილისთან” “ენერჯი ინვესტის” დამარცხების თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ რუსთაველებს ფინალის საგზურს მაინც ვერავინ შეეცილება. წაგების შემთხვევაში, შეიძლება, რუსთავის გუნდს, ქულებით, “დინამო” ან თსუ წამოეწიოს, რომლებიც რუსთაველებს დიდი ანგარიშით ჰყავს დამარცხებული და მაინც ჯგუფის პირველ ადგილზე დარჩებიან.
აღსანიშნავია, რომ “დინამოსთან” შეხვედრაში პირველად ითამაშეს “ენერჯი ინვესტის” ლეგიონერებმა ბოიან ვუკადინოვიჩმა (სერბეთი), პოლ მაკფერსონმა (აშშ) და ნიკოლა რადიჯიჩმა (სერბეთი). ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ძნელია აღნიშნული ლეგიონერების შეფასება, რადგან მასპინძლებმა უდიდესი უპირატესობით - 62 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
21 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო “ენერჯი ინვესტის” მძიმე ფორვარდი ზვიად ბაბიაშვილი.
“დინამოს” მხრიდან ყველაზე მეტი - 11 ქულა გივი ბაქრაძემ დააგროვა.
უაღრესად დაძაბული გამოდგა ამ ჯგუფში მოასპარეზე თსუ-სა და მემორიალის დებიუტანტ ნტდ-“თბილისის” შეხვედრა. ერთი ქულის სხვაობით, 94:93 გაიმარჯვა თსუ-მ. 29 ქულითა და 12 მოხსნით ყველაზე შედეგიანი თსუ-ს მძიმე ფორვარდი დავით ბარბაქაძე იყო.
ნტდ-“თბილისის” მხრიდან ყველაზე მეტი - 24 ქულა, უკანახაზელმა მიხეილ ჩიტაშვილმა გააკეთა. 22 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ნტდ-“თბილისის” კამერუნელი ლეგიონერი პლასიდე როდუმტა.
პირველი შეხვედრა ჩაატარა მემორიალის მეორე დებიუტანტმა “სასოფლომ”, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულ თბილისის “მაკაბის” შეხვდა. “სასოფლომ” ანგარიშით 95:70 გაიმარჯვა და ქვეჯგუფში მინიმუმ, მე-2 ადგილი გაინაღდა.
ყველაზე მეტი - 16-16 ქულა, “სასოფლოს” ფორვარდმა დავით გვიმრაძემ და უკანახაზელმა ტატო ჩაჩიბაიამ დააგროვეს.
ერთი ქულით ნაკლები აღმოაჩნდა “მაკაბის” ცენტრალურ თავდამსხმელ დათო იოსელიანს.
ჯგუფის მესამე გუნდი “თბილავიამშენი”, მე-2 ტურში ისვენებდა.
გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას 8 ოქტომბრისთვის
A ჯგუფი
თბილავიამშენი 1 1 0 2
სასოფლო 1 1 0 2
მაკაბი 2 0 2 2
B ჯგუფი
ენერჯი ინვესტი 2 2 0 4
თსუ 2 1 1 3
დინამო 2 1 1 3
ნტდ. თბილისი 2 0 2 2
9 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდებიან
13.00 “სასოფლო” - “თბილავიამშენი”
15.00 “თსუ - “დინამო”
17.00 “ენერჯი ინვესტი” - ნტდ-“თბილისი”
“მაკაბიმ” ჯგუფური ტურნირი დაასრულა
ქვემოთ გთავაზობთ დღევანდელი ტურის მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.
დუდუ დადიანის მე–7 მემორიალი. 7–10 ოქტომბერი. რუსთავი
8 ოქტომბერი
მაქაბი 70:95 სასოფლო
11:22 21:20 25:27 13:26
მაქაბი: გუგა პატარაია (7), გიორგი კილაძე (9), ილია ლონდარიძე (7), დათო იოსელიანი (15), ზურაბ ბიბილური (6); გიორგი მაღლაკელიძე (7), ირაკლი ჩლაიძე (5), ირაკლი ივანეიშვილი, ნიკა ელიკაშვილი (14), გელა კოპალიანი
სასოფლო: წივწივაძე (12), მარხვაშვილი (4), მ. ბერიშვილი (12), გვიმრაძე (16), ათანელიშვილი (8); ჩაჩიბაია (16), გულისაბედაშვილი (12), ძიძიგური (2), გასიტაშვილი, ცერცვაძე, ტყეშელაშვილი (9), ბოქოლიშვილი (4)
მსაჯები: ხათუნა გაბედავა, დავით არეშიძე
კონისარი: თენგიზ ქიქოძე
ნტდ–თბილისი 93:94 თსუ
19:25 25:25 29:17 20:27
ნტდ–თბილისი: ჩიტაშვილი (24), ფაშაევი (5), სარიევი (2), ბახშიევი (20), სუხიშვილი (3); ნიფთალიევი (5), მამაცაშვილი (2), როდუმტა (22), კოღუაშვილი , კეიდია (10)
თსუ: დ. ბერიშვილი (15), გაფრინდაშვილი (10), დ. ბარბაქაძე (29), მარკოიშვილი (6), ყველაშვილი (4); კოხრეიძე (3), შანიძე (26), ახალკაცი (1), გ. ბარბაქაძე
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: მურმან ქურიძე
ენერჯი–ინვესტი 120:58 დინამო
29:18 29:13 26:15 36:12
ენერჯი–ინვესტი: გამყრელიძე (1), რადიჯიჩი (14), მაკფერსონი (11), ვუკადინოვიჩი (17), უგრეხელიძე (19); ბაბიაშვილი (21), ლეჟავა (12), დიდია (3), ცეკვავა, ტუღუში (9), ტუჯანი (5), ჭოჭუა (8)
დინამო: სიგუა (3), სორდია (7), კორკოტაძე (4), ხიზანიშვილი (10), გიორგი გემაზაშვილი; გივი ბაქრაძე (11), ნანიტაშვილი (5), ლაფანაშვილი (5), ირაკლი დოლიძე (2), თემურ თავამაიშვილი (2), გიორგი ხანიაშვილი (6), ვახტანგ ბააკაშვილი (3)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე
კომისარი: მურმან ქურიძე
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13011