ქართველი ფეხბურთელების შეფასება ბულგარეთთან მატჩის მერე
ლომაია - ძელის მოვალეობაც კი ვერ შეასრულა
ხიზანიშვილი - ცდილობდა რაღაც გამოსვლოდა დაცვის ცენტრში თუმცა უშედეგოდ
კალაძე - კახიმ მისგან ''კარგ'' თამაშს შეჩვეული ფანები არც ამჯერად გაგვაწბილა, ჩვეულ სტილში უამრავი შეცდომა დაუშვა და თითქოს და პერსონალურად აყვანილ ბერბატოვს სამი ბურთის გატანა დაანება
სანაია - არაფერი გაუკეთებია თუმცა არც გაუფუჭებია რამე
ლობჟანიძე - უკეთეს მეურვეს ვერც ინატრებდა პეტროვი
კობიაშვილი - მიუხედავად გატანილი გოლისა და რამოდენიმე სწორად შესრულებული პასისა სხვაზე უკეთესი არაფრით ყოფილა
რაზმაძე - ალბად ბევრს არც გაუგია მისი მოედანზე ყოფნა და შესაფასებელიც არაფერია
ყენია - ჩვენებურების ისედაც შერცხვენილი სახელი მეტად შებღალა რამოდენიმე უაზრო არასპორტული ქცევით... საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტიც მასზე უხეშობისთვის დაინიშნა თუმცა გუნდურ თამაშზე ერთხელაც არ დაფიქრებულა
ხმალაძე - თამაშიდან გამომდინარე მისი მთავარი მიზანი რომელიმე ბულგარელი ფეხბურთელის დატრავმა უნდა ყოფილიყო მაგრამ ესეც ვერ შეასრულა და თავისივე მაისურის ფერი ბარათიც დაიმსახურა
იაშვილი - ფორვარდის პირობაზე არაფერი გაუკეთებია თუმცა კალაძეს და ხიზანიშვილს ისე აუბა მხარი რამოდენიმე მომენტში კარგ მცველსაც შეშურდებოდა
დვალიშვილი - 36-ე წუთზე ყენიას მიერ ცარიელ კარში გაკეთებულ პასს ფეხი დაუხვედრა...
http://livesport.ge/football/68--62-.htmlპ.ს. არაფერი ახალი არ წერია, ამრა იყოს მაინც აქ