აშვეთია სიმურგში?
შესაძლოა, მიხეილ აშვეთიამ კარიერა ზაქათალის ?სიმურგში? გააგრძელოს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ?ლოკომოტივის? ყოფილი ფორვარდი ბოლოს რუსეთის მეორე დივიზიონის კლუბ ბარნაულის ?დინამოში? თამაშობდა. თუმცა ორიოდ დღის წინათ, 31 წლის თავდამსხმელმა ?დინამო? დატოვა და ახალ კლუბში გადასვლის სურვილი გამოთქვა - თუ რომელში, ეს არ დაუკონკრეტებია.
აშვეთიას საიდუმლოს ?სიმურგის? მენეჯერმა დავით გენძეხაძემ ახადა ფარდა. მაგრამ თავდაპირველად, მას ვასილ გიგიაძის შესაძლო ტრანსფერზე ვკითხეთ. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანელებს სიმფეროპოლის ?ტავრიას? ქართველი თავდამსხმელის შეძენის სურვილი ჰქონდათ...
- ბატონო დავით, გიგიაძის ტრანსფერი ჩაიშალა?
- თავად გიგიაძესთან მოვილაპარაკეთ, ის თანახმა იყო, ?სიმურგში? ეთამაშა, მაგრამ... ტრანსფერი მაინც არ გამოვიდა.
- მიზეზი რა იყო?
- ?ტავრიას? პრეზიდენტმა თავი შორს დაიჭირა და უარით გაგვისტუმრა. ამის შემდეგ მოლაპარაკება მიხეილ აშვეთიასთან დავიწყეთ.
- აშვეთია ბარნაულის ?დინამოდან? ?სიმურგის? მიწვევის იმედით წამოვიდა?
- დიახ, ასეა. მიშას ჩამოსვლა სურს, მაგრამ თურმე დღემდე მახაჩყალის ?ანჟის? საკუთრებაა. ახლა მთავარია, დაღესტნელებმა უარი არ გვითხრან. ?სიმურგს? თავდასხმაში პრობლემა აქვს და აშვეთიას მისი გადაჭრა შეეძლო. ახლა სამი დღე თურქეთში ვიყავით, ?ტრაბზონთან? ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ და 1:2 დავმარცხდით. აშკარად გამოჩნდა, რომ თავდასხმაში გუნდს პრობლემები აქვს.
- აშვეთიასთან ერთად, ?სიმურგში? ვალერი აბრამიძესაც ხომ არ იწვევენ?
- ვალერიზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცი, მისი ჩამოსვლა რამდენად რეალურია. ზაქათალელებს აქცენტი უფრო თავდამსხმელზე აქვთ გადატანილი, მარჯვენა მცველად კი რუსთავის ?ოლიმპიდან? პერსპექტიული თემურ ღონღაძე ავიყვანეთ.
- იქნებ ?ტრაბზონთან? შეხვედრაზე ცოტა მეტი გვითხრათ...
- ?სიმურგში? ყველა ჩვენიანმა ითამაშა - ღონღაძემ, ჩხეტიანმა, ბოლქვაძემ და ახალკაცმა. ?ტრაბზონი? ძლიერი გუნდია და ყველას აინტერესებდა, გუნდის ახალწვეულები როგორ ითამაშებდნენ. პირდაპირ ვიტყვი, განსაკუთრებით ღონღაძე მომეწონა. ის ?სიმურგში? საუკეთესო იყო და კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ ძალიან კარგი ტრანსფერი განხორციელდა. სხვათა შორის, მისით თურქებიც დაინტერესდნენ. ამ დროს კი ?სიმურგის? პრეზიდენტმა მას 2-ნომრიანი მაისურა გადასცა. თურქეთში ყოფნის დროს შევიტყვე, რომ ექტორ კუპერმა თემური ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და ვფიქრობ, არც შემცდარა - თემური საქართველოს ჩემპიონატის დონისთვის ორ წელიწადში გადაიზარდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწევს.
????? თემურ ღონღაძე ახალი კლუბით კმაყოფილია:
- მართალია, ახალწვეული ვარ, მაგრამ ბიჭებმა მეგობრულად მიმიღეს. ადაპტაცია ქართველებმა გამიადვილეს, ჩვენთან უკრაინელები და აზერბაიჯანელები ახლობლობენ. განსაკუთრებით ლატვიელი ლეგიონერი სოლონიცინი დაგვიმეგობრდა.
- რა დასამალია და, აზერბაიჯანში წასვლის შემდეგ არ გვეგონა, ნაკრებში თუ გამოგიძახებდნენ.
- ასეთი ეჭვი მეც მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, კუპერი მენდო და გამომიძახა. მისმა ნდობამ უზომოდ გამახარა. ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მისვლაც ბევრ რამეს ნიშნავს და თუ თამაშის საშუალება მომეცა, ეს ხომ საერთოდ ზღაპარი იქნება.
- ?ლეგიასთან? პირველივე შეხვედრაში ტრავმა მიიღეთ და ასე მალე მომჯობინდით?
- რამდენიმე დღე ვმკურნალობდი და საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, უკვე ვვარჯიშობ და ექიმების დახმარებაც არ მჭირდება.
P. S. ?სიმურგმა? სეზონისთვის მზადება ლანჩხუთში, ?გურიასთან? საკონტროლო მატჩით დაასრულა. აზერბაიჯანელები საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბთან 0:1 დამარცხდნენ. ამასობაში, ?სიმურგის? პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის თემურ ღონღაძესთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/182/182-5.htm