http://www.opentext.org.ge/10/lelo/075/075-6.htmიური გაბისკირია დღეს ქართულ ფეხბურთში ლამის ტაბუდადებული მწვრთნელია - კაცმა �ზესტაფონისა� და �ოლიმპის� შეხვედრა მოედანზე ბურთის შეგდებით ჩაშალა. თუმცა ეს მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი მხარეა, მეორე კი, მკითხველისთვის უცნობი და საინტერესო დეტალები, დღეს გვინდა გაგაცნოთ. ბუნებრივია, სკანდალურ მატჩს გვერდი ვერ ავუარეთ და ინტერვიუც სწორედ ამით დავიწყეთ...
- იური, ზესტაფონში მომხდარის გამო გვარიანად დაისაჯეთ. ყველა დარწმუნებულია, რომ მოედანზე ბურთი შეგნებულად, მასპინძელთა შეტევის ჩასაშლელად შეაგდეთ...
- მესმის ზესტაფონელთა უკმაყოფილება, სასჯელი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო და ვაღიარებ, რომ ზედმეტი მომივიდა. თუმცა ეს იყო გაბრაზებისა და თავშეუკავებლობის შედეგი და არა - წინასწარ განზრახული საქციელი.
- მაინც �პირველ ჩვენებაზე� ხართ?
- რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლი. ძალიან განვიცდი... ჩემ გამო, �ოლიმპიც� გვარიანად დაისაჯა, ჩემ თავშეუკავებლობისთვის ქულები დაგვაკლეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს შეგნებული საქციელი არ ყოფილა.
- მომხდარის გამო გუნდში როგორი მდგომარეობაა?
- რა თქმა უნდა, განვიცდით, რადგან შრომით მოპოვებული ქულები დავკარგეთ. იმასაც ძალიან განვიცდით, რომ ჩვენს მეგობრებთან უსიამოვნება მოგვივიდა და რა ვიცი... იქნებ, მართლა ჰგონიათ, რომ ეს შეგნებულად გავაკეთე. მატჩის მიწურულს დროის გაყვანა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ასეთი უღირსი საქციელი მიუღებელია და ნამდვილად არ მიკადრებია.