იმგვარი სიტუაციით და მიდგომით, რაც დღეს თბილისის 'დინამო'-შია ეს შეუძლებელი იქნება.
შეიძლება მოვხვდეთ ევროპის ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ სასწაულად უნდა გაგვიმართლოს, პირდაპირ ჩვენსკენ უნდა იყოს ფორტუნა, (ასეთი ბედი ჩვენ ვინ მოგვცა...) სხვა შემთხვევაში, არ იქნება ლოგიკური მოვლენა თბილისის 'დინამოს' ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.
არადა ძალიან მინდა, საოცრად ძალიან. ერთის მხრივ მიყვარს შედარებით მაღალი დონის მატჩებზე დასწრება, რაც ძალიან ცოტაა ხოლმე: ნაკრების რამოდენიმე თამაში + ევროთასების 2-3 თამაში და მერე გავარდნილი ვართ. თანაც დიდი რეკლამაა, კლუბისაც, ქალაქისაც და საერთოდ ქვეყნისაც.
არ ვიცი....
ზალცბურგი (ავსტრია)
რუსენბორგი (ნორვეგია)
გენტი (ბელგია)
ბრიუგე (ბელგია)
შერიფი (მოლდოვა)
ლუზანა (შვეიცარია)
ჰაიდუკი (ხორვატია)
ოდენსე (დანია)
დებრეცენი (უნგრეთი)
კარპატი (უკრაინა)
უტრეხტი (ჰოლანდია)
ცსკა (ბულგარეთი)
ფეხბურთის სტაჟიანი და სერიოზული გულშემატკივრებისთვის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გუნდი მეტ-ნაკლებად ნაცნობია, სულ მცირე სახელით მაინც.
და ვინ არიან ეს გუნდები იცით?
ეს გუნდები არიან ისინი, რომლებიც მიმდინარე ევროპის ლიგის თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, თავიანთ ჯგუფებში (4 ტურის შემდეგ) მიდიან
ბოლო ადგილზე.ანუ უსუსტესი გუნდები.
აბსოლუტურად ყველა მათგანი ნომინალური ფავორიტი იქნება თბილისის 'დინამოს' წინააღმდეგ და წინასწარი ალბათობით მეტი შანსი ექნება გამარჯვების ლოგიკის თანახმად.
დავანებოთ თავი ლოგიკას და ნომინალურ შანსებს. რამდენ მათგანს შეგვიძლია ვებრძოლოთ ისე, რომ მთლად უიმედოდ არ ვიყოთ და 30% მაინც გვქონდეს შანსი?
ალბათ ასეთები იქნებოდა: შერიფი, ლუზანა, ჰაიდუკი, დებრეცენი და ცსკა... ანუ, ბოლო ადგილოსანი გუნდების ნახევართანაც არ გვექნება სერიოზული შანსები.
ესაა სამწუხარო რეალობა. 'შტურმმა' გამოგვაგდო. წარმოიდგინე ახლა რამდენია იმის შანსი, რომ მაინცდამაინც 'დებრეცენი' შეგხვდება და თან რომ მოიგებ? ამიტომაც ვართ ასე.
ქართველებს არც ნიჭი დაგვიკარგავს და არც სურვილი, მაგრამ საშინელი მოუთმენლობა და სიხარბე დაგვერია, ყველას, უპირველეს ყოვლისა გუნდის ხელმძღვანელობას, შემდეგ კი ფეხბურთელებსაც და ასე ევროპის ლიგაში ვერ მოვხვდებით.
ეს სიხარბე მდგომარეობს მოუთმენელ სურვილში, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ გაყიდოს ფეხბურთელი, რომელიც რაღაც დონის თამაშს ისწავლის და ვინმე 200.000 - 300.000 ევროს გადაიხდის, ხოლო ფეხბურთელებიც მზად არიან გადავიდნენ სერბულ-უკრაინულ-რუსულ მეორეულ და ზოგჯერ აუტსაიდერ გუნდებშიც კი უკეთესი ანაზღაურების გამო.
აი, მანდ ესმება წერტილი იმ ფეხბურთელების წინსვლასაც და 'დინამოსაც'. ჩვენ გუნდი უნდა შევქმნათ, გუნდი! რეალური გუნდი! და მოვა ის ფულიც, კლუბიც გამდიდრდება და ცალკეული ფეხბურთელებიც, ჯერ აქვე მიიღებენ დიდ ხელფასს და შემდეგაც, როგორც რესპექტაბელური გუნდიდან 'ვოივოდინა' და 'ვიტესში' ან რაიმე საშუალოზე დაბალ უკრაინულ გუნდში კი არ წავლენ, არამედ - 'ფეიენოორდში', 'სელტიკში', 'რაპიდში' და ა.შ. საშუალო ან საშუალოზე უკეთეს ევროპულ გუნდებში. მოწინავე გუნდებში ფინანსურადაც იხეირებენ და პროფესიულადაც.
ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ და ვერ გამოვედით ამ მაგიური ციკლიდან - ყველა კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულად თავის თავზე ფიქრობს, არც იმას ელოდება როგორ და როდის ექნება უკეთესი ხელფასი 'დინამო'-ში, არც საკუთარი თავის პროგრესს და როგორც კი შანსი მიეცემა პირდაპირ გარბის უკეთეს პირობებში რა ნეგატივიც არ უნდა ჰქონდეს ამას.
ასევე გუნდის ხელმძღვანელობაც, ესენი არ ელოდებიან არავითარ დიდ მიზნებს, არც ევროპის ლიგას და არც არაფერს. ცდილობენ სასწრაფოდ გააკეთონ ფული. და რაც არ უნდა კარგი მიზნებისთვის დაიხარჯოს ეს ფული (არა მოგება და პირადი გამდიდრება) მაინც "დღევანდელი კვერცხია" და ხვალიდან ქათამს ასე ვერ დავიჭერთ.
ეეეეჰჰჰ... რა ევროპის ლიგა? არადა, მეორეს მხრივ თუ ყველაფერი გაკეთდება წარმატებისთვის, (ოღონდ მართლა ყველაფერი) ევროპის ლიგა კი არა, საოცარი უტოპია არც ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა....
თუ მუჯირი წასვლაზე ფიქრობს, თუ კოშკაძე წასვლაზე ფიქრობს, თუ ვაწაძე წასვლაზე ფიქრობს.... გამორიცხულია სერიოზული წარმატება, ერთის მხრივ იმიტომ რომ ცხადია ძალა დაგვაკლდება, მეორეს მხრივ კი, მთლიანობაში, გუნდი, რომლიდანაც ასე მიდიან ძირითადის ფეხბურთელები თავისთავად ვერაფერს მიაღწევს.
გუნდის ბირთვი ხომ თავისთავად შესანარჩუნებელია, მაგრამ გარდა ამისა მოსაძიებელია შედარებით "სტაჟიანი" და უკვე დაბერებული, ნაკრების დონეზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები (გახსოვთ ნემსაძე, როგორ დაეხმარა 'დინამოს' ჯგუფურზე მოსახვედრად?) და მოვიყვანოთ 'დინამოში' მასიურად. მუჯირი კარგი სვლა იყო ძალიან. ამას უნდა დაემატოს საქართველოს ჩემპიონატიდან კარგი ფეხბურთელების გადმობირების პოლიტიკა. სამწუხაროდ ეროვნულ ჩემპიონატში ფიზიკურად არა გვყავს იმდენი კარგი ფეხბურთელი, რომ რამოდენიმე კარგი გუნდი გაკეთდეს, (მაქსიმუმი, ალბათ - 2) ყველამ თავისი ეძიოს და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამგვარი გზით შიგნიდანაც გავაძლიეროთ გუნდი. მერე კიდევ, არის ფეხბურთელთა კატეგორია, რომელიც უთამაშებელია, სკამზე ზის უკრაინაში ან რუსეთში. კი უხდიან 3-4-ჯერ მეტს იქ, მაგრამ ეგრე ძალიან მალე გააფუჭებენ და ის აგროვებული თანხები სიცოცხლის ბოლომდე მაინც არ ეყოფა, ასეთი ფეხბურთელები უნდა დავიბრუნოთ, თვითონაც უნდა დაბრუნდნენ და გახდნენ მაღალი დონის ფეხბურთელები.
სხვანაირად არაფერი არ გამოვა.... ა რ ა ფ ე რ ი.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 15 Nov 2010, 01:50
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)