ნახეთ რა უმუშავია გუშინ მამულაშვილს, რამდენი ინფოა ლელოში დინამოზე:
-------------------------------------------------------------------------------------------------------
კახა კაჭარავა - უცხოელებიდან ორს დავტოვებთ
10:00 19-01-2011
თბილისი "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" საკონტროლო შეხვედრამ გულშემატკივრებსა და სპეციალისტებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. "ავაზას" სტადიონზე იმაზე ნაკლები მაყურებელი არ იყო, ვიდრე ამავე გუნდების პირველი ეტაპის შეხვედრებისას. არც არის გასაკვირი, ცვლილებებმა თბილისის "დინამოში" მაყურებელში იმედი აღძრა და ყველას აინტერესებს, რა გუნდს ვიხილავთ მეორე წრეში.
ტატანაშვილმა აქტიურად დაიწყო თამაში. თუ ჩემპიონატშიც ასე ითამაშებს, "ამერის" ყოფილი ფორვარდი მცველებისთვის კვლავაც უსიამოვნო მეტოქე იქნება. ის ბოლნისელების კართან მუდამ იმ დროს და იმ ადგილზე ჩნდებოდა, სადაც და როდესაც თავდამსხმელი უნდა გახსნილიყო. საბოლოოდ, დუბლი და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
აღსანიშნავნი არიან მისი პარტნიორებიც - გიორგი თექთურმანიძე, ვლადიმირ ვუკაილოვიჩი და გიორგი კახელიშვილი შეტევებს ამწვავებდნენ და ტატანაშვილს მწვავე გადაცემებით ამარაგებდნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "სიონის" მცველებმა სუსტად ითამაშეს და ხშირად ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ.
ტატანაშვილმა ანგარიში გიორგი კახელიშვილის ფლანგური პასით გახსნა. ხუთ წუთში კი უკვე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი თექთურმანიძის მშვენიერი გადაცემით ისარგებლა.
მალე კახელიშვილმა თავად გაიტანა - ტატანაშვილი ამჯერად ასისტენტი იყო.
პირველი ტაიმის ბოლოს კახელიშვილსაც ჰქონდა დუბლის შესრულების შანსი, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი მინდია ბობღიაშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა და ტატანაშვილის მორიგი სახიფათო დარტყმა მოიგერია.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ბოლნისელმა მანუჩარ ოქროპირიძემ "დინამოს" ცენტრალური მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა დინამოელებმა სამბურთიანი უპირატესობა მაინც აღადგინეს - სერბმა ნახევარმცველმა ვლადიმირ ვუკაილოვიჩმა მშვენიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1. სხვათა შორის, მას და ტატანაშვილს თავის გამოჩენა მეორე ტაიმში კიდევ შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან მარტო დარჩენილმა სერბმა ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი ტატანაშვილმა ვეღარ იმარჯვა.
ცხადია, საინტერესოა, გასასინჯი უცხოელებიდან ვინ დარჩება "დინამოში". ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ მატჩის შემდეგ ილაპარაკა:
- თამაშითაც კმაყოფილი ვარ და შედეგითაც. იცით, რომ ამჯამად მომზადებებასთან ერთად, სელექციასაც ვაწარმოებთ. ორი ფეხბურთელის დატოვებაზე შევთანხმდით, დანარჩენებმა კი "დინამოს" მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და კლუბი დატოვეს, ან დატოვებენ. თუმცა დასარჩენთა დასახელება ჯერ არ მსურს, რადგან საკითხი ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ.
- ორი ფეხბურთელის დატოვება ახსენეთ. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ამის შანსი მაროვიჩსა და ვუკაილოვიჩს უნდა ჰქონდეთ.
- დღეს კიდევ ორი უცხოელი თამაშობდა.
- მაგრამ ევტიჩისა და ბაგუჟისის დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, საეჭვოა, მათი დატოვება გსურდეთ.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით... ისე, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.
მთავარი გუნდების შეხვედრამდე "დინამო" და "სიონი" სხვა შემადგენლობებითაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - შეხვედრა 3:3 დასრულდა, "დინამოდან" თავი გამოიჩინეს ლექვთაძემ (ფოფხაძის პასით), სიხარულიძემ (ლექვთაძის პასით) და ქანთარიამ (სიხარულიძის პასით). ბოლნისელთაგან ორი ბურთი თოდუამ გაიტანა, ერთი კი პენალტით იაშვილმა.
"დინამო": ნადირაძე, თომაშვილი, გველესიანი, კვარაცხელია, ფოფხაძე, ჩადუნელი, ჯიღაური, ლექვთაძე, არახამია, მაჭავარიანი, ვაშაკიძე, გოგიძე, წენგუაშვილი, სიხარულიძე, ქანთარია.
დინამო 4:1 სიონი
თბილისი. "ავაზა-ვისოლის" სტადიონი. 200 მაყურებელი.
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (12. კახელიშვილის პასით), 2:0 ტატანაშვილი (17. თექთურმანიძის პასით), 3:0 კახელიშვილი (26. ტატანაშვილის პასით), 3:1 ოქროპირიძე (77), 4:1 ვუკაილოვიჩი (83. ფირცხალავას პასით)
"დინამო": ზარქუა - კაკუბავა, ბაგუჟისი, ევტიჩი, მაროვიჩი (85. ოთარაშვილი) - ედნილსონი (60. კვეკვესკირი), ფირცხალავა - თექთურმანიძე, ვუკაილოვიჩი, კახელიშვილი - ტატანაშვილი.
"სიონი": ბობღიაშვილი - ქურასბედიანი (46. ჩხეტიანი), ინწკირველი, ორბელაძე, კობაური - გოგობერიშვილი, დიდავა, ნოზაძე, ჩირიკაშვილი - ჯიქია, ბობოხიძე (46. მ. ოქროპირიძე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...davtovebth.htmlმუჯირი და ლიპარტია - კვლავ "დინამოს" სამიზნეში
10:14 19-01-2011
თბილისის "დინამო" ყოველდღიურად ახალ-ახალ უცხოელ ფეხბურთელებსაც აკვირდება და ამავე დროს ქართველების დამატებასაც აპირებს.
ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა "დინამოში" დავით მუჯირი, რომელმაც ეროვნული პირველობის პირველი ეტაპი კლუბში ჩაატარა. როგორც დათომ თქვა, მოლაპარაკება შვეიცარიულ კლუბთან ჰქონდა, მაგრამ "დინამოში" დარჩენასაც არ გამორიცხავს.
თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ "ლელოსთან" დაადასტურა კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიმდინარე მოლაპარაკება, მაგრამ, ჯერ არაფერია გარკვეულიო. ჩვენი ინფორმაციით, მუჯირმა "დინამოს" თავისი პირობები წაუყენა, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას შეუძლია. ფიფია ამჟამად კლუბის გადაფორმებას ასრულებს.
სხვათა შორის, "დინამოს" კონტრაქტი ჯერ არც 27 წლის გიორგი ციმაკურიძესთან გაუფორმებია, რომელიც დღემდე სლოვაკეთის "ჟილინას" ეკუთვნის.
"ციმაკურიძის გუნდისგან განათხოვრებაზე ოფიციალურ დასტურს ველოდებით და სანამ სატრანსფერო ფურცელი არ ჩამოგვივა, მანამდე კონტრაქტს ვერ გავუფორმებთ", - გვითხრა კაჭარავამ.
ამავე დროს, დაგვიდასტურეს ჯაბა ლიპატრიას მიმართ ინტერესი. კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გვითხრა, თუ ჯაბა "ზარიადან" წამოვა, არაა გამორიცხული, "დინამოში" დავიმატოთო.
ამასობაში "ლელომ" შეიტყო, რომ მალე თბილისის "დინამოს" ბაზის რემონტი დაიწყება და სათადარიგო მოედანს, ასე ვთქვათ, შემოატრიალებენ. ამგვარად დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის უფრო ეფექტურად ათვისებას იმედოვნებენ. კლუბის ხელმძღვანელობა "დინამოს" საკლუბო მაღაზიის გახსნასაც აპირებს. სხვათა შორის, მალე ვეტერან დინამოელებს ბაზის კარს გაუღებენ და ვეტერანთა ტრადიციული თამაშები ძველებურად გაჩაღდება.
სანამ დიღმის ბაზაზე მოედნებს მოაწესრიგებენ, მანამდე კლუბი იქვე მდებარე "ავაზას" სტადიონზე ივარჯიშებს. თუმცა მოედნის საფარის შეცვლას მოკლე ხანში იმედოვნებენ და ფეხბურთელები მეზობელ საფეხბურთო სკოლას დიდხანს არ შეაწუხებენ.
მაისიდან კი "დინამოს" ტექნიკური სპონსორი კომპანია "ადიდასი" გახდება და კლუბი 1981 წლის ფორმას მოირგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...samizneshi.htmlბონა და მუმლაძე "დინამოს" დაუბრუნდნენ
09:46 19-01-2011
გახსოვთ ბესიკ ბერაძე? უსიტყვო და ფუტკარივით მუშა მცველი, რომელსაც წყალტუბოს "სამგურალში", თბილისის "დინამოში", "ტრაბზონსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია.
"ტრაბზონიდან" და საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ბერაძემ (მეტსახელად "ბონა") საქართველოს ჩემპიონატში ცოტა ხანი ითამაშა და ისე დაიკარგა, მისი ალი-კვალი არავინ იცოდა - არც რომელიმე კლუბში მუშაობდა და აღარც ვეტერანთა მატჩებში მონაწილეობდა. არადა, 90-იანი წლების "დინამოს" ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურა იყო.
ახლა ბერაძე "დინამოს" დაუბრუნდა და "დინამო 2"-ის ადმინისტრატორად დაინიშნა. გადაწყვეტილება კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა მურთაზ შელიამ მიიღო. ცხადია, ახალი ხელმძღვანელების მისვლის შემდეგ, "დინამოში" კიდევ ბევრი საკადრო ცვლილებაა მოსალოდნელი.
კლუბს დაუბრუნდა რამაზ მუმლაძეც - "ვიტ ჯორჯიას", ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "ოილიმპის" ყოფილი დამრიგებელი ამიერიდან დუბლშემადგენლობასთან იმუშავებს. ბატონი რამაზი "დინამოში" წლების წინაც მუშაობდა, წვრთნიდა "დინამო 2"-ს და რამდენიმე წელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...aubrundnen.html