აბა, ხვალ ყველას ველით სტადიონზე !
ხვალინდელ მატჩში გუნდს თითოეული გულშემატკივრის თანადგომა სჭირდება, თქვენი დიდი იმედი გვაქვს!
* * *
ზესტაფონში კვირას გასამართი მატჩი, ძალთა რეალური შეფასებით, ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირებაა. მისი შედეგით, შესაძლოა, ჩემპიონის ბედი ვერ გაირკვეს, თუმცა, შესაბამისი ფსიქოლოგიური განწყობის დამკვიდრება, ამ შედეგს ორივე გუნდში შეუძლია. “ზესტაფონი”-“დინამო” იმითაცაა გამოსარჩევი, რომ მისი პირდაპირ ეთერში გადაცემით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ეროვნულ ჩემპიონატს უბრუნდება.
10.04, 18:00. ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”.
”ზესტაფონი” - “დინამო” (თბილისი) (I - 1:2, II - 0:1, III - 0:0).
დისკვალიფიცირებული: ნიკოლოზ გელაშვილი, მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”).
მსაჯები: თ. გვანცელაძე; ზ. ჯვარიძე, გ. ჩიგოგიძე; გ. ვადაჭკორია.
ტურისა და ჩემპიონატის უმთავრესი დაპირისპირებისთვის, ზესტაფონელებს დისკვალიფიცირებული ჯაბა დვალი უბრუნდებათ. ბუნებრივია, ძირითადი შემადგენლობის სხვა 2 ფეხბურთელის (გელაშვილი, დაუშვილი) გარეშე, საჩემპიონოდ შემართულ ”დინამოსთან” თუნდაც საკუთარ კედლებში თამაში ძნელი იქნება. თბილისელები თანდათან იბრუნებენ ოპტიმალურ ფორმას და ისინი ნებისმიერი გუნდისათვის, თუნდაც ერთგული მხარდამჭერებით გულმოცემული ”ზესტაფონისთვის”, სერიოზული პრობლემების შემქმნელები არიან.
როგორც იქნა, ქართულმა ტელევიზიამ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრის ტრანსლირება გადაწყვიტა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 18:00 საათიდან პირდაპირი ეთერით გადასცემს.
უშუალოდ ამ გუნდებს შორის, 2004 წლიდან 20 საჩემპიონატო შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 5-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 11-ჯერ - დედაქალაქელებმა (ბურთების სხვაობა 26:13 - ”დინამოს” სასარგებლოდ). ხოლო ეროვნული ჩემპიონატების დაწყებიდან (1990), სულ ზესტაფონურ გუნდებსა (”მარგვეთი”, ”მეტალურგი”, ”ზესტაფონი”) და ”დინამოს” (თავიდან გუნდს ”იბერია” ერქვა) შორის 40 შეხვედრა ჩატარდა. თბილისელებმა 26 მოიგეს, ზესტაფონელებმა - 7 (ბურთების სხვაობა 105:28).
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=18821&lang=1 * * *
ხვალ მართლაც განსაკუთრებული ტური გველოდება: ხუთიდან სამი ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად დიდი მნიშვნელობა რომ უნდა მივანიჭოთ; აი, ერთმა შეხვედრამ კი, შესაძლოა, სულაც ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტოს!
რა თქმა უნდა, სეზონის ბოლომდე თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და აქედან გამომდინარე, კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ "ზესტაფონისა" და "დინამოს" ხვალინდელ ურთიერთდაპირისპირებას რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება, ვფიქრობ, სადავო არავისთვის უნდა იყოს.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...kuthrebuli.html