საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რა ეროვნების ფეხბურთელი არ გვინახავს
<a href='http://in-media.ge/www/delivery/ck.php?n=a7b2d586&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='http://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=731&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=a7b2d586' border='0' alt='' /></a>
და მოდი, ჯერ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ვახსენოთ; ჰო, ჩვენს ჩემპიონატში რუსებსაც უთამაშიათ, უკრაინელებსაც (ყველაზე მეტად სწორედ ესენი სჭარბობენ), მოლდოველებსაც, სომხებსაც, აზერბაიჯანელებსაც, ლატვიელებსაც, ლიტველებსაც, ესტონელებსაც, ბელორუსებსაც, უზბეკებსაც.
აღარაფერს ვამბობთ შორეულ თუ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებზე და უკვე აღარც გვიკვირს, საქართველოს ჩემპიონატში ესპანელი, ბრაზილიელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ბელგიელი, ჩეხი, სლოვაკი, რუმინელი, გერმანელი, სერბი, მაკედონიელი, ჩერნოგორიელი, ბოსნიელი, არგენტინელი, ეკვადორელი, კოლუმბიელი, გაბონელი, კამერუნელი, ნიგერიელი, კოტდივუარელი, ზამბიელი, კონგოელი, სამხრეთკორეელი თუ ავსტრალიელი ფეხბურთელის გამოჩენაც.
აი, ახლაც, XXVI ჩემპიონატის მეორე წრეში ერთდროულად თორმეტ ლეგიონერს ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი: 29 წლის სლოვაკ ლიბორ ჰრდლიჩკას, 24 წლის სერბ სტეფან ბუკორაცს, 27 წლის ესპანელ/ნიგერიელ მანუელ ონვუს (ყველა - "დინამო" თბ), 30 წლის სერბ სლავკო მარიჩს, 23 წლის რუსეთის მოქალაქე ალან ბაგაევს (ორივე - "დილა"), 31 წლის უკრაინელ ადრიან ჰუკანიჩს ("შუქურა"), 20 წლის უკრაინელ ნიკიტა კონოვალოვს ("გურია"), 28 წლის უკრაინელ სერგეი ლუბჩაკს და კიდევ ერთ მის თანამემამულეს, 21 წლის ევგენი ტროიანოვსკის (ორივე - "ჩიხურა"), 23 წლის პორტუგალიელ ლუის ალბერტოს, 20 წლის ბრაზილიელ ენდრიუ არაუჟუს (ორივე - "სიონი") და კიდევ ერთ უკრაინელს, 18 წლის ევგენი კუშნირს ("მერანი").
ეს რიცხვი კი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება: "გურიაში" ჩარიცხული კიდევ ერთი უკრაინელი ფეხბურთელის საბუთებიც მოწესრიგდება შემდეგი ტურისათვის და "შუქურაში" ხომ სულაც ბრაზილიურ "დესანტს" ელოდებიან! თუმცა, ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ აქ ჩამოსული უცხოელი ფეხბურთელიდან ყველა როდი ყოფილა... საუცხოო!
იმედი დავიტოვოთ, რომ ამ ახალი ლეგიონერების უმეტესობა თუ არა, ნახევარი მაინც მეტ-ნაკლებად გამოსარჩევ კვალს დატოვებს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. აი, ისე, როგორც თავის დროზე დატოვეს დენი დონდტმა, დიდიე ოვონომ, რობერტას ფრიდრიკასმა, პოლ კესანიმ, ნედ ზელიჩმა, ფრაგამ, ტიაგომ, დე პორასმა, ზაურ ხაპოვმა, ანდრეი პოროშინმა, კარლოსმა, მიკელ ალვარომ; და, რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ მართლაც ზეგამორჩეული ლეგიონერებიც: ანდერსონ აკინო და ჩისკო!
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...ri-nakrebi.html