კოლხეთი - ვიტ ჯორჯია
დავით მახარაძის გაწვრთნილებმა, ძალიან საჭირო ქულები მიითვალეს, თანაც ისეთ გუნდთან, ვისაც, შესაძლოა, ზედა რვეულში ადგილი გაუცვალონ (თუ კოლხთათვის ყველაფერი ისევე წარმატებით გაგრძელდა, როგორც დაიწყო განახლებული სეზონი).
შეგახსენებთ, რომ ეს იყო მინდვრის საფარზე გამართული ერთადერთი მატჩი მე-20 ტურში. მასპინძლებმა პირველი და მე-2 ტაიმის ბოლო წუთებზე შედეგიანი დარტყმებით, შეძლეს მეტოქეზე თავიანთი უპირატესობის ასახვა. 45-ზე, ფოთელთა ახალწვეულის - ბექა ტუღუშის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, ლევან წურწუმიამ აქცია გოლად, ხოლო 90-ზე, კიპერთან პირისპირ დარჩენილმა ილია პავლიაშვილმა თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი ძაძამიას და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:0.
”ვეტერინარებს” 65-ე წუთზე ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენეს. საკუთარ საჯარიმოში წურწუმიას მიერ წესის დარღვევის გამო, ლაშა სილაგავამ 11-მეტრიანი დანიშნა. ბურთთან, მიმდინარე სეზონში 6 გოლის გამტანი (1 პენალტით) ბესიკ ჩიმაკაძე მივიდა და დაარტყა - ლადო ნადირაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელს (ისინი ერთ დროს თბილისის ”ამერში” ერთად თამაშობდნენ) კუთხეს მიუხვდა და დარტყმული მოიგერია.
”კოლხეთი” (ფოთი) - ”ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 2:0 (1:0)
19 თებერვალი. ფოთი, ”ფაზისი”.
“კოლხეთი”: ნადირაშვილი, დაჩი ფოფხაძე, ცხვიტარია, ლომაშვილი, გაბუნია, გოგონაია, გვალია (ცხადაია, 89), სიჭინავა (ქებაძე, 57), წურწუმია, პავლიაშვილი, ტუღუში (ციცხვაია, 76).
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.
”ვიტ ჯორჯია”: ძაძამია, ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, გურამ გურეშიძე, ჩიმაკაძე, ზაქრაძე (ვაშაკიძე, 62), კორიფაძე, გიორგი ჯანელიძე, ვასაძე (კუხალეიშვილი, 79).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
გოლები: 1:0 წურწუმია (45, პენ), 2:0 პავლიაშვილი (90).
გამოუყენებელი პენალტი: ბესიკ ჩიმაკაძე (65 - მეკარე).
გაფრთხილებები: ტუღუში (16), ვასაძე (38), ძაძამია (44), გოგონაია (52), წურწუმია (60), გვალია (69).
მსაჯები: ლ. სილაგავა; ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე; ი. ურუშაძე.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=31523&lang=1“კოლხეთმა” პლეი-ოფის შანსი დაიბრუნა