
დიდხნიანი პაუზის შემდეგ გადაწყდა რომ 11 აპრილს,სტარტს აიღებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფუტსალში.
მოასპარეზზე კლუბებს შორის, რა თქმა უნდა არის ‘’იბერია სტარიც’’.
ალბათ ყველას კარგად მოგვეხსენება,თუ რაოდენ ძლიერი კლუბი არის იბერია სტარი. ყველას კარგად გვახსოვს ამ კლუბის თამაშები UEFA-ზე.
სპორტის სასახლეში ჩატარებული მატჩები. ლისაბონში სპორტინგთან ამ გუნდის თავდადებული თამაში, სადაც იღბალმა გვიმტყუნა და ფინალს მიღმა დავრჩით.
ქომაგების უმრავლესობამ ძალიან შეიყვარა ეს კლუბი და დიდი სიამოვნებით დავდიოდით მათ თამაშებზე.
არავის შეხსენება არ სჭირდება, თუ რაოდენ მეგობრული და კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ქომაგებს,ამ კლუბის ხელმძღვანელობასთან და პირიქით,მათ ჩვენთან.
ჩვენ არ გვახსენდება ქართული კლუბები,მხოლოდ ევროპის შესარჩევებზე,სწორედ ამიტომ 11 მარტს,კვირას 18:00სთ-ზე სპორტის სასახლეში, ‘’იბერია სტარი’’ ეროვნული ჩეპიონატის პირველ მატჩს გამართავს,სადაც ‘’ქართული სპორტის’’ქომაგები დავესწრებით მატჩს და ვუქომაგებთ, ჩვენ საყვარელი კლუბს.
მაშ ასე 11 მარტს(კვირა) 17:30-ზე ქომაგები ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან.(ფოთოლასთან).
ასევე მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს მობრძანდეთ ეროვნული ჩემპიონატის გახსნაზე და ერთად ვუგულშემატკივროთ სპორტის ამ სახეობას.
P.S დასწრება უფასოა.