რეალური.
მათემატიკურად მეორეზეც შეგვიძლია გასვლა, მაგრამ ძაან მეპარება ეჭვი.
ლიტვას გასვლითი თამაში აქვს შვეიცარიასთან დარჩენილი, ჩვენ შინ.
ეს ლიტვა როგორც ჩანს საერთოდ სხვადასხვა გუნდია სახლში და გასვლაზე, შვეიცარიასთან 1 ბურთით წააგო სახლში, არადა მთელი თამაში 3-4 ბურთიანი ჰანდიკაპი ეჭირათ შვეიცარიელებს.
თბილისში რომ ვუყურებდი ლიტვას ვერ წარმომედგინა ეგეთი დაცვას თუ ითამაშებდნენ 3 დღეში, როგორიც ჩვენ გვეთამაშეს კლაიპედაში.
ამიტომ აქ ეხლა ყველაზე მარტივად სავარაუდებელი რაც არის - შვეიცარია მოუგებს შინ ლიტვას და მეორეზე გასვლის შანსებს დავკარგავთ.
ნუ უნგრეთმა არამგონია ვინმეს სიურპრიზი გაუკეთოს და ქულები აჩუქოს, თორე არევს ყველაფერს საერთოდ.
უშუალოდ ჩვენს ნაკრებზე რა უნდა ითქვას.
დაუკომპლექტებელი გუნდი ვართ, სელექციის საშუალება ფაქტობრივად არ აქვთ მწვრთნელებს.
სწორედ ეს მინუსი გამოიყენა ლიტვამ, ამოკეტა ცხოვრებაძე და კალანდაძე, დაე დანარჩენებმა ურტყანო.
დიდი ეჭვი მაქვს, შტაბს რომ უკეთ ქონოდა თბილისში ჩამოსვლამდე ნამუშევარი და შესწავლილი ჩვენი ნაკრები ამხელა სხვაობას ვერ დავუფიქსირებდით.
შვეიცარიელები უფრო დალაგებელები მგონია ამ თეორიულ ამბებში, ამიტომ ძაან რთული თამაში გვექნება აქ.
2 ბურთით მოგების შემთხვევაში მეორეზე გადავალთ დროებით, სანამ ბოლო ტურში შვეიცარია არ მოუგებს ლიტვას.
მერე უკვე 4 ქულიან მესამე ადგილოსნებს შორის დაიწყება ბურთების თვლა - ზემოთ როგორც დაწერა ჯუდას ისკარიოტმა, მესამე-მეოთხე ადგილებთან ქულები არ ითვლება, შესაბამისად ფლეშსქორზე მოცემული მესამე ადგილოსნების სთენდინგი არ არის მხედველობაში მისაღები.

ეს არის სწორი;

იტალიას პოლონეთი და საფრანგეთი დარჩა - დიდი ალბათობით უქულოდ დარჩება.
ბოსნიას - სლოვენია და მონტენეგრო - ესეც იტალიასავით უქულოდ იქნება.
ესტონეთს - ისლანდია - სახლი-გასვლა - ესეც 0 ქულა.
სლოვაკეთს - ნორვეგია და სერბეთი.
თურქეთს - პორტუგალია (შინ) და ჩრდ. მაკედონია (გასვლა).
მოკლედ შვეიცარიას შინ ვუგებთ და გასულები ვართ 90%-ით.